x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
2019 წელი - ღორის წელი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image

2019 წელი მიწის ყვითელი ღორის წლად ითვლება. მომავალ წლის მფარველის გავლენას თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ექნება. მათი ცოდნით კი ცხოვრების გამარტივებას და ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებთ.


ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

მიწის და ცეცხლის სტიქიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობა შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის სტიქიის ნიშნები 2019 წელს უფრო წარმატებულნი იქნებიან, სანამ მმართველობის სადავეები მიწის ღორის ხელში იქნება. ნათელი და დამოუკიდებელი ხასიათის ადამიანებს შეუძლიათ თამამად დაკავდნენ თითქმის ნებისმიერი საყვარელი საქმით ისე, რომ შედეგებზე არ ინერვიულონ.


ლომი: ამ ნიშნის ადამიანებს ექნებათ შეგრძნება, რომ მათ წინაშე ყველა კარი ერთდროულად გაიღო. ასე იქნება, მაგრამ ყველა კარის მიღმა სინათლე და წარმატება არ იმალება. ზოგჯერ ბედი ლომს არჩევანის წინაშე დააყენებს, ზოგჯერ კი მას მდგრადობაზე გამოცდის. მთავარია - ხელი არ ჩაიქნიოთ და დრო წყენას და დარდზე არ დახარჯოთ. ეს ძალიან კარგი წელია, რომელიც სავსე იქნება ბევრი თავისუფლებით.

მშვილდოსანი: ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც უყვართ - მოგზაურობა, მსოფლიოს შეცნობა, ახალი ცოდნის ათვისება, გამოცდილება, ახალი ემოციების შეგრძნება, ადამიანების გაცნობა. ეს ადამიანების გასაცნობად და ფინანსური ხელშეკრულებების დასადებად საუკეთესო წელი იქნება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველები გახდებიან. ყველაზე უფრო ამას შემოდგომის მიწურულს იგრძნობთ.

ვერძი: მას მსოფლმხდველობის სერიოზული ცვლილება ელოდება. ამ ადამიანებს მათი მიღების ან მათზე უარის თქმის შესაძლებლობა ექნებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერზე სხვა თვალით შეხედვა სასარგებლო იქნება. ეს შესანიშნავი წელია თვითანალიზისა და თვითკრიტიკისთვის. ასტროლოგები ურჩევენ ვერძს, კონფლიქტები არ შეაჩერონ, თუ ეს მათ ღირსებას და იდეალს ეხება.


ჰაერის სტიქია: სასწორი, ტყუპები, მერწყული

2019 წელს სამყარო ამ სტიქიის ნიშნებს მისცემს შანსს, რომ მსოფლიოს ახალი კუთხით წარუდგნენ. მართალია, ახალი მეგობრების შეძენა და არასტანდარტული ამოცანების გადაწყვეტა რთული იქნება. მეორე მხრივ, მიწის ღორი ჰაერის სტიქიის ნიშნებს მისცემს შანსს, შეაფასონ ის, რაც უკვე აქვთ.

ტყუპები: ასტროლოგები მათ ჯანმრთელობის გაძლიერებას ურჩევენ. ღორი მავნე ჩვევების შეძენას გვპირდება, ამიტომ სერიოზულად დაფიქრდით იმაზე, თუ ამ ჩვევებზე უარი როგორ თქვათ. ყველაზე სახიფათო იქნება არა სიგარეტის მოწევასა და ალკოჰოლზე უარის თქმა, არამედ ფსიქოლოგიური ჩვევების მოშორება. საქმე ეხება ტყუპების ფიქრის ფილტრს - ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

სასწორი: მას შეიძლება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე სტაბილური წელი ჰქონდეს. ეს წელი საკმაოდ პოზიტიური და ყველა სახის არასტანდარტული პრობლემისგან ცარიელი იქნება. ეს წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და გრანდიოზული საქმის დასაწყებად შესანიშნავი იქნება.

მერწყული: ასტროლოგები მას ურჩევენ, უცნობ ადამიანებს გზა არ გადაუღობონ. თქვენ შეიძლება მტრები გაიჩინოთ, რაც 2019 წელს მარცხს მოგიტანთ. რაც შეეხება სამსახურის სფეროს და ფინანსებს, აქ წარმატება მუდამ თქვენ გვერდით იქნება. ღორის წელი იდეალურია მოგზაურობისთვის, სახლის ან მანქანის შესაძენად, სამსახურის შესაცვლელად, მსხვილი ფინანსური ინვესტიციებისთვის.


წყლის სტიქია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი

პრობლემები თქვენს გონებაში ადგილს იპოვის, რაც სტრესის, იმედგაცრუების ან აპათიისთვის შესანიშნავ პირობებს შექმნის. ეს არცთუ ისე მარტივი წელი იქნება, ამიტომ წყლის სტიქიის ნიშნებს მოთმინება და გამძლეობა სჭირდებათ. სწორედ ამისთვის ამ სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა ირგვლივ სწორი ხალხი უნდა შემოიკრიბონ, რომლებიც თქვენს მხარდაჭერას შეძლებენ.

კირჩხიბი: მას შეიძლება გაუჩნდეს შური, რაც მეგობრების და ახლობლების მხარდაჭერას დააკარგვინებს. ამ კავშირში არსაიდან შეიძლება რთული ცხოვრებისეული სიტუაციები გაჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მარტო დიდხანს არ დარჩეთ და ნაკლებად ცნობილ ადამიანებს თქვენი საიდუმლოებები არ გაუმხილოთ.

მორიელი: წლის დასაწყისში რაც შეიძლება მეტი დრო სამსახურს და ახალი გატაცების ძებნას დაუთმეთ. ზაფხულის ახლოს დასვენებაზე სერიოზულად დაფიქრდით. დაახლოებით ამ პერიოდში სამყარო მარტოხელა მორიელებს სიყვარულის პოვნაში დაეხმარება. წარმატებული მორიელების მთავარი თვისება - წყენის სწრაფად დავიწყება არის.

თევზები: 2019 წელს თევზებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. მიწის ღორი თევზებში პერფექციონისტობას გააღვიძებს, რაც მათი ხიბლი სრულად არ გახდება. სასურველია სამომავლო გეგმები დეტალურად მოიფიქროთ და ძალიან მკაცრად არ გააკრიტიკოთ.


მიწის სტიქია: ქალწული, კურო, თხის რქა

2019 წელს ყველაზე წარმატებული ადამიანები მიწის სტიქიის ნიშნები იქნებიან. ყვითელი ღორი ამ ადამიანების ყველა სასიცოცხლო ასპექტზე კარგ გავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ ისინი არ უნდა მოდუნდნენ იმ მომენტში, როცა განწობა ამაღლებული იქნება. ამ ადამიანებს ყურადღება, ცოდნისკენ სწრაფვა, მეხსიერების გაუმჯობესება გაეზრდებათ.

ქალწული: მეორე ნახევრის მიმართ ღრმა პატივისცემა ქალწულებს სიყვარულში დაეხმარებათ. ფინანსურ სფეროში კარგი იქნება, თუ ინტუიციას ენდობით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუჩქარებლად მიიღებთ. ერთფეროვანი სამუშაოს შესასრულებლად ძალიან პროდუქტიული წელი იქნება.

თხის რქა: თხის რქამ, ისევე როგორც ქალწულმა, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ სამსახურის სფეროსა და ფინანსებში რა ხდება. ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა დაუყონებლივ უნდა გადაჭრათ, რომ სტრესის და განცდების ალბათობა შეამციროთ. ცრუ დაპირებას და ჭორების გავრცელებას მოერიდეთ. დრო მოვიდა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გააკეთოთ ფოკუსირება. პოტენციურ მტრებს გზა არ გადაუღობთ.

კურო: მას 2019 წელი ბევრ პოზიტივს მოუტანს, მაგრამ რთულ სიტუაციებში კი კარგი განწყობის შენარჩუნებას უფრო ადვილად მოახერხებს. ყველაზე რთული ამოცანებიც კი წყობილებიდან ვერ გამოიყვანს. პირიქით, რაღაც ახალს ისწავლის, ახალ გამოცდილებას შეიძენს. მიწის სტიქიის ენერგია ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს წყენის, ეჭვიანობის და უარყოფითი ემოციების სურვილისგან გაათავისუფლებს.

2019 წელი სტაბილური დროა, სადაც ბევრი კარგი რამ მოხდება. ვიღაცას უსიამოვნო ცვლილებასთან შეგუება მოუწევს, მაგრამ თუ ყველაფერს მარტივად შეხედავთ, ნებისმიერი სირთულიდან სარგებელს მიიღებთ. წარმატებები თქვენ და არ დაგავიწყდეთ, საინტერესო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რა ელით კაცებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ 2019 წელს?
ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი
გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს
ფენ-შუი ჰოროსკოპი - სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?
1
3910
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3910
  
2018, 4 დეკემბერი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1