x
ლადო ბახტრიონელის ლექსი ''ქართველ ქალს''

image

***

მითხარ ასულო, ქორწილის ღამეს,
ნეფემ რომ შეგხსნა წელზე ქამარი,
შენ თუ გახსოვდა, რომ შენში ცოცხლობს
წმინდა ნინოც და დედა თამარიც.

რომ ქალმა შექმნა ქვეყნად პეტრარკა,
ვაჟა მინდიად, რემბრანტი მხატვრად,
თუ გრძნობდი იმ წუთს, რომ შენ იყავი
თვით ბეატრიჩე და კლეოპატრაც.

შენ თუ გახსოვდა, რომ ქალმა შობა
შადიმანიც და სულმნათი ცოტნეც,
და თუ იფიქრე, რომ მოგკითხავდნენ
შენც ყველა ქალის ღალატს და ცოდვებს.

image

თან ყველა ქალის სიწმინდის გამო,
საწუთროს ყველა იგავის მცოდნეს,
არ დაგიდგამდნენ ძეგლს გოლგოთაზე,
ასე ლამაზს და ასე უცოდველს..♥

იმ პირველ ღამეს, როდესაც ნეფე
მკერდს გიკოცნიდა ოქროსჯვარიანს,
გრძნობდი, რომ შენში ნესტანიც ცოცხლობს,
და ქრისტეს დედაც -- წმინდა მარიამ?

რომ შენ ისიც ხარ, ვინც შვა რუსთველი
და ფიროსმანის ჩუმი გენია,
რომ შენში ცოცხლობს ევა, ქეთევან,
ჟანა დარკიც და იფიგენიაც?


შენ თუ გახსოვდა, ქალი ცხოვრებას
ამკობს, ვით ბეჭედს ლამაზი თვალი,
რომ თავად ღმერთზე მეტად სჭირდება,
ვაჟკაცს ამქვეყნად ლამაზი ქალი.

რომ ქალის ძუძუს გარეშე ნამყომ,
ვერც აწმყო შვას და ვერც მომავალი,
და თუ გახსოვდა, თქვი, ღირსი იყო?
ის ვინც მოგხიბლა შენ, ქრისტეს რძალი.

ვინაც დაგიპყრო შენ პირველ ღამეს,
ოცნებასავით ლამაზი ქალი,
ვაითუ იყო ოიდიპოსი,
ანდა ყვარყვარე, ან ჩინგისხანი.


თეთრი ოტელო, ან იქნებ ჯაყო,
თქვი...ვის ჩავარტყა შიგ გულში ხმალი.
მე მინდა იყო შენ ღმერთზე წმინდა,
ყველა ცოდვილის განწმენდა მინდა.imageშენ ღვთისმშობელზე მეტი დაკარგე,
როდესაც შეგხსნეს წელზე ქამარი,
შენ შობე შვილი, თუმც გაშინებდა,
სისხლი ჯვარცმის და ქრისტეს სამარის.


ეს ცხოვრებაა ყოფნა, არყოფნა,
საწუთროც უნდო და ცრუ რამ არის,
სადაც ირწევა ჩვილის აკვანი,
იქვე იღება პირი სამარის.

შენით დღეგრძელობს ლამაზო ერი,
შენ თვით ქალღმერთზე ხარ მშვენიერი,
კურთხეულ იყავ, კვლავ შვი რუსთველი,
სხვა სააკაძის დედაც შენა ხარ,

ქართველო ქალო...შენს ძუძუს ვლოცავ,
ქალი კი არა თავად ზენა ხარ,
მე მისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე,
რომ სილამაზე შენი მენახა.imageimageვასილ ბარნოვი ქართველ ქალზე:

ქართვლის ქალი - ვით ალვის ხე,
მკლავ-მხარ-მკერდი - განგებ თლილი;
თუნდა მოდი, ბრძენო, ნახე,
თუ არ არის ვარდი შლილი!

ბროლის ველსა ამშვენებენ
გიშრის თმანი გარდნაფენნი,
მათ მჭვრეტელთა ახელებენ
ის კავები ბროლ-ლალთ მხვევნი.

მნათობს ჰშვენის წყნარი სახე,
თვალ-წამწამნი გიშრის ფერნი,
იგი წარბნი - გველთა სახე,
კბილნი თეთრნი, გამჭვირველნი.

მწყლავენ ფერხნი, წვრილ-კეკლუცნი,
ნახეთ მათი ცქრიალ-სვლანი!..
ერთობ კარგნი ნაზნი ხელნი,
ბროლის დარნი, მჭვრეტელთ მკვლელნი.imageimage

2
375
2-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
375
  
2018, 4 დეკემბერი, 0:17
მადლობა
2018, 4 დეკემბერი, 0:14
მომეწონა შენი სტატია
0 1 2