x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ქლიავის ძმარი ძალიან სასარგებლოა
image


ქლიავის ძმარი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.ის უფრო სასარგებლოა ვიდრე თავად ქლიავი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მასზე ძალიან ცოტას სმენია და მისი დამზადებაც თითქმის არ ხდება.მზადდება ზუსტად ისე როგორც ვაშლის ძმარი.იგი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში და საკმაოდ ძვირიც ღირს. ქლიავის ძმარი შეიცავს ბევრ ვიტამინს და სასარგებლო პექტინს.აქვს აღდგენითი და გამაჯანსაღებელი მოქმედება.ზოგადად ძმარი უძველესი დროიდან გამოიყენება და მას კლეოპატრა სილამაზის და ჯანმრთელობის ელექსირს ეძახდა. ახლა რაც შეეხება ქლიავის ძმარს, მას შეუძლია კუჭისა და ნაწლავების დეზინფექცია.ქლიავის ძმარი ასევე წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც, იგი უხდება სალათებს, არბილებს ხორცს და სასიამოვნო არომატს აძლევს.ქლიავის ძმრის ჩვენებები:

1.დიარეა

2.მეტეორიზმი


3.ნაწლავების სპაზმი

4.დეზინტერია

5.გაფართოებული ელენთა

6.ხელს უწყობს საკვების მონელებას

7.შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები

8.ხელს უწყობს ცხიმის წვას

ქლიავის ძმარი იწვევს წონის სწრაფად დაკარგვას, კარგია მათთვის ვინც დიეტაზეა და ებრძვის ჭარბ წონას და უფრო მეტიც, მას შეუძლია გამოიწვიოს წონის დაკარგვა იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი ჭამს ყველაფერს, ოღონდ ის ეფექტი არ აქვს როგორც სწორი კვების და დიეტის შემთხვევაში.ამისათვის საჭიროა 1-2 ჩაის კოვზი ძმარი გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და დღეში სამჯერ მივიღოთ.ოღონდ მხოლოდ ორი კვირით, შემდეგ საჭიროა ორი კვირით დასვენება. თუ იგივე დოზით დილით და ძილის დროს მივიღებთ, კუჭისა და ნაწლავების დეზინფექციას გავაკეთებთ.ქლიავის ძმარი კარგია თმის მოვლისთვისაც, თმებს მატებს ბზინვარებას და ათავისუფლებს ქერტლისაგან.ამისათვის საჭიროა 2 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალში და დაბანის შემდეგ გადავივლოთ თმებზე. როგორც ყველა ძმარს ქლიავის ძმარსაც აქვს უკუჩვენებები, არ არის რეკომენდებული ისეთი ადამიანისათვის ვისაც აქვს, გასტრიტი, ღვიძლის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე დაავადებები.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ძმარი სასარგებლო
ძმარი სასარგებლო
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0