x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
“დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე” – ეკა გიგაური

image“დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე” – ეკა გიგაური.

გურამ ადამაშვილსა და გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ეკა გიგაური ინფორმაციას სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აქვეყენებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ქეთევან კუჭავამ გამოიტანა.

დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.

რეალურად კი რა მოხდა – სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე, დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აქ პრობლემა ეკა გიგაურია – ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგშიც!

არავინ იფიქროს, რომ ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები.

მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე „მიუკერძოებელ” და „სამართლიანს” მსოფლიოში !” – წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაური ცილისწამებისთვის უჩიოდა ხაინდრავასა და ადამაშვილს.image

1
520
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
520
  
2018, 30 ნოემბერი, 23:37
უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნობაზე გადამხტარი ქალბატონი, როგორ მოგწონთ, ხომ კარგი კარიერული წინსვლაა?
ნუ ხაინდრავა რა "ხილიცაა" გასაგებია...
0 1 1