x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508498
2018 წლის პოპულარული თურქული სერიალები

რეიტინგის სათავეში მოექცა Netflix-ის პირველი თურქული სერიალი - ''დამცველი''. ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სამეცნიერო, ფანტასტიკა.

ახალგაზრდა გამყიდველი ბიჭის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც შეიტყობს, რომ ის უძველეს საიდუმლოსთან კავშირშია და მოვალეა, სტამბული დაიცვას.image image2) ცნობილი მსახიობების წყალობით, სერიალი ''შეჯახება'' მაღალრეიტინგულია. ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი.

გამოცდილი კომისარი, ქადირ ადალი სტამბულის რაიონში ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს.image
3) ტოპ სამეულს აგვირგვინებს კრიმინალური სერიალი ''ორმო''. მეორე სეზონი ეკრანს ვერ წყვეტს მაყურებელს.
სტამბულში დაბრუნებულმა იამაჩიმ შეძლო და დამნაშავეთა სამყაროს თავი დააღწია. მუსიკით გატაცებული გოგონას გაიცნობს, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
imageimage4) არანაკლებ პოპულარულია სერიალი ''ნაადრევი ფრინველი''. ჟანრი: კომედია, დრამა.

ახალგაზრდა მხიარული გოგონა, სანემის და დიდი კომპანიის მფლობელი ჯანის სიყვარულის ისტორია, წყვილის, რომელთა ურთიერთობაც ტყუილით იწყება.image5) ხუთეულში მოხვდა სერიალი ''ქორების ბორცვი''. იგი მოგვითხრობს ორ მოქიშპე ქალბატონზე, რომელთა შვილებს ერთმანეთი უყვარდებათ. სერიალი სავსეა დამაინტრიგებელი და ემოციური სცენებით. ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, რომანტიკა.image6) ''შავ-თეთრი სიყვარული'': ცივსისხლიანი კაცის და გულთბილი ექიმის რომანი. მათი გზები საინტერესოდ იკვეთება... როცა გიყვარს, ამ გრძნობას არ თმობ, რამდენადაც არ უნდა განსხვავდებოდეს შენგან პარტნიორი. ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, რომანტიკა.image7) ''შავი ზღვის ნაამბობი'' უიღბლო სტამბულელ გოგონას, ნეფესს ეხება. ერთ დღესაც ის შვილთან ერთად მოძალადე ქმარს საქართველოში გაექცევა, თუმცა ვედათი უკან დაედევნება; გაქცევისას ნეფესი თავის მხსნელს, ტაჰირს გაიცნობს... ჟანრი: დრამა.image8) სერიალ ''პირობის'' იდეა საკმაოდ საგულისხმოა: მთავრობის ძალებით შექმნილი სამხედრო ქვეგანყოფილება ტერორისტულ დაჯგუფებას ებრძვის... თორმეტივე წევრი მოვალეა, ოჯახი დაივიწყონ. ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, საომარი.image9) სერიალი ''დედამთილი'' მაყურებელმა ერთხმად აიტაცა. სიუჟეტი საკმაოდ მომნუსხველია: გავლენიან ფარუკს მევიოლინე გოგონა უყვარდება... სერიალზე ცნობილი პროდიუსერები და წარმატებული მსახიობები მუშაობენ. ჟანრი: კომედია, დრამა, რომანტიკა.image10) სერიალ ''ფის'' საფუძვლად კოჰანის ნოველა უდევს. ცნობილ ტელეწამყვანს მეზობელი გოგონა და ბალერინა - დურუ უყვარდება. ჯანი ხვდება, რომ ცხოვრების თავიდან დასაწყებად, ჯერ წარსულ შეცდომას უნდა გაუმკლავდეს. ჟანრი: დრამა, რომანტიკა.image

ნინი ბადურაშვილი სტამბულში სერიალის გადაღებებზე იმყოფება და თურქ მსახიობ ემ­რექ კი­ზი­ლირ­მაკ­თან ერთად პოზირებს. ფილ­მი ''ხიდი'' სა­ქარ­თვე­ლოს და თურ­ქე­თის ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია; რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გახლავთ. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში სექტემბერს დასრულდა და იგეგმება თბილისშიც. ''ეს იქნება მელოდრამა დადებითი ემოციებით, არავითარი ცრემლები და ტრაგედია. საინტერესო ისტორიაა გაშლილი. ამბავი ლაზ ბიჭზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ხაზითაც ვითარდება..'' - განაცხადა მომღერალმა.image

1
498
1-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
498
  
2018, 5 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1