x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ადამიანის ტვინი - მეცნიერების სიმფონია
ადამიანის ტვინი - მეცნიერების სიმფონია


ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო შედგენილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ამ ადამიანებმა უდიდესი როლი შეასრულეს მსოფლიოს ახალგაზრდების სამეცნიერო საკითხებით დაინტერესებაში და უამრავ ბავშვს უბიძგეს მეცნიერებისკენ, სამყაროს ისეთად შეცნობისკენ, როგორიც ის ნამდვილად არის. მათ გარდატეხა შეიტანეს საზოგადოებაში და მეტად დააინტერესეს ხალხი ევოლუციით, კოსმოლოგიით, სამყაროს ნამდვილი ისტორიით და უამრავი საიდუმლოს კვლევის სურვილით. ეს მეცნიერები არიან: კარლ სეიგანი, რობერტ უინსტონი, ვილაიანურ რამაჩანდრანი, ჯილ ბოლტ ტეილორი, ბილ ნაი და ოლივერ საქსი.


"ძალიან ამაღელვებელია, გაიაზრო, რომ შენ ადამიანის ტვინის სახით, შეგიძლია ხელშიც დაიჭირო ის ადგილი, სადაც ოდესღაც ვიღაც გრძნობდა, ფიქრობდა და უყვარდა. საუკუნეთა განმავლობაში მეცნიერები კამათობდნენ და ბჭობდნენ, რომ გაერკვიათ და შეეცნოთ ამ ამოუხსნელი ობიექტის საიდუმლოებანი. ჩვენ წინაშეა ჟელეს მსგავსი მასა, რომლის დატევაც თქვენს ერთ ხელის მტევანზე შეგიძლიათ, მაშინ, როდესაც თავად მას (ტვინს) თავისაში შეუძლია დაიტიოს კოსმოსის სივრცეთა მთელი უსასრულობა.

ტვინი წარმოიშვა და განვითარდა შიგნიდან გარეთ. მისი სტრუქტურები და შემადგენელი ნაწილები ნათლად გვიჩვენებს და აირეკლავს ამ ორგანოს განვითარების მრავალასეულმილიონწლიან ევოლუციის ისტორიას.



ინფორმაცია ენერგიის ნაწილაკების ნაკადებად მოიცავს მთელ ჩვენს მგრძნობელობით სისტემას და შემდეგ ფეთქდება, რათა სრულად შეგვარგრძნობინოს აწმყოს მომენტის რაობა, თუ როგორ იგრძნობა ეს მომენტი, როგორ გამოიყურება და როგორ ისმინება. და ამ შეგრძნებათა აფეთქებისას ჩვენ სრულყოფილნი ვართ, სრულქმნილნი და მშვენიერნი ვართ.


ერთი შეხედვით ის საშინელია, რაღაც კაკლის ლებნის მსგავსად დაჭმუჭნილი და ამავე დროს, სოკოს მსგავსი სიმკვრივის მქონე. რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერი კოდირებულად ჩაწერილია ნეირონებად წოდებულ უჯრედებში, ხოლო ადამიანის ტვინში დაახლოებით 100 ტრილიონამდე ნერვული კავშირია. ეს ნეირონების ჩახლართული და საოცარი კავშირთა ჯაჭვია. ნეირონები ხმებსაც აგროვებენ, მელოდიებსაც კრებენ, მთელი ორკესტრები უკრავენ თითოეული ჩვენგანის თავში.


წარმოუდგენლად კოლოსალურად დიდი მოცულობის ინფორმაციაა დატეული თითოეული ჩვენგანის თავში. ტვინი უკიდურესაც მცირე სივრცეში დატეული, გამაოგნებლად დიდი ადგილია.

ჩვენ აღარ ვართ ქვეწარმავალთა ტვინის განვითარების დონეზე, ჩვენ ახლა საკუთარი თავის ხელოვნურად შეცვლა და მოდიფიკაცია შეგვიძლია. წარმოიდგინეთ შესაძლებლობები....


წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი, როგორც გაზეთი. დაფიქრდით, რამდენად გასაოცრად დიდი ინფორმაციის დატევა შეუძლია მას. მაგრამ თავად ის, მომცრო ალაგს იკავებს - დანაოჭების გამო.

ჩვენ ვხედავთ თვალებით, მაგრამ ასევე წარმატებით შეგვიძლია ტვინითაც დავინახოთ. ხოლო ტვინით ხედვას ხშირად წარმოსახვას უწოდებენ. ჭეშმარიტად, ტვინი ადამიანის სხეულის ყველაზე იდუმალი ნაწილია."




გაეცანით: "მეცნიერების სიმფონიის" სხვა ნამუშევრებს - მეცნიერების სიმფონია


თუ გნებავთ, რომ გაიგოთ, თუ რომელი ნაწილებისგან შედგება თავის ტვინი და ევოლუციურ პროცესში რომელი ნაწილი როდის წარმოიქმნა და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი, მაშინ გაეცანით შემდეგ სტატიებს:


1. ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები

2. მოგრძო ტვინი

3. ვაროლის ხიდი

4. შუა ტვინი - მეზენცეფალონი

5. ნათხემი - ცერებელი

6. დიენცეფალონი

7. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები

8. ადამიანის თავის ტვინი - მიკროსამყარო მაკროსამყაროში



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცნობიერება - სამყაროს ამოუხსნელი ფენომენი

2. რა ხდება ადამიანის ტვინში, ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ

3. ფსიქიკური ფენომენი - ქალი, რომელსაც კლასიკური მუსიკა თითქმის განუწყვეტლივ ჩაესმოდა

4. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

5. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები

6. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა სახეობის ცხოველის ტვინი?


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0