x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83759
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441841
5 ყველაზე სულელური მიზეზი, რამაც ომის დაწყება გამოიწვია

ომის დაწყების მიზეზი ხშირ შემთხვევაში ძალიან სერიოზულია: პრეტენზია ტერიტორიებზე, ეკონომიკური არასტაბილურობა, ძალაუფლების წყურვილი და ა.შ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო, იმდენად სულელური და წარმოუდგენელია, რომ ადამიანს მისი დაჯერებაც კი უჭირს.ასეთია მაგალითად: ომი ღორის, ხის სათლის და ძაღლის გამო.

image

ომი ხის სათლის გამო

imageერთმნიშვნელოვნად ყველაზე სულელური მიზეზი, რის გამოც ომი დაწყებულა. ამ ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმის გამო იმსხვერპლა, რომ სამშობლოში ერთი უბრალო, ხის სათლი დაებრუნებინათ.

მე-14 საუკუნეში ჩრდილოეთ იტალიის ორი ქალაქი-სახელმწიფო: ბოლონია და მოდენა ერთმანეთს იყვნენ დაპირისპირებულნი. ერთმანეთს მათ სულ რაღაც 50 კმ აშორებდათ, ამიტომ მოწინააღმდეგის არმიას ნებისმიერ წუთს შეეძლო გამოჩენა, თუმცა ომის დასაწყებად საკმაოდ სულელური მიზეზი იქნა შერჩეული.

ერთი, უფრო სულელური ვერსიის თანახმად, ერთერთმა დეზერტირმა კავალერისტმა ბოლონიიდან მოდენაში გაქცევა მოახერხა და თან ჭის ჩვეულებრივი, ხის სათლი გაიტაცა. ბოლონიის ხელისუფლებამ ამ სათლის დაბრუნება მოითხოვა, რადგან ის მუნიციპალური, ანუ საერთო ქონება იყო.

imageცნობილი ხის სათლი, რომლის გამოც ომი დაიწყო

მეორე ვერსიის თანახმად, რამდენიმე კავალერისტმა უბრალო ბოლონიელები გაძარცვა, ნაძარცვს ხის სათლში ჩაუძახა და მოდენას შეაფარა თავი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლონიამ სწორედ ამ ხის სათლის გადაცემა ითხოვა.

დიპლომატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ომი დაიწყო. გადამწყვეტი ბრძოლის დროს 2000 ჯარისკაცი დაიღუპა. მოდენამ ომი მოიგო და ეს სათლი შეინარჩუნა, რომელიც დღემდე ინახება ქალაქში, როგორც რელიკვია. არავითარი სხვა მოგება ქალაქ-სახელმწიფოს ამ ომიდან არ უნახავს, გარდა ამ ხის სათლისა.


ომი “შეურაცხყოფილი" ნამცხვრების გამო

imageგავრცელებული სტერეოტიპების თანახმად, მექსიკელებს ცხარე კერძები უყვართ. მე-19 საუკუნეში გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, კი მექსიკელს ტკბილეულიც სძულდა. ასეა თუ ისე, 1828 წელს მომხდარი ქუჩური გარჩევის დროს, მექსიკელმა ოფიცრებმა რატომღაც საფრანგეთის ქვეშევრდომის საკონდიტროც დაარბიეს. ნამცხვრები და ტორტები ფეხით გაქელეს, ავეჯი დაამტვრიეს, ჭურჭელი დალეწეს, შოკოლადის ფონდანს კი ისე მოექცნენ, რომ თქმაც კი სირცხვილია. ფრანგმა კონდიტერმა კომპენსაცია მოითხოვა და თავისი საჩივრებით მალე საფრანგეთის მეფეს ლუი-ფილიპე პირველსაც მიმართა. ამუკანასკნელმა კი მექსიკელებს ულტიმატუმი წაუყენა: გადაეცათ დაზარალებულისთვის 60 ათასი პესო, რაც იმ დროისთვის დიდი თანხა იყო.imageიმისთვის, რომ მექსიკელებს საქმის სერიოზულობა ეგრძნოთ, ლუი-ფილიპემ ასევე ითხოვა ვალის დაბრუნება, რომელიც მექსიკას საფრანგეთის მართებდა, მექსიკელებმა მეფის მოთხოვნა არაფრად ჩააგდეს და მაშინ ლუი-ფილიპემ ფაქტიურად ომი დაიწყო:მისმა ფლოტმა ვერაკრუსის პორტის ბლოკადა მოახდინა და სან-ხუან-დე-ულუას ციხე-სიმაგრის დაბომბვა დაიწყეს.imageსაპასუხოდ მექსიკელებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და შეეცადნენ ტექსასის მხარდაჭერა მიეღოთ, რომელიც მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახლდათ. თუმცა, მექსიკელები მალე მიხვდნენ, რომ ღარიბ ქვეყანას საფრანგეთთან ომი კარგს არაფერს მოუტანდა და ვალების გასტუმრებას დათანხმდნენ. დიახ, არ უნდა გაეთელათ ნამცხვრები ფეხქვეშ.


ომი ღორის გამო

imageბრიტანულ-ამერიკული კონფლიქტი, რომელიც ლამის იყო ნამდვილ ომში გადაიზარდა, და ყველაფერი ღორის გამო, რომელიც კარტოფილებიან მინდორში გადავიდა.

1846 წლის 15 ივნისს ბრიტანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ორეგონის ხელშეკრულებას, რომლითაც სახელმწიფოების საზღვარი განისაზღვრა წყნარი ოკეანის სანაპიროზე.თუმცა, როგორც გაირკვა, რუკების უზუსტობის გამო, ორივე სახელმწიფო კუნძულ სან-ხუანს თავის საკუთრებად მიიჩნევდა. შედეგად, ამ კუნძულზე როგორც ბრიტანელი, ისე ამერიკელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებიც ერთმანეთს არალეგალ ემიგრანტებად მიიჩნევდნენ.

1859 წლის 15 ივნისს, სულელური მიზეზით, კონფლიქტი დაიწყო. ამ დღეს, ამერიკელმა ფერმერმა, ლიმან კატლერმა თავის მიწაზე უშველებელი შავი ღორი დაინახა, რომელიც მის კარტოფილებს ნთქავდა. ლიმანს აქამდეც არაერთხელ შეუნიშნავს ეს ღორი თავის ბოსტანში და ყოველთვის აგდებდა მას, მაგრამ ამჯერად ნერვებმა უმტყუნეს და ღორს თოფიდან ესროლა.

imageაღმოჩნდა, რომ ეს ღორი ირლანდიელ ჩარლზ გრიფინს ეკუთვნოდა. ორივე ფერმერი სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო. როცა რიგითი სოფლური კონფლიქტი სკანდალამდე მივიდა, ორივე მამაკაცმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა დახმარებისთვის და მათაც ამ ინციდენტზე მოულოდნელი მრისხანებით უპასუხეს ერთმანეთს.

ამერიკელებმა კუნძულზე 400 ჯარისკაცი გადმოსხეს, ბრიტანელებმა კი 5 ხომალდი გამოგზავნეს, ბორტზე 2000 მეზღვაურით. ბრიტანეთის კოლონიის გუბერნატორმა კონტრ-ადმირალ რობერტ ბეინსს უბრძანა საომარი მოქმედებები წამოეწყო, თუ ამერიკელები კუნძულს არ დატოვებდნენ. საბედნიეროდ, ოფიცერი საკუთარ ხელმძღვანელობას არ დაემორჩილა და ამ გზით ქვეყანა ომისგან იხსნა. რამდენიმე დღე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იმით ერთობოდნენ, რომ შეურცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ორივე მხარე მკაცრად იცავდა ბრძანებას: არ გაეხსნათ ცეცხლი პირველებს.imageბრიტანელები სან-ხუანის კუნძულზე

როცა ღორის გამო დაწყებულ კონფლიქტზე ლონდონსა და ვაშინგტონშიც შეიტყვეს, საქმემ უფრო ცივილიზებული სახე მიიღო. დავაში მესამე, ნეიტრალური მხარე ჩაერთო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის სახით, რომელმაც ეს დავა აშშ-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა და კუნძულიც ამერიკელებს დარჩათ.


ომი ძაღლის გამო

imageმსგავსი, მაგრამ უფრო ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზე 1925 წელს. ყველაფერში დამნაშავე კი ერთი ძაღლი იყო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა.

ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა იმ პერიოდში ძალიან დაძაბული იყო. პირველ მსოფლიო ომში ისინი სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ და თითოეულს ტერიტორიული პრეტენზია ჰქონდა თავის მეზობელთან. გარდა ამისა, ბულგარეთის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული ანტიბერძნული პარტიზანული ჯგუფები. ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ ფაქტიურად ძალაუფლება ჩაიგდო ხელში საზღვარზე მდებარე ქალაქ პეტრიჩში. ეს იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. სწორედ აქ მოხდა ეს ფაქტიც.

image18 ოქტომბერს, ბერძენ მესაზღვრეს ძაღლი გაექცა და საზღვარი გადაკვეთა. ჯარისკაცი თავისი ძაღლის მოსაძებნად გაეშურა და საზღვრის გადაკვეთისას პეტრიჩიდან მას ცეცხლი გაუხსნენ და მოკლეს. როცა ამის შესახებ ბერძენმა ოფიცერმა შეიტყო, საქმეში გასარკვევად ის შემთხვევის ადგილზე წავიდა, მაგრამ ისიც მოკლეს.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ოფიციალური მობოდიშება და კომპენსაცია მოითხოვა დაღუპულთა ოჯახებისთვის. ბულგარეთმა ულტიმატუმისთვის გამოყოფილ 48 საათს დუმილით უპასუხა და ბერძენი ჯარისკაცები პეტრიჩში შეიჭრნენ. საბედნიეროდ, ერთა ლიგა დროულად ჩაერია ამ კონფლიქტში და ომი შეჩერდა, თუმცა ამჯერად საბერძნეთს დაეკისრა კომპენსაცია, მომხდარი არეულობისა და 50 დაღუპული ბულგარელის გამო.

ძაღლი, როგორც ცნობილია, მას მერე არ უნახავთ. ალბათ ქვემეხების შეეშინდა და პეტრიჩიდანაც მოკურცხლა.


საფეხბურთო ომი

image1970 წელს ჰონდურასის და სალვადორის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სურდა, ამ ქვეყნებს შორის კი ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო. სალვადორმა საკუთარ მოედანზე მოიგო და ამით გაყოყოჩებულმა სალვადორელებმაც ჰონდურასელების ცემა დაიწყეს სტადიონზე, შემდეგ კი ამ დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სალვადორი უკვე თავს დაესხა ჰონდურასს, თანაც საკმაოდ ბუნდოვანი მოთხოვნებით.imageუშუალოდ ომი იმით დაიწყო, რომ სალვადორის თვითმფრინავებმა მეზობლის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ორივე ქვეყნის განადგურებული ინფრასტრუქტურითა და მეზობელი ქვეყნების ჩარევით დასრულდა, რომლებიც სალვადორს მკაცრი ეკონომიკური ბლოკადით დაემუქრნენ.imageსხვათაშორის, სწორედ ეს “საფეხბურთო ომი" იყო უკანასკნელი, რომელშიც აქტიურად გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავები. ორივე ქვეყანა ღარიბი იყო, ამიტომ იძულებულნი იყვნენ ძველი თვითმფრინავეი შეესყიდათ სხვა ქვეყნებიდან.





0
551
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0