x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბაგრატ V-ს გაწნული სილა თემურლენგს

image

''1387 წელს მოეშურებოდა ბაგრატ V თათართა 12.000-ნი მხედრობით საქართველოსაკენ. არავის შეუნიშნავს, რომ ქართველი მეფის ''გათათრებულ ამალაში'' ერთი ქართველი აღარ ჩანდა - აზნაური რუსი ეგნატაშვილი. იგი მანამ გაუჩინარებულიყო, სანამ ბაგრატი და ''მისი'' თათართა ჯარები ყარაბაღიდან გამოაღწევდნენ. რუსი ეგნატაშვილი უკვე საქართველოს მიწაზე მიაქრლებდა ცხენს. ბაგრატ მეფის წერილი მიჰქონდა ქუთათისს, უფლისწულ გიორგი მეშვიდესთან. მამა სწერდა შვილს:
''მე მოვალ სპითა ლანგ-თემურისათა და თქუენცა შეიყარეთ სპანი საქართველოსანი და მზირად წინა შეგუემთხვიეთ ერთსა სიმაგრესა და ვიწროთა გზათა ზედა, და მეცა მოვალ თქვენ თანა, და უქმათ წინაუკუნა, და მოვსრათ პირითა მახვილისათა, და ვიძიოთ შური პირველი, რომელ ჰყუეს მათ ჩუენ ზედა''.
საასწრაფოდ შეჰყარა იმერთა ჯარი უფლისწულმა გიორგიმ. ფრთამალად გადმოვიდა ქუთათისიდან, ქართლისა და მესხეთის ჯარებიც შეიერთა და მამა-მეფისა და მისი ''მხლებელი'' მტრის შესახვედრად გაქუსლა. ერთ ვიწრო ხეობაში ჩასაფრდნენ ქართველები. ლოდინიც დიდხანს არ დასჭირვებიათ, ბაგრატ მეფე ხევში შემოუძღვა გულდანდობილად მომავალ თათართა მხედრობას. ერთბაშად იგრიალეს ქართველებმა. წინ და უკან ჩაუჭრეს ვიწრო გზა და შიშველი ხმლებით მიესივნენ ყოველის მხრიდან. ''მიეტივნეს ქართველნი, ვითარცა ლომნი და იქმნა ბრძოლა ძლიერი''. თათართაგან მოამბეც აღარ გასულა ცოცხალი.12.000 მონღოლი შეეწირა ქართულ მახვილებს. ასე იძიეს ''შური პირველი და წარვიდა თვისად მეფე ბაგრატ და ძე მისი გიორგი გამარჰუებული''... ეს თემურლენგის პირველი დიდი მარცხი იყო მის დასავლურ ლაშქრობათა ასპარეზზე.''
ლევან სანიკიძე.


image

9
627
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
627
  
2018, 2 დეკემბერი, 14:14
მაგას ვამბობ ზუსტად )
2018, 2 დეკემბერი, 10:18
არა, არის რამდენიმე ნახატი, ოღონდ ორიგინალი რომელია ჯერ კიდევ სრულად დაზუსტებული არაა.
2018, 2 დეკემბერი, 0:43
ხანის სურათები არ არის,ეს მხატვრების წარმოსახვაა მხოლოდ
2018, 2 დეკემბერი, 0:17
გათურქებული ტომის ბეგის შვილი იყო კი, მაგრამ მონღოლობდა და და მატიენეში მოხსენიებულია, როგორც მონღოლი.
ჩინგის ხანის სურათები არის, ოღონდ დადასტურებული არაა რომელია რეალურად ორიგინალი.
2018, 1 დეკემბერი, 19:11
როგორც ჩემი წყაროებიდან ვიცი მას ძალზედ სურდა მონღოლობა,მაგრამ ამას მონღოლად არ სცნობდნენ,მონღოლობა პატივი იყო,მათ ჰქონდათ საკუთარი საიდუმლოებანი და ა.შ რომელთაც არავის აცნობდნენ,თვით ჩინგიზის სურათიც არ არსებობს,საკმაოდ გასაიდუმლოებული იყო ნამდვილ მონღოლთა მმართველობა თუნდაც ხუბილაი ჩინეთის მმართველი,რომელიც ჩინელობდა ჩინელების გულის მოსაგებად,მაგრამ შემოდიოდა თუ არა მონღოლურ კარებში მონღოლი იყო.ჩემის მოსაზრებით გურჯიევი სწორედ ამიტომ ეწვია ამ მხარეს,რათა ეს საიდუმლოებები ამოეხსნა.
2018, 1 დეკემბერი, 19:07
გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი
2018, 1 დეკემბერი, 17:04
მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი იყო, შესაბამისად მონღოლი.
თემური (თამერლანი) ერქვა, ლენგი კოჭლობის გამო შეარქვეს, კოჭლს ნიშნავს ლენგი.
2018, 1 დეკემბერი, 2:03
ლენგი მონღოლობას იბრალებდა,უფრო სწორად უნდოდა რომ მონღოლად ეცნოთ,მარა ის ნარევი ჯიშის იყო,მე ასე ვიცი ჩინგიზ ხანის ბიოგრაფიული წიგნიდან
2018, 30 ნოემბერი, 23:35
წერენ რას წერენ! თემურ ლენგი მონღოლი იყო და ვასალ თათრებს ცალკე არმიად არასდროს აომებდა!!!
0 1 9