x
image
გემი დალანდი
თაფლი+ცხელი ჩაი და სხვა პროდუქტები, რომელიც ჯანმრთელობას ვნებს!
image

ცხოვრების ჯანსაღი წესი ნელ-ნელა პოპულარული ხდება. პირველი, რაც არაჯანსაღ კვებაზე ადამიანს გაახსენდება, ჩიპსები, ცხიმიანი საჭმელი და გაზიანი სასმელებია. თუმცა, არსებობს უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტებიც, რომელთა სწორად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა პროდუქტთან კომბინაციაში თავის სასასრგებლო თვისებებს კარგავენ და მომწამვლელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმისთვის.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღებაც დაუშვებელია.

1.რძიანი ყავა


imageასეთი კომბინაცია მართალია ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, მაგრამ ამ დროს ყავა თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს. იმის მიხედვით, თუ რამდენ რძეს ასხამთ, ყავის ანტიოქსიდანტური ქმედება 62-95%-ით მცირდება. სწორედ ამიტომ, ლატეს დალევის შემდეგ, შესაძლოა ძილიც კი მოგერიოთ.


2.თაფლი და ცხელი ჩაი

imageამ ორი პროდუქტის კომბინაცია განსაკუთრებით აქტუალურია ცივ სეზონზე, გაციების დროს, რადგან თაფლი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებაა. თუმცა, როცა თაფლს ცხელ სასმელში ვდებთ, ის ტოქსინების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც შემდეგ ორგანიზმში გროვდებიან. ამიტომ, ნუ დატვირთავთ ისედაც გამოფიტულ ორგანიზმს ავადმყოფობის დროს და თაფლი შეგრილებულ ჩაიში გახსენით.


3.კარტოფილი და პომიდორი

imageცალკე აღებული ეს პროდუქტები სასარგებლოა, მაგრამ პომიდვრის მჟავის შეხამება სახამებელთან ძალიან ცუდად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ამიტომ, უმჯობესია, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტები ერთად, თუ არ გინდათ, რომ კუჭის სიმძიმის შეგრძნებამ შეგაწუხოთ.


4.თევზი და კვერცხი

imageსალათებში გავრცელებული ეს შეხამება ასევე მავნე ზემოქმედებას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. ამიტომ, გამოიყენეთ მხოლოდ ერთი, ცილის შემცველი პროდუქტი, მეორე კი შეცვალეთ ბოსტნეულით.


5.საზამთრო და მარილიანი პროდუქტები

imageრა თქმა უნდა, საზამთროს და კიტრის მწნილს ერთად არავინ შეჭამს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, საზამთროს ძირითადი კერძის შემდეგ მიირთმევენ, რომელიც შეიძლება იყოს დამარილებული თევზი, მწვადი და ა.შ. მარილიანი საკვები ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, საზამთრო კი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. შესაბამისად, შესაძლოა სახის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება განვითარდეს.


6.ხორცი და მაიონეზი

imageმაშინაც კი, თუ წონის პრობლემა არ გაწუხებთ, დიდი რაოდენობით შემწვარი ან მობრაწული კერძების მიღებამ შესაძლოა დიაბეტი, გულის დაავადებები, თირკმლების უკმარისობა, ალცჰაიმერი და ნაადრევი სიბერე გამოიწვიოს. უარი თქვით ისეთი პროდუქტების შეხამებაზე, როგორიცაა ხორცი, თევზი და მაიონეზი, კარაქი, მარგარინი.


7.ნიგოზი, თხილი+ჩირი

imageასეთი შეხამების დროს ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ პროდუქტების სასარგებლო თვისებები იკარგება. ფიტინის მჟავა, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უშლის ორგანიზმის მიერ სხვადასხვა სასარგებლო მინერალების შეთვისებას, რომელიც ჩირშია, ამიტომ ეს ორი პროდუქტი ცალ-ცალკე უნდა მიირთვათ.


8.სტაფილო-ფორთოხლის ფრეში

imageსტაფილოს ფრეშის მომზადებისას ხშირად გვირჩევენ მასში ფორთოხლის წვენის ჩამატებას. მართლაც, ასეთი კომბინაცია ძალიან გემრიელი და სასრგებლოა, თუმცა, ეს სასმელი ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ, რადგან ორივე პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ A-ს. მისი სიჭარბე კი ცუდად აისახება თირკმლებზე და შესაძლოა გულძმარვაც გამოიწვიოს.


9.“პონჩიკები" და შაქრის პუდრ

imageეს კომბინაცია ძალიან არასასურველია, რადგან ცხიმისა და შაქრის შერწყმა კუნთქვეშა ცხიმის დაგროვების შანსს ზრდის, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ორგანიზმის რეაგირებაზე ინსულინის მიმართ და შედეგად, მეორე ტიპის დიაბეტი შეიძლება განვითარდეს.


10.ციტრუსის წვენი და მედიკამენტები

imageაბებს სწორედ წყალი უნდა დააყოლოთ და არა წვენები! არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წამალს ციტრუსების წვენი, რადგან ისინი თრგუნავენ ფერმენტს, რომელიც წამლის ათვისებას უწყობს ხელს. შედეგად, აქტიური ნივთიერებები სისხლში რჩება და მათი კონცენტრაცია იზრდება, რამაც შესაძლოა დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს.

0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0