x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
12 ტოქსინი, რომელსაც ყოველდღიურად ვიზელთ კანში გაუცნობიერებლად
image

ბევრ ჩვენგანს უკვე ჩვევად აქვს საკვების მიღების წინ მის შემადგენლობას გაეცნოს. აი, იმის შემოწმება კი, თუ რა შედის კოსმეტიკის შემადგენლობაში, რომელსაც თითქმის ყოველდღე მოვიხმართ, რატომღაც ძალიან ცოტა ადამიანს მიაჩნია მნიშვნელოვნად. კანის მეშვეობით ორგანიზმში თითქმის იმდენივე მავნე ნივთიერება ხვდება, რამდენიც საჭმლიდან შეიძლება მოხვდეს. ისინი შეუმჩნევლად, თანდათანობით აზიანებენ ჩვენს სხეულს და როცა მათი სიმპტომები თავს იჩენენ, შესაძლოა უკვე გვიანიც იყოს.

წარმოგიდგენთ იმ მავნე პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენს კოსმეტიკაშია წარმოდგენილი და რომელთაც თითქმის ყოველდღე მოვიხმართ:


1.პეტროლატუმი


imageრა არის?-ცხიმი, ნავთობქიმიის პროდუქტი

სად გვხვდება? - რუჯის საწინააღმდეგო კრემებში, გასარუჯ და რუჯის მიღების შემდეგ წასასმელ საშუალებებში.

როგორ აღინიშნება?-Petrolatum, vaseline, petroleum jelly, paraffin jelly, E905b.

რითაა საშიში? - ახშობს კანის ფორებს და ხელს უშლის კანიდან ოფლისა და შლაკების გამოყოფას, აფერხებს უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ხანგრძლივი გამოყენების შედეგად თავს იჩენს:ანთება, გამონაყარი ქავილით, იზრდება სოკოთი კანის დაზიანების რისკი.


2.ფორმალდეჰიდი

imageრა არის? - აირი, კონსერვანტი.

სად გვხვდება? - კრემები, ნიღბები, ლოსიონები.

როგორ აღინიშნება?- DMDM (Dimethylol Dimethol Hydantoin), Imidazolidinyl Urea.

რითაა საშიში? - ეს კანცეროგენული ნივთიერება ტოქსიკურობის მაღალი დონით გამოირჩევა. იმის მიხედვით, თუ რა კონცენტრაციითა ის კოსმეტიკურ საშუალებაში, შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მხედველობაზე, სასუნთქ და ნერვულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი.


3.ნატრიუმის ბენზოატი

imageრა არის?-კონსერვანტი

სად გვხვდება?-სახის და თვალის გარშემო კანისთვის კრემებში.

როგორ აღინიშნება?-Sodium benzoate

რითაა საშიში?-ვიტამინ С-სთან ერთად, რომელიც ხშირადაა კოსმეტიკურ საშუალებებში, ნატრიუმის ბენზოატი ბენზოლად გარდაიქმნება - კანცეროგენულ აირად, რომელიც სიგარეტის ნამწვსა და გამონაბოლქვში არსებული აირის იდენტურია. ბენზოლი ონკოდაავადებების რისკს ზრდის.


4.ტყვია

imageრა არის?-მძიმე მეტალი.

სად გვხვდება?-ტუჩსაცხში, ფერის მდგრადობისთვის.

როგორ აღინიშნება?- Lead.

რითაა საშიში?-ტყვიის მაღალი შემცველობა ორგანიზმში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს იწვევს: უნაყოფობა, ძვლების დაავადებები, იმუნიტეტის დაქვეითება, თავის ტკივილები, მეხსიერების გაუარესება. გარდა ამისა, ტყვიის ჭარბი შემცველობა ხელს უშლის ისეთი სასარგებლო მინერალების შეთვისებას, როგორიცაა: კალციუმი, სელენი, თუთია.


5.პროპილენგლიკოლი

imageრა არის?-ნავთობგადამუშავების პროდუქტი, უსუნო და უფერო სითხე.

სად გვხვდება?-პრაქტიკულად ყველა კრემში, ლოსიონში და თხევად დეკორატიულ კოსმეტიკაში.

როგორ აღინიშნება?- Propylene Glycol (PPG), 1, 2-propanediol

რითაა საშიში?-რაც უფრო წინ დგას მისი აღნიშვნა ეტიკეტზე, შემადგენლობის ჩამონათვალში, მით უფრო მეტია მისი კონცენტრაცია. ასეთმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა შესაძლოა ეგზემა, ალერგია და ჭინჭრის ციებაც კი გამოიწვიოს.


6.ჰიდროხინონი

imageრა არის?-არომატული ორგანული ნაერთი მათეთრებელი ეფექტით.

სად გვხვდება?-კონსილერში, დასაბან საშუალებებსა და მზისგან დამცავ ლოსიონებში.

როგორ აღინიშნება?-1, 4-Benzenediol, 1, 4-Dihydroxybenzene, P-Dioxybenzene, 4-Hydroxyphenol, P-Hydroxyphenol.

რითაა საშიში?-კანზე ხანგრძლივი მოხმარების დროს იწვევს მელანინის გამომუშავების შემცირებას, რაც კანის ღრმა შრეებს დაუცველს ხდის UVA- და UVB გამოსხივების მიმართ. შდეგად, კანი კარგავს ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, ქავილი, ალერგია და დერმატიტი.


7.ლანოლინი

imageრა არის?-ცხოველური ცვილი.

სად გვხვდება?-კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებებში.

როგორ აღინიშნება?- PEG-75 lanolin.

რითაა საშიში?-ლანოლინის შემცველი კოსმეტიკური პრეპარატების მიზანია კანის, თმისა თუ ფრჩხილების წყლის ბალანსი საჭირო დონეზე შეინარჩუნონ, მაგრამ შედეგად ვიღებთ დახშობილ ფორებს. კანზე ჩნდება ფერიმჭამელები და ვითარდება გამონაყარი და გაღიზიანება.


8.პარაბენები

image

რა არის?-კონსერვანტები.

სად გვხვდება?-კრემების უმრავლესობაში.

როგორ აღინიშნება?-Butylparaben, Propylparaben, Ethylparaben, Methylparaben.

რითაა საშიში?-ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას პარაბენებს შეუძლიათ მკერდის კიბო გამოიწვიონ. სხვა წყაროების მტკიცებით, მათი შემცველობა კოსმეტიკურ საშუალებებში იმდენად მცირეა, რომ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ვერ იქონიებენ. თუმცა, ზოგიერთი კვლევებით დამტკიცებულია, რომ მეთილპარაბენი UVB მავნე გამოსხივებასთან ურთიერთქმედეს და კანის დაბერებას აჩქარებს.


9.დიჰიდროქსიაცეტონი

image

რა არის? - მონოსაქარიდი. სუფთა სახით - თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებებისთვის დამახასიათებელი სუნი აქვს.

სად გვხვდება?-გასარუჯ საშუალებებში.

როგორ აღინიშნება?-DHA, dihydroxyacetone, glycerone.

რითაა საშიში - იწვევს ალერგიულ რეაქციებს, განსაკუთრებით ორსულ და მეძუძურ ქალებში. შესაძლოა გააღრმაოს ასთმური პროცესები.


10.ტრიკლოზანი

imageრა არის?-კანცეროგენული ქიმიური ელემენტი. მიკრობსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ანელებს ან აჩქარებს მიკროორგანიზმების ზრდას.

სად გვხვდება? - დეზოდორანტი, კბილის პასტა.

როგორ აღინიშნება?- Triclosan.

რითაა საშიში? - აღიზიანებს კანს, ტოქსიკურია. ორგანიზმში მოხვედრისას იქ გროვდება და შესაძლოა ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაზიანება გამოიწვიოს.


11.ნატრიუმის ლაურისულფატი

imageრა არის? - ზედაპირულად აქტიური ნივთიერება

სად გვხვდება? - სახისა და ტანის ნიღბებში, მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებებში.

როგორ აღინიშნება?- SLS, sodium lauryl sulfate.

რითაა საშიში? - რეგულარული გამოყენების დროს ვითარდება დერმატიტი, კანის სიმშრალე და ნაადრევი დაბერება. ქვეითდება კანის დამცავი ფუნქცია და მის უჯრედებში ადვილად აღწევენ მავნე ნივთიერებები.


12.ბიტიონოლი

imageრა არის? -ანტიბაქტერიული კომპონენტი

სად გვხვდება? -ლოსიონებში, კრემებსა და შამპუნებში.

როგორ აღინიშნება? -Bithionol.

რითაა საშიში? -კანი უფრო მოწყვლადი ხდება მზის სხივების მიმართ, იწვევს გაღიზიანებას და ქავილს. არაა რეკომენდებული მგრძნობიარე კანისთვის.


ეს ნივთიერებები იმდენად ხშირად გვხვდება კოსმეტიკურ საშუალებებში, რომ ალბათ იფიქრებთ, მათ გარეშე კოსმეტიკა არ არსებობს. ცდებით. თანამედროვე ბევრი მწარმოებელი ზრუნავს თავის მომხმარებელზე, ამიტომ, სანამ კოსმეტიკას შეიძენთ, აუცილებლად გაეცანით მის შემადგენლობასაც, უპირველესად, თქვენი ჯანმრთელობის გამო.





0
579
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0