x
image
Yoona
Mediator image
დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი
image

დღეს ათასობით პროდუქტი არსებობს, რომლებიც ქიმიკატებით, კონსერვანტებით და საღებავებით არის დამუშავებული. ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ასეთი რთული ნაერთების გადამუშავებას ვერ ვახერხებთ.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ბევრი დრო, რომ გადაამუშაოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა არაჯანსაღი საკვები, სოდიანი სასმელი და სასუსნავი.

მაგ: როცა ჩვენ მივირთმევთ სალათას, ჩვენ მის გადამუშავებას მაქსიმუმ 2 საათში ვახერხებთ, მაშინ როცა ჰამბურგერი ჩვენს ორგანიზმში სამი დღე რჩება და ბოლოს და ბოლოს, რჩება ნარჩენები, რომელთაგან ბოლომდე გაწმენდა არ ხდება.


ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ყოველდღე არაჯანსაღ საკვებს მივირთმევთ, ან უფრო უარესი, დღეში რამდენჯერმე.

დღეს რაღაც უფრო გავრცელებულ პროდუქტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, არამედ სასიკვდილო უალკოჰოლო სასმელზე გიამბობთ.

თქვენ მის მოხმარებას შეწყვეტთ, როცა ამ ინფორმაციას გაეცნობით.

ყველამ იცის, რომ კოლა ძალიან მავნე პროდუქტია. ფართოდ ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შაქარი 30 სუფრის კოვზის ექვივალენტია, რაც სერიოზული პრობლემაა მათთვის, ვინც ძალიან ბევრს სვამს. ორგანიზმში ძალიან ბევრი შაქარი და გლუკოზა შეიძლება ისეთი პრობლემების გამომწვევი იყოს, როგორიცაა: ჰიპერტენზია, სიმსუქნე, გულის უკმარისობა, ართრიტი, არტერიული ბლოკადა და მრავალი სხვა. რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა და მხედველობაში უნდა იქონიოთ.

როცა ჩვენ კოლას ვსვამთ, შეიძლება განვიცადოთ შემდეგი ეფექტები:

10 წუთის შემდეგ: თქვენ მთელი დღის აუცილებელ შაქრის დოზას მიიღებთ, რაც ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

20 წუთის შემდეგ: ღვიძლი შაქარს ცხიმად აქცევს.

40 წუთის შემდეგ: გლუკოზა სისხლში ხვდება, რომელიც სისხლის არტერიულ წნევას ზრდის და თქვენი თვალის გუგა ფართოვდება.

45 წუთის შემდეგ: თქვენ დოფამინის გამომუშავებას იწყებთ და თქვენი პულსი ჩქარდება.

ამ ეფექტებზე ყურადღების გამახვილებით, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ამ სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებით შეიძლება გულის უკმარისობა გამოვიწვიოთ, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა.

სწორედ ამიტომ, ეს ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ, რომ ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს!

1
10022
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
10022
  
2018, 10 დეკემბერი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1