x
image
natia.a
ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ფოტოები მონროსი იყო, მაგრამ ვცდებოდით! - დაუჯერებელი სიმართლე
image

ალბათ არც ერთი მსახიობის იმიტაციას არ ახდენენ ისე ხშირად, როგორც ამ ქერა ლამაზმანის. ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძალიან ბევრს ეცნობა და სრულიად დარწმუნებული იტყვის, რომ მათზე თავად მერილინ მონროა გამოსახული. თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

1. ევა სიკსი — უნგრული წარმოშობის მსახიობი. მის ამ ფოტოს ხშირად მონროს ფოტოდ ასაღებენ, თუმცა მეორე კადრი, რომელიც სხვა პერსპექტივიდანაა გადაღებული, ამტკიცებს, რომ ჩვენ წინაშე მერილინი არაა. მიუხედავად ამისა, სიყალბე მერილინის პირველმა ქმარმა, ჯეიმს დოგერტიმაც კი ვერ შენიშნა და აღნიშნული ფოტო თავის წიგნში შეიტანა.


image


2. ლეგენდარულმა ვიზაჟისტმა, კევინ ეკოანმა ლიზა მარი პრესლისგან ნამდვილი მერილინ მონრო შექმნა თავისი წიგნისთვის Making Faces (1997 წ.). იგი ვიზაჟის ისეთი ოსტატი იყო, რომ ეს ფოტოები დღემდე ეშლებათ მონროს ნამდვილ სურათებში.



image


3. ამ სურათს ხშირად ასაღებენ მონროს ვინტაჟურ ფოტოდ, მაგრამ სინამდვილეში ეს სუპერმოდელი ევა ჰერცოგოვაა 1992 წლის Guess-ის სარეკლამო კამპანიაში. ფოტო გადაღებულია ელენ ფონ უნვერტის მიერ.



image



4. სიუზი კენედი - მსახიობი, რომელიც სპეციალიზირებულია მერილინ მონროს იმიტაციაზე. მას შეიძლება შეხვდეთ პოსტერებსა და ფილმებში. ეს კადრები დატანილი იყო მაისურებზე, ჭიქებსა და საათებზე, როგორც მერილინის ფოტოები. ფოტო მარჯვნივ არის მერილინის გამოსახულების ტატუს ესკიზი, თუმცა სინამდვილეში მასზე სიუზი კენედის სახეა გამოსახული.


image

5. ეს მერილინის ფოტოა, მაგრამ არა მონროსი, არამედ – ვალცის. იგი არცთუ ისე ცნობილი მოდელი და ჟურნალ Playboy-ს 1954 წლის თებერვლისა და აპრილის ნომრის გარეკანის გოგონა იყო. აღნიშნული ფოტო, რომელიც 1955 წელს შეიქმნა, შეცდომით მონროს სურათად მიიჩნიეს და აუქციონზე შთამბეჭდავ ფასად გაყიდეს.



image


6. ამ ფოტოებს მთელი ინტერნეტი აქვს შემოვლილი. მათზე ვითომ მერილინ მონროსა და ჯონ კენედის სიახლოვეა აღბეჭდილი. სინამდვილეში ისინი შექმნა ფოტოგრაფმა ელისონ ჯექსონმა, რომელმაც მსგავსი ფოტომოდელები გამოიყენა. ჯექსონი ცნობილია თავისი ფოტოებით, რომლებსაც ცნობილი ადამიანების ორეულების გამოყენებით ქმნის.



image



7. სიუზან გრიფიტსი - მსახიობი და მერილინ მონროს ორეული, რომელმაც არაერთხელ შეასრულა მისი როლი ფილმებში. ამ ფოტოს ხშირად მიიჩნევენ კადრად ფილმიდან "შვიდი წლის თავზე" ("12 Years a Slave").


image



8. მარიო ტესტინოს მიერ 2007 წელს, ალბომისათვის Let Me In გადაღებული სკარლეტ იოჰანსონის ეს პორტრეტი ხშირად საღდება მერილინ მონროს იშვიათ ფოტოდ.



image



9. ჯიმი ჯეიმსი - მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი. 1980-90-იან წლებში იგი ისე კარგად განასახიერებდა მერილინს, რომ ბევრს დღემდე უჭირს მისი გარჩევა 1950-იანი წლების სექს-სიმბოლოსგან. მარცხნივ მდებარე ფოტო ხშირად გამოიყენება ტატუირებისთვის, თუმცა სინამდვილეში ეს არის ჯიმი სათვალეების რეკლამაში.



image



10. სანი ტომპტონი - მსახიობი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს შოუში "Marilyn: Forever Blonde". სცენაზე იგი გასაოცრად ირგებს თავისი პერსონაჟის სახეს, ამიტომ გასაგებიცაა, რატომ იღებენ ხშირად მის ფოტოებს მონროს სურათებად.



image


11. ეს ფოტო ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ბევრი ამტკიცებს, რომ ეს არის მერილინ მონრო მაკიაჟის გაკეთებისას. სინამდვილეში კი ეს არის მსახიობი შირლი კილპატრიკი, რომელიც მონაწილეობდა 1957 წელს გადაღებულ ფილმში "The Astounding She-Monster".



image



12. მოცემული ფოტოსესიიდან ამოჭრილი ფოტოს ეს ვერსია ზოგჯერ მონროს სურათად საღდება. რეალობაში კი ეს არის ლატვიელი მოდელი გინტა ლაპინა Blackglama-ს არომატის 2012 წლის სარეკლამო კამპანიაში.



image

13. სიბილ სოლნიე - ფრანგი მსახიობი, რომელიც პოლ შუტცერის ამ ფოტოზე მართლაც ძალიან ჰგავს მერილინ მონროს.
image



14. დაიანა დორსს ბრიტანელ მერილინ მონროდ მოიხსენიებდნენ, მაგრამ მისი წარმატებული კინოკარიერა დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნორმა ჯინ ბეიკერი ცნობილი გახდა. ხშირად საშობაო რეკლამისთვის გადაღებულ ამ ფოტოებს მერილინის გამოსახულებლად მიიჩნევენ და ზოგჯერ მათზე ფოტოშოფის საშუალებით მერილინის სახესაც ადებენ.



image



15. ბერძნული ქალღმერთის ამ დამატყვევებელ გამოსახულებას ხშირად მერილინ მონროდ იღებენ. სინამდვილეში კი ეს არის სედნი ფულტონი, რომელიც გადაიღო ცნობილმა ბანი იგერმა და შედის ალბომში Bikini Girls Of The 1950s.



image



16. ეს არის ელზა სორენსენი და არა ახალგაზრდა მონრო, რაც ხშირად ჰგონიათ ხოლმე. ის არის ყოფილი "მის დანია" და 1956 წლის Playboy-ს ვარსკვლავი. ელზა ასევე ცნობილია ფსევდონიმით დეინ არდენი.


image



17. ბენბერი კროსი - ლონდონელი ბურლესკის მოცეკვავე, რომელიც მაყურებელს კლასიკური ეროტიკული ცეკვებითა და სტრიპტიზით აღაგზნებს და ცნობილია "ტყვიაგაუმტარი ქერას" ზედმეტსახელით.



image



18. ხშირად ამ ფოტოს ასათაურებენ, როგორც "მერილინ მონრო 1960 წელს". სინამდვიეში ეს არის მომღერალი გვენ სტეფანი ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში.



image



19. მარცხნივ მდებარე ფოტო ბოლო დროს ხშირად მოიხსენიება, როგორც მერილინ მონროს ფოტო, განსაკუთრებით ტატუირებაში და სმარტფონების ქეისებზე. მარჯვენა ფოტო კი ადასტურებს, რომ ეს არის არა მერილინი, არამედ უკრაინელი მოდელი და მომღერალი ოლია პოლიაკოვა.



image



20. მსახიობი კეტლინ ჰიუზი. მისი მეუღლე იყო სტენლი რუბინი, პროდიუსერი ფილმისა "River of No Return", რომელშიც მთავარ როლს მერილინ მონრო ასრულებს.



image



21. პოლინ ბეილი - ცნობილი ბრიტანელი მსახიობი. იგი გადაღებულია ბეჭდვით რეკლამებში, სარეკლამო რგოლებში, კლიპებში და ტელევიზიაში. ორივე ფოტოს ხშირად მონროს სურათებად მიიჩნევენ, ზოგჯერ მერცხნივ მდებარე კადრის რეტუშირებას ახდენენ და მერილინის სახეს ადებენ.


image



22. სამსახიობო კარიერის დაწყებამდე შარლიზ ტერონი ევროპაში მოდელად მუშაობდა. მოცემულ ფოტოზე 18 წლის შარლიზი განასახიერებს მერილინს ფრანგული ჟურნალის, Madame Figaro-ს ფოტოსესიისთვის 1993 წელს.



image


23. მარცხნივ მდებარე ფოტოს ხშირად ასაღებენ მერილინის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ სურათად, რომელიც ვითომდა საშობაო რეკლამისთვის არის გადაღებული. სინამდვილეში, ეს არის მსახიობი ვირჯინია უელსი. მარჯვენა ფოტოზე უკვე ცხადად ჩანს, რომ არავითარი მერლინი ეს არ არის.



image



24. მსახიობი ჯეინ მენსფილდი ცდილობდა მონროს დამსგავსებოდა და ყველანაირად ჰბაძავდა მის სტილს.



image



25. რასტისლავა სავჩუკი - უკრაინელი მოდელი, რომელიც მერილინ მონროს თემატიკაზე რამდენიმე ფტოსესიისთვის არის გადაღებული. ეს ფოტო ხშირად ერევათ მერილინის ნამდვილ სურათებში და ბეჭდავენ მაისურებზე, ჭიქებზე, იყენებენ ტატუირებაში.



image



26. როზალინა ნერი - მსახიობი, რომელსაც იტალიელ მერილინ მონროს უწოდებდნენ. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მის ფოტოებზეც ფოტოშოპის საშუალებით ამატებენ ამერიკელი სექს-სიმბოლოს სახის ნაკვთებს. ეს ფოტო კი განსაკუთრებით პოპულარულია.



image



27. მერიენ სტეფორდი - მსახიობი და მოდელი, რომელიც Playboy-ს 1956 წლის მარტის ნომერში გამოჩნდა. ეს ფოტო ხშირად ერევათ მონროს პლაჟზე გადაღებულ ფოტოებში.



image



28. ბეტი ბიურსტრომი - შვედი მოდელი და მსახიობი. 1947 წელს, კრისტერ სტრომჰოლმის მიერ გადაღებული ეს ფოტო ზოგჯერ მერილინ მონროს გამოსახულებად საღდება. მაგრამ მონრო არასოდეს ყოფილა პარიზში და არც თმის მოყვანილობა აქვს იდენტური.



image



29. ფოტოგრაფი ანდრე დე დინესი ცნობილია ერთი მხრივ მერილინ მონროს ფოტოებით და, მეორე მხრივ კი - კადრებით ჟანრში ნიუ. თუმცა ამ ორის გაერთიანება მან ვერ შეძლო, რადგან რომ მერილინი არასოდეს თანხმდებოდა მისთვის შიშველ პოზირებაზე. ფოტოგრაფი ამის შესახებ თავის დღიურებში წერს. ჩაკ მერფიმ, რომელიც დინესის ფოტოების კოლექციაზე საავტორი უფლებების ერთადერთი მფლობელია, ოფიციალურად განაცხადა, რომ მერილინს არასოდეს უპოზიორებია ანდრესთვის შიშველს და მოცემულ ფოტოზე გამოსახული გოგონა უცნობი მოდელია.



image



ასევე დაგაინტერესებთ:


1. შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერაimage


2. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"image


3. რამ გამოიწვია კორეული დრამების არნახული პოპულარობა - 10 "დორამა" დამწყებთათვისimage


4. იცით, ვინ არის სინამდვილეში გამოსახული თამარ მეფის ამ პორტრეტზე?image


5. ასე უყვარდათ საქართველოში - მოგზაურობა ამღერებულ კუთხეებშიimage



6. როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმაimage


7. საით მირბის მამაკაცი?- დააკვირდით სურათს და გაიგეთ, ქალის აზროვნება გაქვთ თუ კაცისimage

2
3453
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3453
  
2018, 30 ნოემბერი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 30 ნოემბერი, 20:21
და ვინ არის მერლინ მონრო :)))
0 1 2