x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფრაზები ამელი ნოტომის წიგნიდან ''მოკალი მამა''
1) როცა ჯო მამამისის ასავალ-დასავალს ეკითხება, დედა პასუხობს:
- როგორც კი დაიბადე, მიმაგდო. ასეთები არიან მამაკაცები.

2) - ჯო, ერთი კარგად შემომხედე, არა ვარ ახლა ლამაზი ქალი? მიპასუხე!

- კი, დედა, აბა არ ხარ?!

- მაშინ, ამიხსენი, რატომ არც ერთი არ გამიჩერდა?


ჯო დუმს. ისე კი, რამდენი პასუხი ადგას ენის წვერზე.

3) - შენი ვაჟიშვილი სატანისტური მოდგმისაა!

- გაჩერდი რა, რას ამბობ. ბავშვი სისულელეებით ერთობა. ხომ იცი, ყველა ბავშვი ოცნებობს, ცნობილი ილუზიონისტი გახდეს.

4) - არ შეგიძლია ამ კარტს შეეშვა? შენი ფოკუსების ატანა არ მაქვს!

- გითხრა, რას ვერ იტან? ვიღაცას რაღაცის კეთება რომ შეუძლია. შენ ხომ არაფრის თავი არ გაქვს.

ბიჭსა და მამაკაცს შორის კლასიკური ზიზღი გაირთხამს ფესვებს.

5) ბალღმა ხმამაღლა წამოროშა ის, რისი მოსმენაც მას არასდროს სურდა - თურმე სენიორი მასთან მისი სილამაზის გამო სულაც არ ცხოვრობს.

6) საოცარია, ამ გოგონამ სულ რაღაც რამდენიმე სიტყვითა და ჟესტით მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა; რაც მთავარია, ადამიანად აგრძნობინა თავი, რაც კასანდრამ ერთ ჭერქვეშ 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც ვერა და ვერ მოახერხა.

7) - გსურდა ყველასთვის დაგემტკიცებინა, საუკეთესო რომ ხარ? ვარსკვლავობა განიზრახე? - არ მოეშვა ნორმანი.

მრავლისმეტყველი დუმილი.

- რა მიზანს ისახავს მაგია?

მცირეოდენი პაუზის შემდეგ ნორმანმა თავად გასცა დასმულ შეკითხვას პასუხი:

- მაგიის მიზანია, სხვებს რეალურში ეჭვი შეატანინო.

8) ქრისტინას ფიზიკური სილამაზე ჯოს აღმოჩენისთანავე შეუყვარდა, თანაც ძლიერ, როგორც ეს პირველი სიყვარულისთვისაა დამახასიათებელი. ჯომ იცოდა, რომ აკრძალული ხილი შეუყვარდა, ამიტომ ეცადა, საკუთარი გატაცება სხვის თვალში ყოვლად შეუმჩნეველი ყოფილიყო.

9) შეყვარებულები უფრო ღრმა სიბრძნეს ფლობენ, ვიდრე ბრძენები.

10) - როცა მაგიას ვასწავლი, ის ისეთი უცნაურია, ისეთი შიში მომგვრელი! ჩემს სიტყვებს პირდაპირ ისრუტავს, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ერთი სული აქვს, მეტაკოს და ყელი გამომჭრას, კბილებით დამგლიჯოს, ნაფლეთებად მაქციოს.

- გიჟდება შენზე!

- ისევე, როგორც 15 წლის ბიჭი საკუთარ მამაზე. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ჩემი მოკვლის სურვილიც ჰქონდეს.image11) - და რატომ გინდა შულერობა ისწავლო?

- თავად რატომ ისწავლე? არასდროს გითაღლითია?

- არასდროს!

- მაშინ სად ხედავ პრობლემას?

- მე კაცი ვარ, შენ კიდევ - ბალღი. ამიხსენი, რატომ გხიბლავს გაცურება?

- იმიტომ, რომ ყველაზე ძნელია. მე სიძნელეები მიზიდავს.

12) უნდა ითქვას, რომ ქრისტინა უკვე იყო ჩვეული მამაკაცების მზერას. მაგრამ ამ უცნაურ ჯადოქარს ისეთი მწველი, ისეთი დაჟინებული, სრულიად გამორჩეული გამოხედვა ჰქონდა, რომ გოგონა დარწმუნებული იყო, მის გამოსხივებას თავს ვერასდროს დააღწევდა.

13) - როგორი მომაბეზრებელია შენი გადაჭარბებული პატიოსნება, - თავი ვერ შეიკავა მოზარდმა.

- სამაგიეროდ, ერთი რამ შემიძლია დანამდვილლებით გითხრა: იქნები პატიოსანი - ციხეში ყურყუტიც არასდროს დაგემუქრება, - გაეღიმა ნორმანს.

- თუ კარგად ითაღლითებ, არც ციხის დარდი გექნება.

- მართალი ხარ. თუ გონივრულად ითაღლითებ, გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდები, სამაგიეროდ, მაფიის კლანჭებს ვერ დაუძვრები.

14) - შენ ხომ სარკის წინ ვარჯიშობ? საკუთარი ანარეკლის წინ გატარებული საათები ჯადოქარს ქედმაღალს კი არა, თავმდაბალს ხდის.

- არ ვარ დარწმუნებული, თავმდაბალი ვიყო.

- შენ უფრო თავმდაბალი ხარ, ვიდრე გგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ნიჭიერი ვერ იქნებოდი.

15) - დიდი ხანია, სკოლაში აღარ დავდივარ. არც იქ მქონია სურვილი, ვინმეს დავმეგობრებოდი.

- რატომ?

- ჩემი ასაკის ბიჭები იმდენად უცხონი არიან ჩემთვის, არც კი ვიცი, რაზე შეიძლება მათთან საუბარი.

16) როცა გსურს გააგებინო, რომ ეს უბრალო ტრიუკი კი არ არის, არამედ ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი, გზა, რომელიც შენ გამოიარე; რომ დიდი ძალისხმევის წლებია; რომ ეს ფიქრისა და აზროვნების შედეგია, ხელოვნებასთან ზიარებაა, მათ სახეზე მხოლოდ იმედგაცრუებას თუ წაიკითხავ.

17) - რას ნიშნავს, იყო სიმპათიური?

- სხვებისკენ ლტოლვის სურვილი, მუხტი, სიყვარულს რომ შობს...

- სერიოზული ნაკლია, როცა ეს გაკლია.

18) მამაკაცები ვერ არიან იმ დონემდე ცივილიზებულნი, რომ ქალს, რომელსაც ეს-ესაა დაშორდნენ, ყვავილების თაიგული მიართვან.

19) ყვავილებით მოვაჭრის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თხუთმეტი წლის ყმაწვილმა შეაბოტა და იკითხა, ჩემზე ათი წლით უფროს ქალს რომელი ყავილები მიანიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებასო.

20) - მე შენ იორდასალამებს გამსგავსებ.

- ასე აღმიქვამ? - გაიოცა ქრისტინამ. ამ უზარმაზარ ბურთებთან შედარებამ ერთობ გაახალისა.

- ეს ყვავილები გიზგიზებენ. შენც.image21) - ნორმანს თაიგული არასდროს მოურთმევია?

- რაღაც ვერ ვიხსენებ. ალბათ უფრო - არა.

ჯო სიხარულით ლამის მეცხრე ცას ეწია - ქრისტინამ მცენარეული უმანკოება მას შემოუნახა.

22) - თაიგული ისევ იმ ქალთან მიგაქვთ? - ხუმრობით ეკითხებოდნენ ცნობისმოყვარე მეყვავილეები.

ჯო თავაწეული და წელში გამართული პასუხობდა, კიო.

23) ''შენ არ იმსახურებ ამ ქალს, არ ხარ მისი ღირსი'', ფიქრობდა ის. ჯომ ისიც იცოდა, რომ რასაც თავისთვის ფიქრობდა, სინამდვილეს არ შეეფერებოდა.

24) - ოდესმე თუ გძლია ცდუნებამ?

- არასდროს. მე მიყვარს ქრისტინა. ასი თავით ჯობს ყველას ერთად აღებულს. ქრისტინას გაცნობამდე კი დიდი ხანი ვიცოცხლე. თუ ხვდები, რისი თქმა მსურს?

25) ''...ისე მძულხარ, ისე მძულხარ, რომ აუცილებლად მოგტაცებ ცოლს. ეს იქნება ჩემი სასჯელი!'' ამავდროულად ნორმანისთვის გამოცხადებული ერთგულებაც სტანჯავდა.

26) დაბადების დღეზე სარკეში ჩაიხედა: ''ვარ თუ არა სასურველი?'' - ჰკითხა საკუთარ ანარეკლს. შეუძლებელი იყო ამის დადგენა. მოეჩვენა, რომ ნაკლებად მახინჯი იყო, ვიდრე უწინ.

27) ცნობილი ამბავია, რომ თანაბარი ნიჭის შემთხვევაში, მაყურებლის სიმპათიები მაინც მდედრისკენ იხრება. თუმცა ეს მოცემულობა სულაც არ გამორიცხავს სიმრუდეების იმ ნიაღვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამყარებულმა ქალთმოძულეობამ მიგვაჩვია.

28) - Get undressed! - წამოიყვირა ვიღაცამ. ბრბოში ამ მიწოდებას ასზე მეტმა ადამიანმა აუბა მხარი.

ჯოს შეეშინდა, ქრისტინა ამ ბრძანებას არ დამორჩილებოდა: დედამიწის ზურგზე ყველა ქალს შეეძლო გაშიშვლებულიყო, ეს მას ვერ შეაწუხებდა, მაგრამ ქრისტინას - არავითარ შემთხვევაში.

29) ბეწვის ბოლოკაბაში გამოკვართულმა ნიმფამ ჰკითხა, დაკავებული ხომ არ ხარო.

- დაკავებული ვარ, - უპასუხა ჯომ აღტყინებული ხმით.

- არავინ გაიძულებს, უზრდელი იყო. - შეეპასუხა იმედგაცრუებული ფერია.

ჯომ აბეზარი მთხოვნელი გონებაში ყველა მისთვის ცნობილი სალანძღავი სიტყვით შეამკო და მაყალს მიუახლოვდა. იქვე რამდენიმე ზომბი ეგდო. დაბოლილებს თვალები ეჭუტებოდათ.

30) ნორმანმა შეხედა და დარწმუნდა, რომ მის წინ ჩამოყალიბებული შმაგი იდგა. რამდენიმე წლის წინ ქრისტინამ გააფრთხილა, 15 წლის ასაკში ყველა გიჟიაო. ჯო ახლა ოცის იყო, მაგრამ როგორი გადარეულიც იყო, ისეთივე დარჩა. ადამიანმა, რომელმაც ის კრიტიკულ ასაკში მონუსხა, მას სამუდამოდ წაართვა გონი.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0