x
image
Yoona
რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე - 9 მნიშვნელოვანი მიზეზი
image

ალბათ ბავშვობიდან დღეში თითო ვაშლის ჭამის სარგებლობას გიმტკიცებდნენ. ვაშლი არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არის პოპულარული, არამედ ბრიტანეთში ამ თემას გამონათქვამიც არსებობს: „ძილის წინ ვაშლი შეჭამეთ და ექიმებს სამსახურის გარეშე დატოვებთ“. მეცნიერება ამ იდეას მხარს უჭერს. დღეს გაგაცნობთ 9 მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ უნდა მიირთვათ ყოველდღე მინიმუმ თითო ვაშლი, რომლებიც როგორც სამედიცინო კვლევებით ისე საღი აზრით დამტკიცებულია.


1.ვაშლი დაბერებას აფერხებს

image


დაბერების ზოგიერთ პროცესზე ზეგავლენის მოხდენა ჩვენ არ შეგვიძლია - გენებს ვერ მოვიშორებთ. მეორე მხრივ „ვეტოს“ დადება სავსებით შესაძლებელია. მეცნიერები დაბერების პროცესის შემაფერხებელი მეთოდების ძიებით არ იღლებიან. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ფლავონოიდი (ბოსტნეულის და ხილის ნაერთი) ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მახასიათებლებს ფლობს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ფიზეტინი, რომელიც ვაშლის, კენკრის, ხახვის და კიტრის შემადგენლობაში არის, ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს.


2.ვაშლი უჯრედისით მდიდარია

image

ჯანსაღი საკვების მონელებისთვის და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად აუცილებელია რაციონში უჯრედისი შეიტანოთ. დამტკიცებულია, რომ უჯრედისი გულის დაავადების და დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, ის სიმსუქნისა და დივერტიკულატისგან გვიცავს. ერთ კანიან ვაშლში დაახლოებით 4, 4 გრამი უჯრედისია. ასაკის მიხედვით, ეს ამ უჯრედისების მოცულობა დღიური ნორმის 15%-ს აღწევს.


3.ვაშლი ასთმის გამოვლენის რისკს ამცირებს

image

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1500 ადამიანი მონაწილეობდა, ასევე ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ (1600 მონაწილე) აჩვენა, რომ ვაშლი ფილტვების მდგომარეობას ასტაბილურებს, რითაც ასთმის განვითარების რისკს ამცირებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კვირაში 5 ვაშლის მიღება რესპირატორული ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო სტიმულს წარმოადგენს.


4.ვაშლი წყურვილს შესანიშნავად კლავს

image

თქვენ იცოდით, რომ ვაშლი 86% წყლისგან შედგება? თუ ეძებთ მეთოდს, როგორ აიცილოთ თავიდან გასუქება, ამასთან ლიტრობით წყალი არ დალიოთ, შუადღით ერთი ცალი ვაშლი მიირთვით.


5.ვაშლის წვენი - უნივერსალური საშუალება ყველაფრისთვის

image

უძველესი დროიდან ვაშლის წვენი გამოიყენება როგორც ნატურალური საშუალება ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. მისი დახმარებით ყელის ტკივილს აქრობდნენ, გულძმარვას მკურნალობდნენ, ასევე სლოკინს იშორებდნენ.


6.ვაშლი წონაში დასაკლებად აუცილებელია

image

ვაშლი არის ხილი, რომელიც ცხიმებს და ხელოვნურ ინგრედიენტებს არ შეიცავს. როგორც ზემოთ ითქვა, ისინი უჯრედისით და წყლით ძალიან მდიდარი არიან. სწორედ ამიტომ საღმა აზრმა უნდა მიგანიშნოთ, რომ ერთი პაკეტი ჩიფსის ან კანფეტის ნაცვლად უპირატესობა ვაშლს უნდა მიანიჭოთ. ასე კვების დაბალანსებას ხელს შეუწყობთ, რასაც წონის შემცირება მოჰყვება.კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც დღეში სამ ვაშლს მიირთმევდნენ, უფრო მარტივად იკლებდნენ წონაში, ვიდრე ქალები, რომლებიც ვაშლს არ მიირთმევდნენ.


7.ვაშლში მცირე კალორია არის

image

საშუალოდ თითოეული ვაშლი დაახლოებით 90 კალორიას (ამ შემთხვევაში ზომას მნიშვნელობა აქვს) შეიცავს. ეს მისი სარგებლობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა ადამიანებისთვის, რომელთაც წონაში დაკლება სურთ.


8.მასში დიდი რაოდენობით მინერალები და ვიტამინებია

image

ვაშლი B6 ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 5%-ს შეიცავს, ასევე C ვიტამინის ნორმის 15%-ს. გარდა ამისა, ის A ვიტამინის დღიური ნორმის 2%-ს მოგაწვდით, ასევე კალციუმს და რკინას. 195 მილიგრამი კალიუმი, რომელსაც საშუალოდ 1 ვაშლი შეიცავს, დღიური ნორმის 6%-ია, რომელიც ზრდასრულ ადამიანს სჭირდება.


9.ის გემრიელი და მრავალფეროვანია

image

მოამზადეთ ვაშლის სოუსი, მუსი ან ჟელე. გამოაცხვეთ ნამცხვარი. გასინჯეთ ყველა შესაძლო ფერის ვაშლი. ვაშლი ქათმის ან ღორის კერძს დაუმატეთ ან დაჭრილი ვაშლის შიგთავსის სახით გამოიყენეთ. თუ კულინარიაში ჩაღრმავება არ გსურთ - გემრიელი ნაყოფი ნედლი სახით მიირთვით.


დასკვნა:

image

ყველაზე მნიშვნელოვანია: ვაშლის გამოყენების მეთოდის მიუხედავად, კანი ყოველთვის დატოვეთ - ის ბევრ ვიტამინს შეიცავს!

0
606
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0