x
image
პროფესორი
ქართული ნუმიზმატიკის სათავეები - კოლხური თეთრი

image

საქართველოში ფულის წარმოება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში დაიწყო, და ამ თვალსაზრისით ქართული ნუმიზმატიკა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ძველი კოლხეთი მაღალცივილიზებული ადრეული სახელმწიფო იყო ამიერკავკასიაში. შავიზღვისპირა ბერძნული ქალაქები-კოლონიები ( პოლისები) როგორც ჩანს საკვანძო როლს თამაშობდნენ ამ რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ამიტომაც კოლხურმა ცივილიზაციამ მალევე მოიკრიბა ძალა და ფულის არსებობის აუცილებლობაც მალევე დადგა კოლხურ სახელმწიფოში. კოლხური თეთრი მეტად თვალსაჩინო ნუმიზმატიკური ძეგლია ამ პერიოდის. მიუხედავად იმისა, რომ კოლხური თეთრის დიზაინი და მაშინდელი ფულის სისტემა ელინური ( ბერძნული) ტიპის იყო, ეს მონეტები თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ნუმიზმატიკის ნაწილად. აი როგორ ადასტურებს ამას გამოჩენილი მეცნიერი, ქართული ნუმიზმატიკის ერთ-ერთი ფუძმდებელი დ.კაპანაძე: 1.საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ მონეტებს შორის კოლხურ თეთრებს მათი რაოდენობით მხოლოდ თამარისა და რუსუდანის მოენტები თუ ჭარბობენ. 2.კოლხური თეთრების უმეტესობა ნაპოვნია დასავლეთ საქართველოს შიდა, ზღვას საკმაოდ მოცილებულ რეგიონებში, რაც გამორიცხავს მათ პირდაპირ კავშირს ბერძნულ პოლისებთან და ასევე მეტყველებს განვითარებულ სავაჭრო ქსელზე თვით კოლხთა სახელმწიფოში 3. პრაქტიკულად არ არსებობს კოლხური თეთრების პოვნის შემთხვევები თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მონეტების მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ დანიშნულებას და პრაქტიკულად გამორიცხავს მათ მოჭრას ბერძნულ შავიზღვისპირა პოლისებში ( ასეთ შემთხვევაში მათი დიდი რაოდენობა აუცილებლად გაიზიდებოდა ქვეყნიდან საზღვაო გზებით და იპოვნიდნენ სხვა თანამედროვე ქვეყნების ტერიტორიებზეც) .4 კოლხური თეთრების განძები პრაქტიკულად არასდროს არ შეიცავენ სხვა ტიპის ბერძნულ მონეტებს. 5. კოლხურ თეთრებზე არსებული განოსახულებები დაკავშირებულია ადგილობრივ პანთეონთან, და სათუთად გადადიოდა უზუსტესად თაობიდან თაობაში რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე.
ფულის სისტემა იმ დროს აგებული იყო ლითონის ზოდის წონაზე, რომლისგანაც იჭედებოდა მონეტა, და ეს გამარტივებული ბერძნული სისტემა იყო. კოლხურ თეთრებში გამოყოფენ დიდრაჰმებს ( საშ. წონა 10 გ), დრაჰმებს ( საშ. წონა 5 გ), და ჰემიდრაჰმებს ( საშ. წონა 2 გ) . აქედან დიდრაჰმები და დრაჰმები ძალიან იშვიათი მონეტებია, ზოგიერთი მათგანი შეუფასებელია. სტანდარტული ჰემიდრაჰმები კი მეტად ხშირია, და მათი საშუალო საბაზრო ფასი 50ლარიდან 150 ლარამდეა, მდგომარეობიდან გამომდინარე.
სტანდარტული სადაც ვახსენეთ, იქ არასტანდარტულებსაც შევეხოთ. საქმე იმაშია, რომ ხანდახან ჰემიდრაჰმებზე ესა თუ ის ბერძნული ასო გვხვდება. ამ ასოების მნიშვნელობა ამოუცნობია. შეიძლება ეს იყოს ოსტატის ინიციალი. შეიძლება დროის ათვლის რაღაც გაურკვეველი სისტემა, -არ ვიცით...
კოლხური თეთრების უმდიდრესი კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული მუზეუმის ქართული ნუმიზმატიკის მუდმივ ექსპოზიციაზე.
ჩვენ კი აქ განვიხილავთ რამოდენიმე ნიმუშს:
უიშვიათესი დიდრაჰმა. ვერცხლი. - სურათი 1. მონეტის შუბლზე გამოსახულია ქალის ბიუსტი მარჯვნივ. დასავლეთის მკვლევარების აზრით ეს არის ნადირობის ქალღმერთი და ცხოველთა სამყაროს მფარველი დალი ( არტემიდე). ქართველი მეცნიერ ნუმიზმატები უფრო თავშეკავებულები არიან, და უბრალოდ „ ქალის ბიუსტით“ მოიხსენიებენ. მონეტის ზურგზე, ინკუზურ მართკუთხედებში ასევე ორი ერთმანეთისაკენ მიმართული ბიუსტია პროფილში . მონეტა გაიყიდა 95.000 დოლარად 2012 წელს ნიუ იორკში (წყარო:zeno.ru)
ჰემიდრაჰმა. ვერცხლი. - სურათი 2. შუბლი: ქალის ბიუსტი მარჯვნივ. ზურგი - ხარის თავი მარჯვნივ. მონეტის ეს ტიპი საკმაოდ ხშირია.


image

0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0