x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჯანსუღ და თაკო ჩარკვიანები ამომრჩეველს მიშას რეჟიმის დაგმობას და ოცნების მხარდაჭერას თხოვენ (ვიდეო)
image

ინტერნეტში ჯანსუღ ჩარკვიანისა და მისი შვილის, თაკო ჩარკვიანის ვიდეოჩანაწერი ვრცელდება. ჩარკვიანები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრას მართავენ, მოსახლეობას სააკაშვილის დაგმობას მოუწოდებენ და ქართული ოცნების მხარდაჭერას სთხოვენ. სიტყვით გამოსვლისას თაკო და ჯანსუღ ჩარკვიანები სააკაშვილის რეჟიმის უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას ენდონ.


ვიდეომასალა სავარაუდოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ადგილობრივი მედიასაშუალება „სვანეთინიუსის“ ჟურნალისტის მიერ 2012 წლის ზაფხულშია გადაღებული.


თაკო ჩარკვიანი ივანიშვილს ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დროსაც ემადლიერებოდა, მადლიერები იყვნენ მაშინაც, როცა მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას სწორედ ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ის მას ხელისუფლებაზე შემდეგ განაწყენდა, რაც „ქართუ“ ფონდმა ჯანსუღ ჩარკვიანის ყოველთვიური დაფინანსება გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს არ შეუნარჩუნა. ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თაკო ჩარკვიანი ქართუ ფონდში დადიოდა და ითხოვდა, ჯანსუღის ხელფასი დედამისს აეღო. ამის თაობაზე ბოლო ხანს არაერთი მიმართვა გავრცელდა.





ამავე თემაზე: „ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა? თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, მამათქვენი იღებდა 5 000-სს“

0
337
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0