x
image
ზოგადი განათლება
ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი წარმატება


image

ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფილო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკემ ინგლისელი დინაჰ ნორმანი 74-ე სვლაზე დაამარცხა.


ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8, 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.


ქართველი მოჭადრაკე ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.


image


შეგახსენებთ გასული წლის წარმატებასაც.



76 წლის ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 65+ ასაკის ქალთა შორის ჩემპიონი გახდა(2017წ)


საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი პირველ ადგილზე 9-დან 5, 5 ქულით გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა ელენა ფატალიბეკოვამ (რუსეთი) 4, 5 ქულით, ხოლო მესამე ადგილი - ირინა კაბანოვამ (რუსეთი) 3 ქულით.


ნონა გაფრინდაშვილი ამჟამად მსოფლიოს ექსვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის გამარჯვებულია. 1983 წელს ის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი გახდა.

2
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
111
  
2018, 30 ნოემბერი, 23:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 30 ნოემბერი, 8:48
ვამაყობ! მიყვარს ეს ქალბატონი!
0 1 2