x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83759
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441841
დაგეგმილი იყო თუ არა გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა?

imageფილოლოგი, პოლიტიკოსი და მწერალი ლალი მოროშკინა მედია-კავშირ – „ობიექტივის“ ეთერში სკანდალურ ინფორმაციას აცრცელებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა, რომლის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო.



"ჩვენ ავიცილეთ ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. იმიტომ, რომ მოდით, ასე ვთქვათ..ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არის პროფესიონალი სამხედრო, ან სპეციალურად გაწვრთნილი ამ საქმისთვის…


მკლელობის დამკვეთი იყო სააკაშვილი, იმიტომ რომ, ამას მოყვებოდა არეულობა, ამას კარგად შეუწყობდნენ ხელს უკრაინელი ბოევიკები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ, სხვათა შორის თითოელულ მათგანზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალიან მძიმე დანაშაულზე, მათ შორის იარაღის შეძენაზე, ადამიანების გატაცებაზე, ეს არის ძალიან დიდი ქეისი, სხვათა შორის ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ვახტანგ მაისაიამ და ირაკლი კაკაბაძემაც გააკეთეს განცხადება და ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მათ ინფორმაციასაც დაეყრდნენ. კარგია, რომ მოხდა უგულებელყოფა ამ საშინელების, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც არ უნდა ვამბობდეთ, მე ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვაშაძეს "კვაზი" საპრეზიდენტო კანდიდატი ვუწოდე და თუნდაც ის 2000 ადამიანი, რომელიც იქ იდგა, თავადაც სამიზნე ხდებოდა და ჩვენ აღარ გვინდა სისხლის ღვრა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი პარტიის მხარდამჭერია, სისხლის ღვრა უნდა დამთავრდეს, სხვათა შორის, ამ რიტორიკას არ იზიარებს სააკაშვილი და პირდაპირ სისხლის ღვრისკენ მოუწოდებს."აღნიშნა მოროშკინამ "ობიექტივის" ეთერში.

image

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს, სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


3
1262
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1262
  
5 დეკემბერი, 22:42
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
4 დეკემბერი, 15:01
დევიჯეროთ ვითამ?)))))
4 დეკემბერი, 13:37
პისტოლეტითა და ავტომატებით ნამდვილად ვერ მოკლავდნენ. აი ჩანგალი რომ აღმოეჩინათ რომელიმეს ჯიბეში მაშინ კი დავიჯრებდით რომ ვიღაცის მოკვლას აპირებდნენ.
0 1 3