x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს
image

ბევრი ადამიანი ჯანსაღ კვებაზე უარს ამბობს, რადგან მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ორგანული პროდუქტების შეძენას მათი ჯიბის სისქე ვერ გაწვდება. და ნამდვილად, როცა სუპერმარკეტში მიდიხართ, თვალები გაგირბით არა მხოლოდ პროდუქტების მოცულობის, არამედ ფასის გამოც, რომელიც კოსმოსური სისწრაფით იცვლება. თუ თქვენ რამდენიმე საიდუმლო ცოდნას ფლობთ, მარკეტინგულ ხრიკებს გვერდს ადვილად აუვლით, პროდუქტების კალათას ხარისხიანი პროდუქტებით შეავსებთ და ფულის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიასაც გააკეთებთ. აი, რა არ უნდა გააკეთოთ სუპერმარკეტში.


image

პროდუქტების შეძენა გეგმის გარეშე


ყველაზე პირველი შეცდომა ზედაპირზე დევს. როცა თქვენ მაღაზიაში მიდიხართ და უბრალოდ ყიდულობთ ყველაფერს, რაც მოგწონთ, თქვენ ბევრ ფულს ხარჯავთ. გაიხსენეთ, თუ რამდენ ვადაგასულ პროდუქტს ყრით თქვენი მაცივრიდან და სპონტანურ გადაწყვეტილებაზე უარს იტყვით. ლამაზი შეფუთვა და უჩვეულო ფორმის პროდუქტები უბრალოდ შექმნილია იმისთვის, რომ მყიდველი ხაფანგში გააბას.

პირველ რიგში, გირჩევთ ერთი კვირის სამყოფი პროდუქტების საყიდლების სია შექმნათ. თუ რომელიმე პროდუქტი სიაში არ შედის, თამამად ამოიღეთ კალათიდან და დახლზე დააბრუნეთ. წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს, თუ მიმზიდველ ფასად შეიძენთ პროდუქტს, რომელთაც შენახვის დიდი ვადა აქვს.


image

შეფუთული სასუსნავების შეძენა

თვის განმავლობაში რამდენ შეფუთულ კაკალს ყიდულობთ? თუ ჩანაწერებს გააკეთებთ, მხოლოდ სასუსნავებზე დახარჯული თანხა შოკში ჩაგაგდებთ. დიახ, შეფუთული სასუსნავების სამსახურში წაღება ბევრად უფრო მოსახერხებელია. დიახ, ის დროის ეკონომიაში გვეხმარება. მაგრამ თუ შედარებით ანალიზს ჩაატარებთ, დაინახავთ, რომ კაკალი, ჩირი და სხვა სასუსნავი უმჯობესია წონით შეიძინოთ.


image

არასეზონური ხილის და ბოსტნეულის შეძენა

თუ ზამთარში ახალ მარწყვს შეიძენთ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს შენაძენი სრულიად უსარგებლოა. ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მინიმალური რაოდენობა და საშინელი გემო, რომელიც ზაფხულის კენკრას ოდნავ გვაგონებს, აი, რის წინაშე აღმოჩნდებით. იგივე ეხება გაზაფხულის „ხის“ ვაშლებს ან სტაფილოს. ივლისში საზამთროს ყიდვა არ იჩქაროთ, ისინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად არის განკუთვნილი და საშინელი გემო აქვს.

ხილის და ბოსტნეულის შეძენის დროს სეზონს ყურადღება მიაქციეთ. ზამთარში თამამად შეიძინეთ ძირხვენა, კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, ყურძენი, ვაშლი და ციტრუსი. სეზონური პროდუქტების მოკრეფის შემდეგ მათი ფასი საკმაოდ იაფია, მათში კი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ვიტამინები არის შენარჩუნებული.


image

გაყინული პროდუქტების დახლს უგულებელყოფთ

სასურსათო პროდუქტების სუპერმარკეტების თანამშრომლები ყველაზე პოპულარულ საქონელს შესასვლელშივე ათავსებენ. ჩვენ კი გთავაზობთ, ყურადღება მის ცენტრზე გაამახვილოთ, სადაც გაყინული ხილის, ბოსტნეულის და კენკრის დახლია. არასეზონურ პერიოდში ეს პროდუქტები უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ და ასე ფულის ეკონომიის გაკეთებასაც შეძლებთ.

საჭირო ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად შენახვის პირობებში ამ შეფუთვების შიგნით გაყინული ბოსტნეულის ნაჭრები კვებით ღირებულებას არ კარგავს. ისინი სეზონზე არის შეგროვებული, ამიტომ ახალ მსგავს პროდუქტზე ბევრად უფრო იაფი ღირს. და თუ შავქლიავის გარეშე ფაფას ვერ მიირთმევთ, გაყინული პროდუქტის დახლს თამამად ეწვიეთ და არა ახალი კენკრის დახლს.


image

ყველა ფიქრობს, რომ კონსერვში ნაკლები ვიტამინები არის

ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული ქილებში არ უნდა იყოს. მაგ., დაკონსერვებული ატამი და ანანასი ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს და ვიტამინები თითქმის არ აქვთ. თუმცა ყველა კონსერვი ფულის უაზრო ხარჯს არ წარმოადგენს. ზოგიერთ ბოსტნეულს დამუშავების შემდეგ საკვები ნივთიერებების შეგროვების უნიკალური უნარი აქვს. ამ კატეგორიას ეკუთვნის სიმინდი, ლობიო, მწვანე ბარდა, პომიდორი. ყველა ამ ქილაში მცირე რაოდენობით მარილი არის, მაგრამ თქვენს მაცივარში რამდენიმე კვირით ან თვით შენახვას შეძლებთ.


image

თქვენ გადამწიფებულ ნაყოფს და დამჭკნარ მწვანილს ყრით

მწვანილი და ხილი ხარჯის დიდ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ რთულია დაინახოთ, რომ ეს პროდუქტები მაცივარში ძალიან მალე სავაჭრო გარეგნულ მხარეს კარგავს. თუმცა მათი გადაყრა არ იჩქაროთ. ავოკადო ან ბანანი ფერს იცვლის, რადგან მათ შემადგენლობაში არის რკინა. დამწიფებული ნაყოფი შეგიძლიათ კოქტეილის გასაკეთებლად ან გამოსაცხობად გამოიყენოთ. რჩევა: თუ ნაყიდი ნაყოფის გამოყენებას ჯერ არ აპირებთ, ჰაერგაუმტარ კონტეინერში მოათავსეთ ან გაყინეთ. იგივე ეხება სალათის ფურცლებს და რბილ ბოსტნეულს.


image

ბოთლის წყლის შეძენა

ადამიანი, რომელმაც წყლის ბოთლებში ჩამოსხმა და მისი გაყიდვა მოიფიქრა, მარკეტინგის გენიოსი იყო. დაჯექით და დათვალეთ, რამდენი თანხა მიდის მინერალური ან არტეზიული წყლის შესაძენად. და რამდენიმე წყლის ბოთლი რჩება შემდეგ, რომლებიც ნაგავსაყრელზე 100 წლის განმავლობაში დაუმუშავებელი რჩება? თუ ბოთლის წყლის შეძენაზე უარს იტყვით, კეთილ საქმეს გააკეთებთ არა მხოლოდ თქვენი საფულისთვის, არამედ გარემოსთვის. გაფილტრული წყალი ხარისხით ბოთლის წყალს არ ჩამოუვარდება.


image

მხოლოდ ორგანულ პროდუქტს ირჩევთ

ორგანული პროდუქტები მართლა ძვირი ღირს, მაგრამ ნამდვილად სასარგებლოა? ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ პროდუქციას, რომლებიც სინთეზური სასუქების გარეშე არის მოყვანილი, არცთუ ისე ბევრი უპირატესობა აქვს. უბრალოდ კარგი მომწოდებელი იპოვეთ, რომელსაც ენდობით, და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი თანხის გაღება არ მოგიწევთ.


თქვენ ორიენტაციას ბრენდის სახელზე აკეთებთ

მიმწოდებლის ნდობა მხოლოდ მისი პროდუქტის პოპულარულობით ან მაღალი ფასით განპირობებული არ უნდა იყოს. ძალიან ხშირად „ძვირი“ არ ნიშნავს „საუკეთესოს“. უბრალოდ ორი მსგავსი პროდუქტი აიღეთ და შეფუთვის შემადგენლობა შეარჩიეთ. დარწმუნდებით, რომ მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს. მით უმეტეს, თუ თქვენ მარცვლეულის, ან პარკოსანი პროდუქტების შესაძენად მოხვედით. ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ წიწიბურა 4 ლარად ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე წიწიბურა 1 ლარად?


ასევე დაგაინტერესებთ:

თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
2
1927
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1927
  
2018, 4 დეკემბერი, 0:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 3 დეკემბერი, 9:17
ეჰ, ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მივდივართ და ვყიდულობთ(
0 1 2