მსოფლიო უკრაინის გამო ახალი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება? 2018, 1 დეკემბერი, 16:31 25 ნოემბერს ქერჩის ხიდთან მომხდარმა დაპირისპირებამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ მცირე დაპირისპირება ახალ კონფლიქტში გადაზრდილიყო, თუმცა საბედნიეროდ ასე არ მოხდა. დღეისთვის გვაქვს შემდეგი შედეგი:
1. რუსეთმა ყირიმში საზენიტო სარაკეტო კომპლექსის С 400-ების რაოდენობა ოთხ დივიზიონამდე გაზარდა;
2. მართალია აღდგა ქერჩის სრუტეში სამოქალაქო და სავაჭრო გემების მიმოსვლა, მაგრამ რუსეთმა ყველას და პირველ რიგში უკრაინას დაანახა, რომ აზოვის ზღვაზე მას სერიოზული პრეტენზიები აქვს და იქ სამხედრო გემების მოძრაობა მათი თანხმობის გ
3. უკრაინამ ქვეყნის 10 ოლქში 30 დღიანი სააომარი მდგომარეობა შემოიღო (თუმცა თავიდან იგეგმებოდა, რომ პეტრო პოროშენკოს საომარი მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 დღის განმავლობაში შემოეღო), რომელიც 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს;
4. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს შესვლა აუკრძალა,
5. პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდა უკრაინის მხარდასაჭერად აზოვის ზღვაში სამხედრო გემები შეეყვანა, რაზეც უარი მიიღო. მეტიც, რამდენად დაუწესდება რუსეთს სანქციები ქერჩის ხიდთან მომხდარი ინციდენტის გამო ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პეტრო პოროშენკოს ქმედებები არაერთგვაროვნად შეფასდა დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებაც გამოუყვეს, ახალ სანქციებსა და მით უმეტეს, სამხედრო დახმარებაზე საუბარიც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, უარყოფითად შეფასდა უკრაინაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შესვლაზე აკრძალვის დაწესება. წაიკითხეთ ვრცლად
199 1-ს მოსწონს
|