x
image
alex999
Mediator image
მოღალატე ცოლები - "საცოდავი ჯარისკაცი, ლეგენდარული წერილი და იღბლიანი ქმარი"

ზოგჯერ სიყვარულით, ზოგჯერ უსიყვარულოდ... ოჯახი მაინც იქმნება და ასევე ხშირად ინგრევა ქალის ღალატის გამო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 3 ღალატზე, რომელიც ძალიან ბევრ უცხოურ გამოცემაში დაიბეჭდა. დროა თქვენც შეიტყოთ ამის შესახებ!



image









"საცოდავი ჯარისკაცი"


image


ალბათ ყველამ კარგად იცით, თუ რაოდენ რთულია ურთიერთობა შორიდან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჯარისკაცი ხართ. ისტორიის გმირი სამხრეთ კორეაში ცხოვრობს. ის სამხრეთ კორეის სპეცრაზმში მსახურობს და მთელი თავისი ახალგაზრდული ცხოვრება ქვეყანას შეჰფფიცა, თუმცა ახალგაზრდას მაინც სურდა თბილი ოჯახი და გაიცნო ქალი, რომელთანაც 7 თვეში დაქორწინდა. დასაწყისში ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მოგვიანებით ცოლი ძალიან პრეტენზიული გახდა. ამ არეულ ურთიერთობაში, მეუღლეს მოუწია მივლინებაში წასვლა, ამ ქმედებას სამსახური აიძულებდა. სამხრეთ კორეიდან აშშ-ში ჩასული მეუღლე, მცირედ დროსაც კი ცოლს უთმობდა, რათა ის დაეწყნარებინა. ერთ დღესაც სიდედრისგან შემოსული ზარი შენიშნა, ამან მამაკაცი უფრო ააღელვა, მას ცუდი აზრები მოსდიოდა თავში, ძალიან ნერვიულობდა ცოლის გამო. ცოლის დედამ მას ამცნო შოკისმომგვრელი ამბავი - "ჩემი ქალიშვილი გღალატობს, მან გვიამბო, რომ შენ ხარ გეი და არაფერი შეგიძლია მისთვის". 23 დღის შემდეგ, მამაკაცი დაბრუნდა სამხრეთ კორეაში. მეორე დღესვე მიმართა სასამართლოს და ოფიციალურად გაცილდა მეუღლეს, ამითვის არცერთი ცენტი არ გადაუხდია. როგორც აღმოჩნდა, მისმა დედოფალამ 60 მამაკაცთან უღალატა, გარდა ამისა ერთ-ერთისგან ფეხმძიმედაც დარჩა. ამ ფაქტის შემდეგ, მამაკაცი ძლიერ დეპრესიამ მოიცვა, მან დაკარგა სამსახური, სახლი და ასევე გაუწყდა კონტაქტი ახლო ნათესავებთანაც. დღეს სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ ნაგვის ბუნკერთან მათხოვრობს, ამჟამად 47 წლისაა. ასე გააუბედურა ქალმა წესიერი მამაკაცი!








"წერილი ცოლის საყვარელს"


image


"გამარჯობა!!! ვიცი ვინც ხარ და შენზე საერთოდ არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ რამოდენიმე სათხოვარი მაქვს შენთან, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო:


1. გთხოვ ნუ დატოვებ კარადის კარებს ღიად, ამაზე უკვე ნერვები მეშლება!

2. თუ შეიძლება ჩემს ლუდებს სულ ნუ დალევ, შენზე მეტ დროს სახლში მე ვატარებ! ცოტა პატივისცემა მაინც იქონიე!

3. ასევე ძალიან გამახარებ, თუ ტუალეტში მორჩენილ ქაღალდს შეცვლი ხოლმე, რადგან ჩემი 5 წლის შვილი, პატარა უკანალს ქაღალდის გარეშე არ ისუფთავებს.

4. როდესაც საქმეს მორჩებით, გთხოვთ თეთრეული გამოცვალოთ!

5. ჩემს შვილებს ნუ მოსთხოვ, რომ ბიძია დაგიძახონ... ისინი არ არიან სულელები!

6. დენის ფულს მე ვიხდი, ამიტომ სინათლეს ანთებულს ნუ დატოვებთ!

7. სამზარეულოდან ნუ აიღებ ნამცხვრებს, რადგან დედაჩემი ამზადებს!

8. გარდა ამისა, მინდა მადლობა მოგიხადო იმისთვის, რომ ჩემი ცოლი სიყვარულის დღეს ძვირადღირებულ რესტორანში წაიყვანე. მე თანხა დამეზოგა და ამ თანხით ჩემს შვილებს 3d ანიმაციური ტელევიზორი ვუყიდე!

9. და ბოლოს... მომდევნო კვირას ბავშვებთან ერთად დასასვენებლად მივდივარ, იმედია კარგად გაერთობით... უბრალოდ გაითვალისწინე, თუ ლუდი აღარ დარჩება მაცივარში, ქვემოთა უჯრაში დამალული მაქვს "ვოდკა" შეგიძლია ის დალიო! ძალიან ძლიერია მაინც იცოდე!


ზოგჯერ აი ასეთი რეაქციაც აქვთ მოტყუებულ მამაკაცებს... ნამდვილად საოცარია!







"იღბლიანი ქმარი"


image


ამჯერად უფრო უცნაური ღალატის ისტორიაზე ვისაუბრებთ. კეტ კინგი არის ბიზნესმენი, რომელსაც მეუღლემ უღალატა, თუმცა ეს ღალატი სასარგებლო აღმოჩნდა მამაკაცისთვის. მან მეუღლეს უჩივლა სასამართლოში და შედეგად 8, 8 მილიონი დოლარით დაჯილდოვდა. როგორც გაირკვა, კინგის მეუღლეც და მისი საყვარელიც თავის კომპანიაში მუშაობდა. მამაკაცმა დაზარალდა ორმაგად, მეუღლემ მიაყენა ფსიქოლოგიური დარტყმა, ხოლო მისი საუკეთესო თანამშრომელიც მისი ცოლის საყვარელი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ეს ზარალი შეაფასა 8, 8 მილიონ დოლარად, რომლის გადახდაც კინგის უკვე ყოფილ მეუღლეს მოუწევს!!!
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ!

6 ყველაზე უცნაური სამხედრო არმია დედამიწაზე!

აპოლონის სიყვარულის მსხვერპლი - როგორ წარმოიქმნა მზესუმზირა და ვინ იყო კლიტი?

კომიქსების შემქმნელი, მსოფლიოდ ცნობილი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა!

22 გიჟური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც გაგაოგნებთ!



1
828
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
828
  
2018, 10 დეკემბერი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1