x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
დედოფლისწყაროელმა ლევან წიკლაურმა პარიზში პროფესიონალურ კრივში გამარჯვება მოიპოვა
image


1 დეკემბერს საფრანგეთში პროფესიონალურ კრივში ჩემპიონატი გაიმართა, სადაც დედოფლისწყაროელი ერთერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენიც მონაწილეობდა. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სარეიტინგო ბრძოლაში ქულათა უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა დედოფლისწყაროს სპორტულ კლუბ „ჩემპიონის“ მოკრივემ 25 წლის ლევან წიკლაურმა.

.

imageდედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, მისი მოწინააღმდეგე იყო ჯოფრი დოს სანტოსი. მთლიანად 6 რაუნდიანი ბრძოლა 59 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. ყველა რაუნდში ლევანმა აშკარა უპირატესობა მოიპოვა, გამარჯვებული გახდა პროფესიონალური კრივის რეიტინგში კიდევ დაწინაურდა.


მსოფლიოს და ევროპის პრიზიორმა კიკბოქსინგში ლევან წიკლაურმა ქიზიყიTV-ს განუცხადა, რომ ძალები პროფესიონალურ კრივშიც მოსინჯა და რეიტინგში წარმატებით დაწინაურდა.


.


„ნამდვილად ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მოვახერხე და ეს ბრძოლა შორეულ საფრანგეთში აშკარა უპირატესობით მოვიგე. არადა საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო, მას პროფესიონალურ რინგზე 11 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს, ამიტომ საპასუხისმგებლო იყო მასთან შერკინება და ადვილი არ იყო მისი დამარცხება. საქამრე ბრძოლა wbc ტიტულში მიმდინარე წლის ივლისში იტალიაში ჩავატარე, ქალაქ რომში ვიასპარეზე. ეს პროფესიონალური სარეიტინგო ორთაბრძოლა პარიზში შედგა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დამეხმარა ამ წარმატების მიღწევაში. სარეიტინგო ასეთი ბრძოლების ჩატარება კიდევ ბევრჯერ მომიწევს. ზაფხულში უკვე ვიბრძოლე A კლასის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად. WBC ქამარზე კარგად ვიბრძოლე, მაგრამ მიკერძოებული გადაწყვეტილება იყო და 2 ქულა დამაკლეს. საოცარი ადგილია პარიზი. ერთი ოცნებით ნაკლები დამრჩა, “ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

.

image

არცთუ ისე დიდხნიანი სპორტული კარიერის განმავლობაში ლევან წიკლაურის მიერ მოპოვებული ტიტულები ასე გამოიყურება: საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი; ტაილანდურ კრივში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული; ევროპის ჩემპიონატზე კიკბოქსინგში WKO-ს ვერსიით მესამე ადგილოსანი; მსოფლიო ჩემპიონატზე WKF ვერსიით მეორე ადგილოსანი; K1 წესებით პროფესიონალურ ბრძოლებში გამარჯვებული. არცერთი ბრძოლა არ წაუგია კრივში, რომელიც საქართველოში გამართა. აპირებს პროფესიონალური კრივის მსოფლიო რეიტინგშიც წარმატებით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაწინაურდეს და სათავეში მოექცეს. ეს მისი უმთავრესი მიზანია და მისაღწევად ძალღონეს არ დაიშურებს.


.

სპორტსმენთან ვრცელ ინტერვიუს გაეცანით აქ>>

ლევან წიკლაური – ზღვაოსნობაზე მეოცნებე ჩემპიონი კიკბოქსინგში


image

1
306
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
306
  
2018, 4 დეკემბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1