x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
25 წლის ქუთაისელმა გოგომ ბიჭი, რომელიც უყვარდა, მესამედ მოიტაცა, თუმცა დროულად მიუსწრეს და ბიჭი ოჯახში დააბრუნეს

image როგორ უნდა უყვარდეს გოგოს ბიჭი, ორი უშედეგო მოტაცების მერე მესამედ მოიტაცოს ისევ მეგობრების დახმარებით!
ბევრს გაგეცინებათ, რა სისულელეს წერს ავტორიო, მაგრამ ფაქტი რეალურად მოხდა იმერეთში. ეტყობა გოგოს ისე უყვარდა ბიჭი, სხვისთვის ვერ იმეტებდა და მეგობარი ბიჭების დახმარებით, მესამედ მოიტაცა და ბიჭი საკუთარი ბებია-ბაბუის სახლში მიიყვანა სოფელში.
ბიჭმა გოგოს ქმრობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ეტყობა ისე დააშინა მოტაცებებმა.
"საბედნიეროდ", ბიჭს მშობლებმა დროზე მიუსწრეს და ისე წამოიყვანეს სახლში, მასა და გამტაცებელ "მიჯნურს" შორის "პირველი ღამის" კონტაქტი არ შემდგარა.
ხომ სასაცილო შემთხვევაა, მაგრამ ბიჭია მომტაცებელი თუ გოგო, კანონი ორივეს ერთნაირად სჯის და სამწუხაროდ ასე თავდავიწყებით შეყვარებულ "ჯულიეტას"მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა.
იმედია, პროკურორი და მოსამართლე გაითვალისწინებენ შეყვარებული "ჯულიეტას" არგუმენტებს და საციხედ არ გაიმეტებენ.
image ცოტა უფრო განსხვავებული კურიოზი მოხდა ზუგდიდში, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დაოჯახება გადაწყვიტა და საქართველოში ჩამოვიდა, ნათესავების რჩევით, რამდენიმე სარძლო ანახვეს, მაგრამ ბიზნესში "მიმწოლი" კაცი ქალებთან საუბარში ძალზე სუსტი აღმოჩნდა და ვერც ერთ ქალთან მისი დაოჯახება ვერ მოხერხდა.
ეს ადამიანი ჩემს ბიძასთან მეგობრობდა და საქმეში ბიძაჩემიც ჩაერთო, როგორც იქნა, გამოჩნდა სენაკელი გოგო, რომელიც საკმაოდ აქტიური გამოდგა და იმ მომენტში, როცა ჯიპიდან ბიძაჩემის და ძმის მიერ ძალით ჩამოყვანილი პოტენციური საქმრო დაინახა, სხვებივით არ გაქცეულა, მივიდა და წყნარად უთხრა: "დავსხდეთ აგერ გვერდით კაფეში და დავილაპარაკოთ, თუ მოგვეწონა ერთმანეთი, ხომ კარგი, თუ არა და ორივე ჩვენს გზაზე წავალთ და ამით არაფერი დაშავდებაო".
მოკლედ, დასხდნენ კაფეში და ნელ-ნელა საუბარიც ააწყვეს, ბიძაჩემი და სასიძოს ძმა იმავე კაფეში დასხდნენ კუთხეში და იმაზე საუბარი დაიწყეს, ახლაც თუ დაგვაღალატა ამან, ძალით მოგვიწევს ამისი დაოჯახება, სხვა გზა არააო!
ამასობაში კი წყვილს შორის უკვე უშუალო და ღია საუბარი შედგა, პირველ შეხვედრას მეორე შეხვედრა მოჰყვა და მესამე შეხვედრისას კი ბიძაჩემმა ორივეს უთხრა: "გვრიტებო, მოდით და ეს შეხვედრები ქორწილით დავაგვირგვინოთო"!
არც ერთს არ უთქვამს უარი და ჯერ საპატარძლო დანიშნეს ტრადიციისამებრ, ხოლო ქორწილის დღეს საპატარძლო დაქალის სახლიდან წამოიყვანეს სენაკიდან ზუგდიდში.
დადიანების კარის ეკლესიასთან მისასვლელ ჭიშკართან გაჩერდა კორტეჟი, ჯერ ბიძაჩემის ჯიპიდან, რომელიც მეჯვარეც იყო, საპატარძლო გადმოვიდა, მერე სასიძო. ის იყო, ეკლესიაში უნდა შესულიყვნენ, როცა სასიძო მოულოდნელად მობრუნდა უკან, რა დროს ჩემი ასაკის კაცის ქორწილიაო (51 წლისაა)!
მიბრუნდა მანქანისაკენ და სწორედ მაშინ მოხდა ზეკურიოზული და სანახავად სახალისო შემთხვევა - საპატარძლომ აიკეცა კაბის შლეიფი და სასიძოს "გამოენთო", მოჰკიდა მკლავში ხელი, დაუყვავა, მოეფერა და ეკლესიაში შეიყვანა ჯვრისწერის რიტუალის შესასრულებლად.
დღეისათვის ორი ბიჭი ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ მოსკოვში.

2
1268
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1268
  
6 დეკემბერი, 20:31
ისე მიდის საქმე, კაცების უფლებების დაცვის საზოგადოება გახდება მალე საჭირო :))))
0 1 2