x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჰერეთში, ალიბეგლოს ქართული სკოლის ასაშენებლად ალიევმა მილიონიანი დაფინანსება გამოყო
image


ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ახალი ქართული სკოლის მშენებლობისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მილიონიანი დაფინანსება გამოყო. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს. კახში ჩასულ ჟურნალისტებს ადგილობრივებმა დაუდასტურეს, რომ ძველი სკოლის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შენობა აიგება და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.


ამჟამად კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი საშუალო სკოლა მოძველებულ შენობაში მოქმედებს. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მალე რომ იწყება, ამას კახის რაიონის ადგილობრივი მთავრობის წევრებიც გვიდასტურებენ და იქ მოქმედი პედაგოგებიც. ადგილობრივები კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ. მათივე თქმით, ეს სკოლა მოძველებული ინფრასტრუქტურითა და სასკოლო ინვენტარით სარგებლობს, რის გამოც ახალი სკოლის აგება გადაწყდა.


2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო და ქრისტიანული ტაძრები დედოფლისწყაროს შეუერთდა და გაერთიანებულ ეპარქიას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა.



image


ალიბეგლო — ქართველი ინგილოებით დასახლებული სოფელია ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში. სოფლის ძველი სახელწოდებაა ქათმისხევი. სოფელში მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. ალიბეგლო - ქართველებით დასახლებული ერთ-ერთი დიდი სოფელია, სადაც 2010 წლის მონაცემებით 487-მდე კომლი ცხოვრობს. სოფელში მოქმედებს ქართული დრამატული თეატრი, რომელიც ადრე საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. არის ასევე კულტურის სახლი, ბაგა-ბაღი და საშუალო სკოლა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. სოფლის თავში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელიც 2011 წლის 1 ივნისიდან მოქმედი ტაძარი გახდა და ყოველკვირეულად ტარდება წირვა-ლოცვა. 1985 წლიდან ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. მის რეპერტუარშია ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ თეატრს მიენიჭა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი.


image

image

image

ილია ჭავჭავაძის ბიუსტი ალიბეგლოს კულტსახლთან

image

image

9 აპრილის მემორიალი სოფელ ალიბეგლოში

image



0
187
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0