x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სამკურნალო ბგერები და რეალობის მოდელირება
image

როზენკროიცერების საქმიანობის ერთ ერთი ძირითადი სფერო იყო და არის უსასყიდლო მკურნალობა ისეთი მეთოდებით, რომლებიც მკაცრად გასაიდუმლოვებულია და მხოლოდ ათასგზის შემოწმებულ და სპეციალურად მომზადებულ მოსწავლეებს გადაეცემათ. ამ მასალებში, რომლებიც დღეს ინტერნეტ_ფორუმებსა თუ კომერციული წიგნების ქსელში გხვდება, თავდაპირველი შინაარსის მხოლოდღა ანარეკლია მოცემული. შემთხვევით მოპოვებულ ასეთ წყაროებს ისიც აყენებს ეჭქვეშ, რომ როზენკროიცერებს გააჩნიათ ტაქტიკა, რისი მეშვეობითაც მათ შეუძლიათ, ერთდროულად ღიად და დაფარულად არსებობდნენ. ამისათვის ისინი ქმნიან საკუთარ ყალბ წარმომადგენლებს და ძნელი გასარჩევი ხდება, რომელი მათგანი წარმოადგენს მათ ნამდვილ ორდენს. ჯერ მარტო როზენკროიცერების დაარსების ისტორია რომ მოიძიოთ, აღმოაჩენთ, რომ "ეს ორდენი დაარსდა 1313, 1490 ან 1616 წელს და რომ მისი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტელი ბერძნები, მარტინ ლუთერის მეგობრები, ჯორდანო ბრუნო ანდა უცნობი პიროვნებები" (რობერტ ანტონ უილსონი).


ასეთ კონსპირაციას რომ არანაირი კომერციული მიზანი არ გააჩნია, იმითაც დასტურდება, რომ როზენკროიცერების ორდენი სამკურნალო დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ ეწევა. ცხადია, ასეთი ალტრუისტული მოქმედება რაღაც ისეთ საფუძველზე დგას, რაც საკმაოდ სცილდება თანამედროვე მატერიალისტური გონებისთვის დასაშვებ ლოგიკას.

ამ მხრივ, სულხან საბა ორბელიანს აქვს ერთი საყურადღებო ნაწარმოები. "მოგზაურობა ევროპაში, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეხვდა მალტაში ჰოსპიტალიერების ორდენს. მან იქ ნახა დიდგვაროვანი რაინდები, რომლებიც ემორჩილებოდნენ გრანდ მაგისტრს და რომელთა საქმიანობასაც შეადგენდა ავადმყოფებისა და ტყვედ ჩავარდნილი დაჭრილი მუსულმანი მეომრების მოვლა მთელი დღის განმავლობაში. ეს მათ უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ აურაცხელ სიმდიდრეს ფლობდნენ და ფუფუნებაში ცხოვრების ყველა პირობა გააჩნდათ. ზუსტად ამგვარადვე ტამპლიერი რაინდები დებდნენ სიღარიბის ფიცს, თუმცა კი, ფლობდნენ მსოფლიოში პირველ საბანკო სისტემას.



image


როზენკროიცერული მკურნალობა უკავშირდება მისტიკურ მარცვალ_ბგერებს და ადამიანის სხეულზე განლაგებულ ფსიქიკურ ჯირკვლებს. ეს ჯირკვლები წარმოადგენს ერთგვარ საკვანძო სადგურებს, რომლებიც პასუხს აგებენ არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ცხოვრებისეულ ბედისწერაზეც. ამ ნერვულ ცენტრებს განგლიონები ეწოდება და ისინი მედიცინაშიც იმავე სახელწოდებით არის ცნობილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ როზენკროიცერების განგლიონები კონკრეტულად ფიზიკურ ჯირკვლებს არ წარმოადგენს.

დღეს უკვე შესაძლებელია ვიბრაციებით მკურნალობის ნიმუშების მოძიებაც, მათ შორის, აუდიო ფორმით. მათი მოსმენა თუნდაც რამდენიმე წუთის მანძილზე ააქტიურებს გარკვეულ ფსიქიკურ უნარებს და აღადგენს ადამიანში წლების მანძილზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგად დაბლოკილ დნმ_ს. მაგალითად 528 ჰერცის სიხშირე მოქმედებს სიყვარულის ენერგიის გააქტიურებაზე, 936 ჰერცის სიხშირე დადებითად მოქმედებს გირჩისებრ ჯირკვალზე, რომელსაც "სულის სახლს" უწოდებენ.


image

თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილში არსებული ეს გირჩის ფორმის ჯირკვალი - ეპიფიზი დღემდე იდუმალებით არის მოცული და ხშირად უფუნქციო ორგანოდ არის მიჩნეული. მეცნიერების მიერ მხოლოდ 1960 წელს იქნა აღმოჩენილი, რომ ეპიფიზი პასუხისმგებელია მელატონინის წარმოქმნაზე და ადამიანების ე.წ. ბიოლოგიურ საათზე. მისი აქტივაცია ახდენს გონების გათავისუფლებას კონტროლის ნებისმიერი მექანიზმისგან. ეპიფიზში არის უჯრედი, რომელსაც "ოსტატის უჯრედს" უწოდებენ და რომელიც მართავს ყველა დანარჩენ უჯრედებს ადამიანის სხეულში. სწორედ აქედან არის შესაძლებელი ბევრი დაავადების განკურნება, რადგანაც სახეზეა დნმ_ის ქრომოსომა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იმავე დნმ_ის აქტივაცია.


288 ჰერცი ჰიპოფიზის, ე.წ. მესამე თვალის გამოღვიძების ვიბრაციას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად იზრდება დნმ_ის პოტენცია. აუდიოსიხშირის გზით მიიღწევა მაღალი სიფხიზლე, მყარი აღქმები და ცნობიერი სიზმრები, ასევე რელაქსირებული და კრეატიული მდგომარეობა და სხეულის მიღმიერი გამოცდილებები.

ძველ დროში ფსიქიკურ ცენტრებზე, განგლიონებზე ზემოქმედება და მათი გააქტიურება ხდებოდა გარკვეული მარცვალ_ბგერების წარმოთქმით, რომელიც ადამიანს გადასცემს პრაქტიკულ, მისტიკურ ცოდნას და შესაბამისად, ჯანმრთელობის მუხტს. ისინი გამოიყენება ფსიქიკური ცენტრების ვიბრატორული სიხშირის შესაცვლელად სასურველი მიმართულებით, რაც რეზონანსულად იწვევს დადებით შედეგს როგორც თვით ინდივიდისთვის, ასევე მის გარემოსთვის. დნმ_ის აქტივაცია ადამიანს საშუალებას აძლევს, გაექცეს გონების კონტროლის მექანიზმებს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გამოიყენება საზოგადოებაში. რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით, მით მეტი ადამიანი უნებურად და ინტუიტიურად აღწევს ასეთ ამაღლებულ მდგომარეობას საზიარო კოლექტიური ცნობიერების მეშვეობით.


image


აღმოსავლური მანტრებისა და ლოცვებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება საათობითაც კი გრძელდებოდეს, ეს ბგერები ძალზე შეზღუდული დოზით გამოიყენება. მათი განსაჯაროება მოხდა "ვარდის ჯვრის საძმოს" იმპერატორის გარი ლ. სტიუარტის ნებართვით, თუმცა, მათი გამოყენების მრავალგვარი გზა არსებობს, რომლებიც დაფარული რჩება.

როზენკროიცერულ ტრადიციაში მთავარი მარცვალ_ბგერა არის "რა", რომელიც მამრობითი ბუნებისაა და ხშირად თანმხლებ მდედრობით ბგერა "მა"_სთან ერთად გამოიყენება. "რა" ზემოქმედებას ახდენს სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანის აურასა და ფსიქიკურ სხეულზე, ხოლო "მა" პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე. მათი შესაბამისი სიხშირე არის პირველი ოქტავის ნოტი - ლა. ეს მარცვალ_ბგერები როზენკროიცერულ ტრადიციაში გამოიყენება გირჩისებრი ჯირკვალის გასააქტიურებლად, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ და ფსიქიკური სხეულების სამართავ პულტს. ბგერა "რა" ასევე გამოიყენება ჩვენს ირგვლივ ახალი გარემო_პირობების შესაქმნელად. ასევე მნიშვნელოვანია მარცვალ_ბგერა "აუმ" - იგივე ომ, აუმენ და ამენ. ეს ბგერა კარგად არის ნაცნობი დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის წამყვანი რელიგიების მიმდევართათვის. მას უხსოვარი დროიდან იყენებს ინდუიზმი და ბუდისტური რელიგია. უძველესი ვედური ცოდნის მიხედვით, "აუმ" არის სამყაროს პირველსაწყისი ბგერა.


ყველა მარცვალ ბგერას გააჩნია საკუთარი მუსიკალური ნოტი, ფერი და შესაბამისობა ამა თუ იმ ფსიქიკურ ჯირკვალთან. ბგერა "კეი" ხელს უწყობს ზოგადად ჯანმრთელ მდგომარეობას, ამაღლებულ სულიერ განწყობას, ასეთივე ემოციებსა და ინსპირაციას. მის შესატყვის ვიბრაციას წარმოადგენს პირველი ოქტავის ნოტი - მი.


ბგერა "თო" ზემოქმედებას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე, რომელიც პასუხისმგებელია ზრდაზე, სწავლის უნარზე და გონებრივი და კუნთოვანი ენერგიების აქტივობაზე. მისი შესატყვისი მუსიკალური ბგერაა პირველი ოქტავის ფა დიეზი.


"ეიმ" მოქმედებს თიმუსის ჯირკვალზე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს ტკივილსა და ტანჯვას. წარმოითქმება პირველი ოქტავის ნოტა სი_ზე.


ბგერა "მეი" ზემოქმედებას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე და მზის წნულზე. ხელს უწყობს ფსიქიკური უნარებით მიღებული შთაბეჭდილებების გადაცემას. მისი სიხშირეა პირველი ოქტავის ნოტი - დო.


"იე" მოქმედებს წყლის ელემენტზე და დადებითი ზემოქმედება გააჩნია უმნიშვნელო დაავადებებისა და სისხლის დაავადებების დროს. მისი სიხშირე ასევე არის პირველი ოქტავის ნოტი - დო.


"თა" მოქმედებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანის აურაზე და ფსიქიკურ სხეულზე. მას შეესაბამება პირველი ოქტავის ლა.


ბგერა "ერ" პოზიტიურ და მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს პანკრეასის ჯირკვალზე. მისი ვიბრაციაა პირველი ოქტავის ნოტი - დო.


"ეიე" იწვევს დამამშვიდებელ და სასიამოვნო გრძნობებს, აღვივებს თანაგრძნობას და მოყვასისადმი ღრმა სიმპათიის შეგრძნებას. წარმოითქმება პირველი ოქტავის ნოტზე - დო.


როზენკროიცერების ორდენი საუკუნეების მანძილზე იყენებს დროის ციკლების საკუთარ სისტემას (რომელიც განსხვავდება საყოველთაოდ გავრცელებული ასტროლოგიური სისტემისაგან) და ასევე - დისტანციურ მკურნალობას, რაზეც ხშირად მიუთითებენ მისტიკურ ლიტერატურაში. თუ მხედველობაში მივიღებთ ალბერტ აინშტაინის პოსტულატს იმის შესახებ, რომ არ არსებობს მატერია და არსებობს მხოლოდ ენერგიის სხვადასხვა სიხშირეები და ინტენსივობა, მაშინ მეტ სიცხადეს შეიძენს როგორც ბგერები, ასევე უხილავი დისტანციური ზემოქმედებით ავადმყოფის განკურნების მექანიზმი.

პიროვნება, ვინც მისტიკური მარცვალ_ბგერების მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი, იყო ჰარვი სპენსერ ლუისი, როზენკროიცერების ორდენის ბოლოდროინდელი გამოვლინების პირველი იმპერატორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (მე_20 საუკუნის დასაწყისში). ის ითვლებოდა არაერთი ამერიკელი ბიზნესმენის უხილავ პარტნიორად და მრავალ დამწყებ ბიზნესმენს უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ბიზნესის ჰარმონიული განვითარების კანონების შესახებ.


image


ერთ_ერთი მისი მეგობარი, ამერიკელი სარკინიგზო მაგნატი ართურ სტილველი მისი მისტიკური თანამოაზრეც იყო. ცნობილია, რომ ართურ სტილველი ბავშვობიდან იყენებდა ცნობიერი ოცნების ტექნიკას და შემდგომშიც მთელი მისი საქმიანობა ხშირად ასეთ მდგომარეობაში ხორციელდებოდა. ჰარვი სპენსერ ლუისი იხსენებს, რომ მათ გამდიდრების სულ სხვა საერთო კრიტერიუმი გააჩნდათ - შეეძლოთ, გვიან ღამით ან გამთენიისას დაერეკათ და გაეღვიძებინათ ერთმანეთი და ეთქვათ, რომ უსაზღვროდ მდიდრები არიან - რადგან მათ მიაკვლიეს რომელიღაც ახალ იდეას, რომლის განხორციელებაც დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ბევრი სხვა ადამიანისთვის.


ჰ. სპენსერ ლუისმა ასეთი ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა: მან სანაძლეო დაუდო საკუთარ მეგობარ ფინანსისტს, რომ ადამიანის ბუნების ყველაზე ღრმა შრეს ერთგულება და პატიოსნება წარმოადგენს. მათ ამისთვის გადადეს 4 მილიონი დოლარი, გახსნეს ოფისი და საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ერთი წლით გასცემენ კრედიტებს ყოველგვარი გარანტიებისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე. ერთადერთი პირობა იყო, რომ კრედიტის მთხოვნელს გამოევლინა საკუთარი საქმის სიყვარული და ცოდნა, რის წამოწყებასაც აპირებდა და რისთვისაც სჭირდებოდა თანხა. ექსპერიმენტის მსვლელობის დროს მომსვლელთა მხოლოდ 2 პროცენტს ეთქვა უარი მოცემული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, დანარჩენებმა მათთვის საჭირო თანხა მიიღეს და წავიდნენ, ისე რომ მათ შესახებ არანაირი მონაცემები არ მოუთხოვიათ. ზუსტად ერთ წელიწადში, როდესაც უნდა მომხდარიყო თანხის დაბრუნება, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, უკლებლივ ყველა გამოცხადდა და თანხა არათუ დაუბრუნა, არამედ მადლობის ნიშნად საკუთარი ნებით დამატებითი ფინანსური პროცენტიც გადაიხადა.


image

არტულ სტილველს საკუთარ სარკინიგზო კომპანიაში 250 ათასი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და მათგან, ალბად არავის მოუვიდოდა აზრად, თუ როგორ გახდა ის მილიონერი. არადა, სტილველს აჩრდილი მასწავლებლები ჰყავდა, რომლებიც კარნახობდნენ, თუ როდის რა უნდა ეკეთებინა. ერთ ღამეს სწორედ მათ უთხრეს ართურს, რომ წასულიყო ქვეყნის დასავლეთში და დაეწყო რკინიგზის მშენებლობა. ართურმა უპასუხა, რომ მას არაფერი გაეგებოდა არც რკინიგზის და არც ფინანსების განხრით. მაგრამ აჩრდილები თავს არ ანებებდნენ და მას სხვა ოთახში მოუწია გადასვლა, რათა ცოლი არ შეეწუხებინა. ქორწინების დროს ართურმა არ გაუმხილა მეუღლეს, რომ მას უხილავი მრჩევლები ჰყავდა. შემდეგ კი მათ უკვე მთელი ცხოვრება სხვადასხვა ოთახებში დაძინება უხდებოდათ.


წარმატება წარმატებას მოსდევდა და ართურმა დაარწმუნა მეუღლე, რომ მისთვის აუცილებელი იყო მთელი ღამის განმავლობაში უხილავ მასწავლებლებთან განმარტოება და მათგან უზუსტესი მითითებების მიღება. ზოგჯერ, როდესაც მას რომელიმე გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, ჩაეძინებოდა და გაღვიძებისთანავე, აღმოაჩენდა რომ მის სახაზავ დაფაზე პრობლემა უკვე ამოხსნილი იყო.

შემდეგ მოხდა ერთი დრამატული შემთხვევა. სულიერმა მასწავლებლებმა უკარნახეს ართურს, რომ გაეყვანა რკინიგზა კანზას სითიდან მექსიკის ყურემდე. თუმცა, პირველად მის ცხოვრებაში, იმდენად ჩართული იყო საკუთარ საქმიანობაში, რომ ართურმა დაბლოკა სულიერი მასწავლებლების რეგულარული სტუმრობები. პასუხად - სულიერმა მასწავლებლებმა აიძულეს ართური, დაწყნარებული და კვლავ მათთვის მოესმინა. მოულოდნელად ართური დაავადდა. მშენებლობები გაუჩერდა და კვლავ გამოავლინა მზადყოფნა, მოესმინა სპირიტუალური მრჩევლებისათვის. მათ უთხრეს ართურს: "შენ არ უნდა გაიყვანო რკინიგზა გალვესტონისკენ!" მაგრამ სხვაგან სად შეიძლებოდა ყოფილიყო ტერმინალი? გაიფიქრა ართურმა. "ეს შენი სიმდიდრის მქონე ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს", - მიუგეს მრჩევლებმა. "ააშენე ახალი ქალაქი და დაარქვი მას პორტ ართური". სხვაგვარად გალვესტონში ტერმინალის განთავსების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპებოდა.


ართურს შეეშინდა, რომ ასეთი წამოწყებისთანავე ხალხი მას ყეყეჩად და გიჟად ჩათვლიდა. უხილავმა მრჩევლებმა ართურს საკუთარი საძინებლის კედელზე დაანახეს, თუ როგორი იქნებოდა ახალი ქალაქი. 1900 წლის აგვისტოში ქალაქ პორტ ართურის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა და აქ აშენდა კანზას სითის სამხრეთის რკინიგზის ტერმინალი. 4 დღის შემდეგ ქალაქ გალვესტონში 6 000 ადამიანი დაიღუპა ქარიშხლისა და შტორმის გამო, რაც ამერიკის ყველაზე გამანადგურებელ კატასტროფად ითვლება.


როდესაც ართურ სტილველმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც ამერიკის უდიდესი იმპერიის აღმშენებელმა, სულ უფრო და უფრო მეტ ხალხს უნდოდა, მისგან უხილავი მრჩევლების შესახებ გაეგო. საინტერესოა, რომ სტილველი არასოდეს თხზავდა თეორიებს საკუთარი მრჩევლების შესახებ და არანაირი ცდუნება არ ჰქონია, აეხსნა, თუ რა გზით გააჩნდა მას სულიერ სამყაროსთან დაკავშირების უნარი. ასევე არასოდეს პასუხობდა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების შეკითხვებს - "რატომ?" და "როგორ?" ის მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ისტორიაში სხვა შემთხვევებიც იყო ასეთი და ასახელებდა ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს და ჟანა დ'არკს. ძალზე სკეპტიკურებს კი მულტიმილიონერი პასუხობდა, რომ საუკეთესო დადასტურება თვითონ ქალაქი პორტ ართური იყო, რომელიც მან ააშენა. ასევე მოულოდნელი გახლდათ, რომ სიკვდილის წინ ართურ სტილველმა აღიარა, რომ ის არ იყო სპირიტუალიზმის დამცველი და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაესწრო ასეთ სეანსს, სადაც ძალზე მოეწყინა. მითებიდან და ძველი მისტიკური წყაროებიდან ცნობილია, რომ ქალაქები ყოველთვის მეფეების ნიმფებთან კავშირის შედეგად არსდებოდა და შენდებოდა.


ართურ სტილველი ამბობდა, რომ მისი კავშირი სულიერ მასწავლელებთან ძალზე პირადული იყო და რომ მრჩეველთა წრე შედგებოდა სამი ინჟინერისგან, პოეტისგან და ორი მწერლისგან. მისთვის სულიერ მრჩევლებთან ურთიერთობა ისეთივე რეალური გახლდათ, როგორც მეგობრებთან ურთიერთობა, რომელთა შორისაც იყვნენ ჰენრი ფორდი, ჯორჯ ვესტინგჰაუსი და ჩარლზ შვაბი.

სერ ართურ კონან დოილი აღნიშნავდა, რომ ართურ სტილველს თავისი თაობის ადამიანებს შორის ყველაზე დიდი ფსიქიკური გამოცდილება ჰქონდა - წერდა მოთხრობებს, სტატიებს, მულტფილმების სცენარებს და მიუხედავად ამისა, რჩებოდა დრო, ემართა საკუთარი ფინანსები, რკინიგზის იმპერია და სხვადასხვა კომერციული პროექტები.

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0