x
image
რუსუდან ნადირაშვილი
რას იხსენებენ სასტუმრო „საქართველოს“ მობინადრე დევნილები ნიკა რურუას შესახებ
image


მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოს“ მობინადრეები საინტერესო დეტალზე წერენ და მოულოდნელად გარდაცვლილ ნიკა რურუას თვისებებზე მიანიშნებენ.


„გუშინ უნდა დამეწერა უსახელო პოსტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღარ სტანდარზე, ჰოდა დღეს დავწერ. უკვე მეორე წელია ვცხოვრობ “სასტუმრო საქართველოს" შენობაში, სადაც ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. გუშინ სამეზობლო შეკრება გვქონდა და ვლაპარაკობდით კორპუსის უმძიმეს პრობლემებზე, რომლებიც უხვადაა. მოსახლეები მძიმე პირობებში და გაურკვეველი მომავლის ქვეშ ცხოვრობენ, 30 წლის წინ დასახლებულები, დღემდე უკანონოდ შეჭრილების სტატუსით სარგებლობენ, კუსტარული ელ.გაყვანილობა, არა სახანძრო კიბე, დაცულობა, ბუნებრივი აირი და ა.შ.


საუბარი ჩამოვარდა არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ არაერთხელ დადებულ და რა თქმა უნდა არ შესრულებულ პირობებზე. შუა საუბარში ახსენეს ნიკა რურუა. იდეოლოგიურად სხვადასხვა ბანაკში ვიყავით მუდმივად, სადაც შევხვედრივართ ძალიან მწვავედ გვიკამათია, მაგრამ იქ მოსმენილმა ამბავმა გულწრფელად გამახარა.



რურუა 2016 წელს მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ჩვენს კორპუსში ვიზიტის დროს რურუამ დადო პირობა, რომ დააყენებდა დაცულ კარებს ფოიეში და ძალიან დაზიანებულ სადარბაზოს შეაკეთებდა.


რურუა დამარცხდა არჩევნებში.

უცნაური ის იყო, რომ რამდენიმე კვირაში დამარცხებული ნიკა რურუა მოადგა კორპუსს, საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა რკინის კარი ჩამკეტი მოწყობილობით და გაარემონტა სადარბაზო. ჩვენთვის უჩვეულო შემთხვევაა დამარცხებული კანდიდატისგან, რომლებიც ტრადიციულად ხმების გაყიდვაში ადანაშაულებენ ამომრჩეველს, უმადურობაში ან სიბრიყვეში.


გუშინვე, მინდოდა მომეყოლა ეს ამბავი თქვენთვის და რატომღაც შევიგვიანე, მაგრამ დღეს ვამბობ. მსგავსი ქცევა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, რისი დეფიციტიც მუდმივად არის ქართულ პოლიტიკაში.


შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი, არ ეთანხმებოდე, ეკამათებოდე, აკრიტიკებდე, მაგრამ აფასებდე მის უნარს მოუსმინოს უმძიმეს კრიტიკას და აფასებდე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტს, “ - წერს სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი, აუდიტორია 115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე.


შეგახსენებთ, 2016 წელს მაშინ როცა რურუა კენჭს იყრიდა, მისი საარჩევნო შტაბი სწორედ ამ შენობაში იყო განთავსებული. ვრცელდებოდა ხმები, რომ ფართი რურუასაც ეკუთვნოდა.


როგორც სასტუმროს ყოფილი მეპატრონე, კოდუების დედა ლაურა ღაჭავა ამბობს, სასტუმრო “საქართველოში” 130 დევნილი ცხოვრობს, რომლებსაც მთელი შენობა აქვთ დაკავებული. მათ სასტუმრო 2017 წლის თებერვალში გაყიდეს:


“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო, რომ გაიძახიან, მაშინ რატომ უშვებენ დევნილებს ასეთ ობიექტებში. თანაც ფულს ვიხდით დევნილთა სამინისტროში, რომ ბინები დაურიგდეს ამ ხალხს.”

image


ამავე თემაზე: ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

.

„ხვალ მოდიოდა ჩემთან, ევროპაში... ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა... ცრემლი მახრჩობს, ცარიელი გული იყო“... -- მიხეილ სააკაშვილი

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0