x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83797
  • ვიდეო:334547
  • სურათი:441893
რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები? - ამ თემაზე გვესაუბრება ებრაელი რაბინი

რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები? - ამ თემაზე გვესაუბრება ებრაელი რაბინი


"არსებობს მნიშვნელოვანი ისტორიები, მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც ნათელს ჰფენს საკითხებს, რაც სკოლაში არ გაგვივლია, არ შეუტანიათ სასწავლო პროგრამაში და არც უმაღლესებში უსწავლებიათ, მე ჩავატარე ლექცია ისტორიის პროფესორების თანდასწრებით, იმ თემაზე თუ რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები სინამდვილეში. კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს რას ერჩოდა მათ? რა დაუშავეს? ამ ყველაფერზე პასუხი წერია აქ - "ჩემს ბრძოლაში". ეს წიგნი სულ ახლახანს დაიბეჭდა, ახლახანს დაირთო ნება - თარგმნილიყო ებრაულად. აკრძალული გახლდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში, თუმცა არსებობს ადრინდელი თარგმანიც იად ვაშემის მიერ. მათ ჰქონდათ ამის უფლება. ჰიტლერი თავის წიგნში წერს, რომ ებრაელები კომუნისტები არიან. მათ მოახდინეს რუსეთის რევოლუცია და დახოცეს 30 მილიონი რუსი. მთლიანი ინტელიგენცია, სასტიკი და შემაძრწუნებელი მეთოდებით და რომ ამას გეგმავენ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. რომ შემდეგი ქვეყანა გერმანიაა. მათ დააარსეს გერმანიის კომუნისტური და სოციალისტური პარტიები და ეს სიმართლეა. თუ მათ ახლავე არ დავამარცხებთ, ისინი ჩვენ გაგვანადგურებენ - დახოცავენ დამატებით 20 მილიონს, ყველა ინტელიგენტ ადამიანს. ასე ჩამოუყვნენ ყველა ქვეყანას, სადაც სახლობდნენ. საბოლოოდ კი ერთადერთი ჭკვიანი ხალხი ებრაელებიღა თუ დარჩებიან.


ჰიტლერი ამას არაერთხელ იმეორებს და იგი მართალს ამბობს. რუსეთის რევოლუცია ებრაელებმა მოაწყვეს. რუსეთის არმია კი ტროცკიმ ჩამოაყალიბა, რომელიც გასაოცარი გენიოსი გახლდათ. ანტი-სემიტი მსგავსი არავისი. მან შექმნა კომუნისტური პარტიის ებრაული დივიზია, რომლის წევრებიც საკუთარ მამას, დედას, ძმას და შვილს ასმენდნენ, თუ ის ფლობდა სიდურს (ებრაულ ლოცვათა წიგნი), ანდაც ებრაული ენის შესასწავლ წიგნს, აღარაფერს ვამბობ ტეფილინსა და მიქვეზე. მან გაანადგურა ყველაფერი. მათ შორის ებრაელების და რაღა თქმა უნდა რუსების ხელითაც. რუსეთის პოლიტბიუროს პირველ ფოტოზე 13 წევრიდან 6 ებრაელი იყო. ვინ დააარსა კგბ? ვინ დააარსა ენკავედე? - ებრაელებმა. ასე რომ "ჩემს ბრძოლაში" ყველაფერი გარკვევით წერია. მას არ სძულდა ებრაელები მათთვის დამახასიათებელი კულულების ტარების გამო, მას არ სძულდა ისინი მცნებათა დაცვის გამო, არამედ იმის გამო, რომ ისინი კომუნისტები იყვნენ და იგი გარკვევით წერს შემდეგს: "ებრაელებმა გაანადგურეს რელიგია და რწმენა. მათ გერმანიაში გაავრცელეს ერესი." სწორედ ასე წერს იგი. "მე თავს ღვთის მიერ გამოგზავნილად ვგრძნობ, რათა გავანადგურო ებრაელები, ვინაიდან მათ არ სწამთ მისი." ჰიტლერი ამას სწორედ ამ წიგნში წერს - "ჩემი ბრძოლა." ახლა ხომ გესმით, რატომ არ ასწავლიდნენ ამას სკოლებში? ვინაიდან ვინ ადგენს სასწავლო პროგრამებს? იგივე მემარცხენეები. რა თქმა უნდა ისინი არ დაწერენ, რომ ჰიტლერს ებრაელების დახოცვა სურდა, რადგან ისინი არიან მემარცხენეობის მამამთავრები და მარქსიზმის, კომუნიზმისა და ლენინიზმის დამაარსებელნი. მაგრამ სწორედ ამას წერს იგი. მათ გაანადგურეს ყველა ღირებულება, მოწამლეს ლიტერატურა და თეატრი. ვინ ჩაიდინა ეს? განა, თორას მიმდევარმა ებრაელებმა მოწამლეს გერმანული თეატრი?


9 დიდი გერმანული გაზეთიდან შვიდს ებრაელები ფლობდნენ. იყო ერთი უდიდესი კომპოზიტორი მსოფლიოში - ვაგნერი, რომლის შემოქმედების შესრულება დღემდე აკრძალულია, ვინაიდან იგი ანტი-სემიტი გახლდათ. ნაცისტურ პერიოდამდე დიდი ხნით ადრე და მე დამაინტერესა გამეგო რას ამბობდა იგი სინამდვილეში. ებრაულმა ინსტიტუტმა დაბეჭდა მისი წიგნი, თარგმნილი ებრაულად. მოდით გეტყვით, რას წერს იგი: "მე არ მომწონს ებრაელები. მათი რელიგიური ნაწილი. მე ისინი არ მომწონს. თუმცა, რაში მენაღვლება? ებრაელები, რომლებმაც მიატოვეს თორა და მცნებები და დაემსგავსნენ არაბერაელებს (გოიმებს), აი ვინ მძულს, ვინაიდან ისინი შემოდიან ჩვენს საზოგადოებაში და ანადგურებენ ჩვენს კულტურასა და პოეზიას და გერმანულ ყოფას. ისინი, ვინც მიიღო ქრისტიანობა, მე მივიჩნევ მათ მეხუთე კოლონად, მოღალატეებად, რომლებიც დააქცევენ ებრაელ ერს. თუ ჩვენ დღეს არ დავიცავით თავი მათგან, ისინი ბოლოს მოგვიღებენ. ვინაიდან ისინი თავს გვაჩვენებენ გერმანელებად, მაგრამ არა გერმანელები, არამედ ებრაელები არიან."


ვილჰელმ რიჩარდ ვაგნერი



ახლა ხომ გესმით რატომ არის აკრძალული აქ მასზე სწავლება და რასაც იგი ამბობს? ატყობთ, როგორ სძულს აქ ყველას ნიურნბერგის კანონები მათი შინაარსის ცოდნის გარეშე? "ნიურნბერგი! ნიურნბერგი!" (დასცინის მათ). ნიურნბერგში ნათქვამი იყო, რომ ებრაელი ვერ დაქორწინდება არაებრაელზე (გოიმზე). ცხადია, აქაური სკოლები ამას რასიზმად ნათლავენ. რომ ვთქვათ, რომ ებრაელი განსხვავდება არაებრაელისგან (გოიმისგან) რასიზმია. აქ ამ სახელმწიფოში, სამწუხაროდ... ნიურნბერგმა უბრალოდ გაიმეორა იგივე, რაც თორაში წერია. ვაგნერმა უბრალოდ თქვა იგივე, რაც თორაში წერია - რომ ებრაელი ებრაელია, მაშინაც კი, როდესაც ნიღაბს ატარებს. მაშინაც, როდესაც იგი ქრისტიანობას იღებს. ებრაელი, რომელმაც სცოდა, კვლავაც ებრაელია. "თქვენ" - იგი წერს - "მოწალე ხალხი ხართ. ჩვენ სასტიკი ხალხი ვართ. თქვენ ანადგურებთ ჩვენს კულტურას." დიახ, სწორედ ასე წერს ვაგნერი. ამრიგად, მისი მთლიანი წიგნი მიმართულია ებრაელი კომპოზიტორის - მენდელსონის წინააღმდეგ, რომლის მამამაც ქრისტიანობა მიიღო და იგი ტაძარში 5 წლის ასაკში მონათლა. იგი მას სწერს: "გგონია რახან გერმანულად საუბრობ და მიიღე ქრისტიანობა გერმანელი ხარ? - არა... შენი პოეზია ბავშვის ჭინჭყლობაა, შენი მუსიკა - არაავთენტური და შენ წამლავ ჩვენს კულტურას, ვინაიდან ხალხს ჰგონია, რომ ეს გერმანული მუსიკაა. გერმანული მუსიკა სიამაყითაა გაჯერებული და შენ ვერ შექმნი მას. და ამგვარად შენ გქვია გერმანული კულტურის მტერი."


განა არ არის ეს მართალი? რა თქმა უნდა, იგი მართალია. "შენ გამოგვარჩიე ჩვენ სხვა ერებისგან." - მართალია. ჩვენ თავმდაბალნი ვართ, მოწყალენი, მორიდებულნი, დამდვილად. ეს არის ჩვენი სიამაყის წყარო. ასე რომ გაიგეთ - არაფერი მომხდარა უმიზეზოდ. ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ეს არ მომხდარა მინიშნებების გარეშე. ჩვენმა ცოდვებმა გვაქცია დევნილებად საკუთარი სამშობლოდან და მადლობა ღმერთს - ჩვენ დავბრუნდით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. არ უნდა გავიაროთ რე-ასიმილაცია აქ და გავამართლოთ ის დაბალი თვითშეფასება არაებრაელთა (გოიმთა) წინაშე და მისწრაფება რომ ვემსგავსოთ მათ. ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყნად, რათა ვიყოთ განსხვავებულნი, ჩვენ ვიქმენით ამ ქვეყნად, რათა ვიყოთ ებრაელნი და ჩვენი არსებობის არსი ღმერთთან სიახლოვეშია. ვისაც ჭეშმარიტად სურს ღმერთთან ყოფნა, ღმერთი მასთანაა. ნებისმიერ ადგილას, ჭირსა და ლხინში, იქ და აქ, და ინებოს ღმერთმა და თქვას ჩვენს გასაჭირზე - "საკმარისია!". ნებისმიერი ფორმით და ყველნაირ სიტუაციაში. ნებისმიერ ადგილას, და დაე ღირსნი შევიქნათ მარადიული ხსნისა და მარადიული ბედნიერების მიღწევისა."


რაბინი იოზეფ ბენ პორატი (Rabbi Yosef Tzvi ben Porat)





ასევე დაგაინტერესებთ:

1. რელიგიური ებრაელების არაეთიკური მოსაზრებანი არაბერაელების (გოიმების) შესახებ

2. რას წერს თალმუდი არაებრაელების (გოიმების) შესახებ?

3. ჰიტლერის გამონათქვამები



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



თარგმანის ავტორი: "წითელი აბი"


1
2408
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2408
  
4 დეკემბერი, 0:52
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1