x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83762
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441843
"ომის შემდეგ რუსეთში არც ფეხი ჩამიდგამს, არც ხელი და არც უკანალი" - ჩაატარა თუ არა ბუბა კიკაბიძემ კონცერტი სანკტ-პეტერბურგში?

image


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბუბა კიკაბიძემ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი შემდეგ ამ ქვეყანაში ჩასვლაზე უარი თქვა. ის მუდმივად აცხადებდა და აცხადებს, რომ რუსეთში კონცერტს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე აღარ გამართავს.

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც ჩვენში დიდი აჟიორტაჟი მოჰყვა. რუსული გამოცემის "Экспресс Газета" ინფორმაციით, თითქოს კიკაბიძე ფარულად ჩაფრინდა სანკტ-პეტერბურგში და შთამბეჭდავი ჰონორარის სანაცვლოდ კონცერტი ერთ-ერთ კლუბში გამართა. როგორც გაზეთი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, კიკაბიძეს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და სთხოვეს კონცერტის გამართვა დახურულ ღონისძიებაზე კლუბ-რესტორან "Шаляпин"-ში, მაგრამ მომღერალმა უარი განაცხადა, თუმცა, როდესაც გაიგო, ჰონარარი 40 000 ევრო იყო, ამის შემდეგ დათანხმდა, თან, კონცერტის ორგანიზატორებმა კიკაბიძიძეს თითქოს სრული კონფიდენციალობის გარანტია მისცეს.

სიტუაციაში გასარკვევად ბუბა კიკაბიძეს დავუკავშირდით:

- არა თქვენ გენაცვალეთ, რას მეუბნებით, თქვენგან მესმის ეს ყველაფერი პირველად, გთხოვთ აცნობეთ საზოგადოებას, რომ ეს... კითხვის გაგრძელება >>>
0
213
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0