x
image
გემი დალანდი
7 სიმპტომი, რომელიც დაბალ ჰემოგლობინზე მიუთითებს
image

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს 1, 62 მლრდ. ადამიანს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც რკინადეფიციტური ანემია აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში ვერც კი ხვდება, რომ მათ დაბალი ჰემოგლობინი აქვთ და სიმპტომებს ჩვეულებრივ დაღლილობას უკავშირებენ.

ეს 7 ნიშანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ჰემოგლობინის დონე დაბალია და თქვენს ორგანიზმს შველა სჭირდება.


1.მალე იღლებით


imageრკინის დეფიციტი სისხლში ჰემოგლობინის დაწევას იწვევს, შესაბამისად, ერითროციტებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიაქვთ ორგანოებთან და ასე ჩნდება უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება.


2.თვალები გაგიყვითლდათ

imageჯანმრთელ ადამიანს თვალი ოდნავ მოყვითალო, ერთფეროვანი აქვს, მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ თვალმა გაცილებით მუქი ყვითელი შეფერილობა მიიღო, ეს იმის ნიშანია, რომ ერითროციტები ნადგურდება და თქვენი ორგანიზმი ბილირუბინით ჯერდება, რომელიც ცილების დაყოფის შედეგად წარმოიქმნება.


3.თავბრუსხვევა გაწუხებთ

imageთუ ხშირად გაწუხებთ თავბრუსხვევა, ეს შესაძლოა ანემიით იყოს გამოწვეული. საქმე იმაშია, რომ ანემიის დროს ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ანემიის დროს ადამიანი შესაძლოა შაკიკისმაგვარმა თავის ტკივილებმაც შეაწუხოს.


4.გულისცემა გაგიხშირდათ

image

ანემიის დროს ადამიანს შესაძლოა პულსი და გულისცემა აუჩქარდეს. ეს იმის გამო ხდება, რომ სისხლში წითელი სხეულების შემცველობა იკლებს და შედეგად, გული უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს, რომ ორგანიზმი ჟანგბადით მოამარაგოს.


5. ქოშინი გაწუხებთ

imageსუნთქვითი დარღვევაც შესაძლოა ანემიაზე მიუთითებდეს. უჯრედებში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად კომპენსატორული მექნიზმები აქტიურდებიან, როგორიცაა პულსის და გულისცემის გახშირება, შედეგად, ირღვევა სუნთქვის სიხშირე და სიღრმე.


6.დაბალი წნევა გაქვთ

imageერითროციტების შემცირებულ რაოდენობას წნევის დაწევაც ახლავს თან. ეს სიმპტომი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ხანდაზმულ ადამიანებში. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ასევე ორსულები.


7.კანის ფერი შეგეცვალათ

imageდაბალი ჰემოგლობინის დროს ადამიანს კანის სიმშრალე და მასთან დაკავშირებული ნაოჭები აღენიშნება. იცვლება თავად კანის ფერიც: უფრო ფერმკრთალდება და თავს იჩენს პიგმენტური ლაქებიც.


image

მარცხნივ – ჯანმრთელი ადამიანის ხელი, მარჯვნივ - ანემიით დაავადებულის.


თუ მსგავის სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სისხლის ანალიზის საფუძველზე ის გაარკვევს, თუ რომელი პრეპარატები გჭირდებათ. ყოველდღიურად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს თქვენს ორგანიზმს ჟანგბადით გაამდიდრებს. გამოიყენეთ ცილოვანი საკვები და შეეცადეთ უარი თქვათ ცხიმიან კერძებზე, რადგან ცხიმი ხელს უშლის რკინის შეთვისებას.

აუცილებლად ჩართეთ რაციონში რკინის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: ოსპი, მწარე შოკოლადი, წიწიბურა, პომიდვრის წვენი...

0
3264
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0