x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
60 წლის შერონ სტოუნი კვლავ შეყვარებულია
image
ამჟამად ცნობილი მსახიობი იტალიაში იმყოფება, შერონი ჯუდი ლოუ
თან ერთად მონაწილეობს ახალ სატელევიზიო პროექტში, თავისუფალ დროს კი თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ატარებს.



შერონმა 41 წლის უძრავი ქონების სპეციალისტი ანჯელო ბოფა ამა წლის დასაწყისში გაიცნო და მას შემდეგ პაპარაცები სულ ერთად ხედავენ წყვილს.

image

ორიოდე თვის წინ წყვილი მაიორკაზე ისვენებდა, ახლა კი საღამოობით რომში ერთობიან.


image

შერონმა და ანჟელომ პრესტიჟულ იტალიურ რესტორანში ისადილეს, შემდეგ კი ერთმანეთს ჩახუტებულებმა ღამის რომში გაისეირნეს.

image

წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა, იცინოდნენ, ცელქობდნენ და საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ გარშემომყოფებს.

image

60 წლის მსახიობი საკმაოდ მოდურად იყო ჩაცმული, ხოლო მისი მეგზური, რომელიც 19 წლით უმცროსია შერონზე, სიყვარულით აღსავსე თვალებს არ აშორებდა მას.


image

მსახიობი შერონ სტოუნი ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი იყო სცენარისტი მაიკლ გრინბერგი, რომელთან ერთად სამი წელი იცხოვრა.


მსახიობის მეორე ქმარი ჟურნალისტი ფილა ბრონშტეინი იყო. ამ უკანასკნელთან ქორწინება 6 წელი გაგრძელდა.

მიუხედავად ასაკისა, შერონ სტოუნი დღესაც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ითვლება მსოფლიოში და თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავად გამოიყურება.



შერონ სტოუნმა მსოფლიო დიდება პოლ ვერჰოვენის ეროტიკული თრილერით „ძირითადი ინსტინქტით"(1992) მოიპოვა. შემდეგ იყო მარტინ სკორსეზეს ფილმი „კაზინო“(1995), სადაც დიდებულად შესრულებული როლისათვის „ოქროს გლობუსით" დაჯილდოვდა და "ოსკარზე" წარადგინეს.




შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად მიიჩნევა, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება, რითიც ალბერტ აინშტაინის იმავე მაჩვენებელს უტოლდება. შერონ სტოუნი რამდენჯერმე დასახელდა მსოფლიოს ულამაზეს ქალად .





მსახიობი 2011 წელს თბილისს ესტუმრა, სადაც ის ფილმის - "აგვისტოს 5 დღე"-ს პრემიერას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ სამების ტაძარში პატრიარქთან შეხვედრის დროს მსახიობი ქართული საგალობლის მოსმენის შემდეგ ატირდა.image

0
468
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0