x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
აჭარაში ახალი ჩქაროსნული შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

image


აჭარაში იწყება ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც საერთო ჯამში 228 მილიონი ლარი დაჯდება, ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


გრიგოლეთი-ქობულეთის 14-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, შავი ზღვის ორ საკურორტო რეგიონს - აჭარას და გურიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.



საერთო ჯამში 2020 წლისთვის დასრულებული და მიმდინარე პროექტები სამტრედიიდან -ჭოროხამდე გადაჭიმული 110 კმ. ახალი გზა საშუალებას იძლევა საკორორტო ზონის გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ, რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.



E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს, ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და „პოლატიოლი და მაპა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემრე პოლატმა მოაწერეს.

image

პროექტის განხორციელების ვადა 24 თვეა.



ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია "Fregobus"-ი გერმანულ-ჩინური პარტნიორობის ფარგლებში ელექტრო ავტობუსების წარმოებას გეგმავს. მემორანდუმი გერმანულმა კომპანიამ EURABUS- სა და უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZTE Corporation -მა გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთიანი კონსორციუმის ჩამოყალიბებას და მასში საწარმოს შექმნას. ელექტრო ავტობუსების უპირატესობა ის არის, რომ იგი მ...

21 აპრილი, 17:48
თბილისში 2019 წლის ბოლოს სამგორის მეტროდან დაგეგმილია 6 ახალი მიწისზედა მეტროს სადგურის მშენებლობა ლილოს მიმართულებით, საბოლოოდ კი მეტრო ქალაქ რუსთავამდე იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწვანე ეკონომიკა-ეკოტრანსპორტიპრეზენტაციის დროს განაცხადეს. "ცენტრალური ...
1
275
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
275
  
11 დეკემბერი, 1:58
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1