x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ყველას ხელის კანკალით და ცრემლიანი თვალებით აწვდის თავის ხილს

imageვარკეთილის მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ეს ადამიანი უკვე 1 წელია, დგას და ყიდის ხან ვაშლს, ხან მანდარინს, ხან ლიმონს... 1 ლარად. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა ჩაუარო გულგრილად ერთხელ მაინც. მთელი დღე დაუღალავად დგას წელში მოხრილი და ყველას ხელის კანკალით და ცრემლიანი თვალებით აწვდის თავის ხილს. ადამიანი ერთ ლიმონსაც რომ იყიდის მისგან, მისი ლოცვა იმ ადამიანის მიმართ ყველას ესმის ამ მიწისქვეშა გვირაბის დამთავრების ბოლომდე. 2 წლის ბავშვივით უხარია თითოეული ლიმონის გაყიდვა, გეგონება ისეთ სიკეთეს უკეთებდე...ენით აღუწერელს.
დღეს მივედი და გარკვეული თანხა მივეცი, რომელიც ისე არ აიღო, თუ მანდარინს არ ავიღებდი. დაიწყო ბავშვივით ქვითინი ამხელა ადამიანმა, ჩემზე მილიონჯერ მეტის მნახველმა და გამგონმა და ვეკითხები, რამე გჭირდებათ სხვა-თქო კიდევ? სახლი თუ გაქვთ-მეთქი? და მოუმატა უფრო ტირილს, მე სოხუმში ვინღა დამაბრუნებსო? ყველაფერი იქ დავტოვეო, შვილით და შვილიშვილით მოვდიოთ, ერთადერთი ძროხა მომყავდაო თოთო ბავშვისთვისო, შიმშილით რო არ მომკვდარიყოვო და ისიც რუსებმა წაგვართვეს, ძლივს ჩამოვიყვანეთ ბავშვი ცოცხალიო. ეს რა გამახსენდაო და ტიროდა გაუჩერებლად. განა რამდენი ტკივილის მოთმენა შეუძლია ადამიანს და როცა ამხელა მოუშუშებელი ტკივილი გაქვს გულში და ამხელა სევდით ცხოვრობ, ბედნიერი ხომ ვეღარასდროს იქნები, მაგრამ იქნებ ყველა, ვინც ამ ადგილას ჩაივლით, ცოტათი მაინც დაეხმაროთ და შეუმსუბუქოთ თქვენც ამ ადამიანს ტკივილი. სამას არაგველზე უცხოვრია სადღაც, შვილიშვილებს ვუვლიო, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ის მაინც უზრუნველვყოთ, რომ მშივრები მაინც არ იყვნენ? თითო ლარით, ან იმით, რითიც შეგვიძლია. თუნდაც ერთი ლიმონის ყიდვით გავახაროთ. თქვენ, ვისაც ეს ადამიანი არ გინახავთ, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ემოციებით არის სავსე და ყველა გამვლელს როგორ ეფერება იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი კეთილად განწყობილნი ამ ადამიანის მიმართ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ დგას წელში მოხრილი და ცხოვრებისგან დაჩაგრული. რამდენი ადამიანია ასეთი გულნატკენი ცხოვრების დაუნდობლობისგან. რამდენ ადამიანს წაართვა ცხოვრება რუსეთმა? რამდენი ადამიანია კიდევ ასეთ დღეში საქართველოში და ვინმე ეხმარება მათ, გარდა კეთილი ადამიანებისა, რომლებიც მცირედ მოწყალებას გასცემენ მის მიმართ? რა უნდა ქნას განა ამხელა კაცმა, ფეხზე ძლივს რომ დგას, რომ გადარჩეს?
გთხოვთ დააკვირდით მას და მის სახეს, ამხელა ტკივილის ნახვა სად შეგიძლიათ სხვაგან?
image

1
251
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
251
  
2018, 7 დეკემბერი, 1:27
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1