x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83798
  • ვიდეო:334549
  • სურათი:441902
რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?

თუ თქვენ ქალი ხართ და თქვენი მისამართით ფრაზას მოისმენთ - “ზედგამოჭრილი დედაშენი ხარ" - იცოდეთ, სინამდვილეში ჩვენ, განსაკუთრებით კი ქალები, მამებს ვგავართ. გარდა ამისა, არის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, მამის ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე, ბავშვის ჯანმრთელობას განსაზღვრავს მომავალში.

ყველაზე ხშირად ბავშვები მშობლისგან ცხვირს, შუბლის ფორმას, თვალის ჭრილს, ღაწვების და ნიკაპის ფორმას იღებენ მემკვიდრეობით.

ბავშვის დნმ-ში დედის გენები 50%-ს შეადგენენ, შესაბამისად, მამის გენებიც 50%-ია. თუმცა, მამაკაცური გენები უფრო აგრესიულია და თავსაც უფრო ხშირად ამჟღავნებენ ქალური გენებისგან განსხვავებით. ამიტომ, დედის აქტიური გენების 40%-ის საწინააღმდეგოდ მამაკაცის აქტიური გენების 60 % მოდის.

გარდა ამისა, ფეხმძიმობისას ქალის სხეული ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს, გარკვეულწილად ასე აღიქვამს. იმისთვის, რომ ნაყოფი შეინარჩუნოს, ჩვენი სხეული იძულებულია მამაკაცური გენები “აიტანოს", ზოგჯერ თავისი გენების დაჩაგვრის ხარჯზე.

მოდი, გავარკვიოთ, რომელი გენები გადადის ბავშვზე დედისგან და რომელი მამისგან


ბავშვის სქესი

imageმომავალი ბავშვის სქესი მამაზეა დამოკიდებული. დედისგან ბავშვი ყოველთვის X ქრომოსომას იღებს, მამისგან კი ან X ქრომოსომას (და გოგო იბადება), ან Y ქრომოსომას( და ბიჭი იბადება). გარდა ამისა, თუ მამაკაცს დები ჰყავს, დიდი ალბათობით ქალიშვილები გაუჩნდება, ხოლო თუ ძმები - მაშინ ვაჟები ეყოლება.

Y ქრომოსომა ბევრად უფრო ნაკლებ გენებს შეიცავს, ვიდრე X ქრომოსომა. ამიტომ, ბიჭი ნაკვთებს მეტწილად დედისგან იღებს და მას ემსგავსება გარეგნულად, რადგან მასში დედისეული X ქრომოსომა უფრო მეტ გენს ატარებს. გოგონას რაც შეეხება, ის X ქრომოსომას ორივე მშობლისგან იღებს, ამიტომ, წინასწარ თქმა, თუ რომელ მშობელს დაემსგავსება, რთულია.


კბილების მდგომარეობა

imageთუ მამა სტომატოლოგიური კლინიკების ხშირი სტუმარია, დიდი ალბათობით, ბავშვიც ხშირად ივლის დანტისტთან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კბილების ზომა, ფორმა და თავისებურებები ორივე მშობლისგან შეიძლება მიიღოს ბავშვმა, დომინანტური გენის მატარებლად სწორედ მამა გვევლინება.


ინტელექტი

imageგენები, რომლებიც ინტელექტს განსაზღვრავენ, X ქრომოსომაშია. ამიტომ, ვაჟებს ინტელექტი სწორედ დედისგან გადაეცემათ. გოგონები კი მენტალურ შესაძლებლობებს ორივე მშობლისგან იღებენ. თუმცა, დედის ინტელექტის მხოლოდ 40% გადადის მემკვიდრეობით, დანარჩენი აღზრდის შედეგად ვითარდება.

საშუალოდ, ბიჭების IQ დედის მაჩვენებლისგან საშუალოდ 15 პუნქტით განსხვავდება.


მიდრეკილება ფსიქიური ავადმყოფობისკენ

imageასაკთან ერთად მამაკაცის სპერმის ხარისხი უარესდება. ამის გამო, ხანდაზმულ ასაკში ბავშვის გაჩენამ შესაძლოა მისთვის მუტირებული გენების გადაცემა გამოიწვიოს, რაც ფსიქიკური დაავადებების, აუტიზმის, ბიპოლარული აშლილობის და ჰიპერაქტიურობის გამომწვევი მიზეზი ხდება. ასევე ბავშვებს, რომელთა მამებიც ჩასახვის დროს 45 და მეტი წლის იყვნენ, სუიციდისკენ მიდრეკილება და სირთულეები აღენიშნებათ სწავლაში.

თუ მამაკაცს გულის იშემიური დაავადება აწუხებს, ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას ნებისმიერ ასაკში გადასცემს თავის ვაჟებს. ხოლო მამაკაცები, რომლებიც უნაყაფობაზე მკურნალობდნენ და რომელთა ვაჟებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადნენ, ასევე გადასცემენ ვაჟიშვილებს ამ დაავადებისადმი მიდრეკილებას.


მიდრეკილება ჰემოფილიისა და აუტიზმისადმი

imageჰემოფილიით იტანჯებოდა რუსეთის ბოლო იმპერატორის ვაჟი - ალექსანდრე. მარცხნივ ფოტოზე მისი დიდი ბებიაა, ინგლისის დედოფალი ვიქტორია, რომელიც ჰემოფილიის გენის მატარებელი იყო და ის თავის შთამომავლობასაც გადასცა.

არის დაავადება, რომლის მატარებელიც ქალია, მაგრამ ეს გენი მხოლოდ ვაჟებს გადაეცემათ. ეს მაშინ ხდება, როცა ქალი დეფექტური X ქრომოსომის მატარებელია და მას ვაჟს გადასცემს. ქალისგან განსხვავებით, კაცს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვს, ამიტომ მუტირებული გენის კომპენსირებას ვერაფრით ახდენს. დაავადებებს, რომლებიც დედისგან გადადის, მიეკუთვნება: ჰემოფილია, და მიოდისტროფია. აუტიზმი მეტნაკლებად მაშინაა გამოხატული, როცა დედისგან ვაჟზე გადადის.


სიმსუქნისადმი მიდრეკილება

imageსიმსუქნისადმი მიდრეკილება, ან პირიქით, კარგი ტანადობა, მემკვიდრეობით გადადის. ზოგიერთ ადამიანში წონა და წელის სიგანე 25%-ით განპირობებულია გენეტიკურად, დანარჩენ შემთხვევებში ეს მაჩვენებელი 40%-ია, ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან, ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს და ამ დროს წონაში დაკლება ძალიან რთულია. თუმცა, გონივრულად ვარჯიში და კვება შედეგს ყოველთვის იძლევა.

სიგამხდრისკენ ან სიმსუქნისკენ მიდრეკილება ორივე მშობლისგან ერთნაირად გადადის. ამასთან, ტანადობისკენ მიდრეკილება უფრო ნაკლები ხარისხით გადაეცემა, ვიდრე სიმსუქნისადმი მიდრეკილება.

თუმცა, დაბადების მომენტში ბავშვის წონაზე მხოლოდ დედაა პასუხისმგებელი. თუ დედა გამხდარია, რა მსუქანიც არ უნდა იყოს მამა, ბავშვი მსუქანი არ იბადება და პირიქით, როცა დედა სიმსუქნით იტანჯება, ბავშვი შესაძლოა “სათადარიგო კილოგრამებით" დაიბადოს.


სიმაღლე

imageბავშვის სიმაღლეს უმეტესწილად მამა განსაზღვრავს. მაღალი მამაკაცის შვილებიც სიმაღლით გამოირჩევიან. საერთო ჯამში, ბავშვი სიმაღლის 60-80% მამის ან დედის გენებითაა განპირობებული, დანარჩენი კვებაზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე მოდის.

არსებობს ორი ფორმულა ბავშვის სიმაღლის გამოსათვლელად:

1) თუ ბიჭი გყავთ, დედის სიმაღლეს დაუმატეთ მამის სიმაღლე და დაუმატეთ კიდევ 13 სმ. გაყავით მიღებული სიმაღლე 2-ზე და მიიღებთ სავარაუდო შედეგს.

თუ გოგო გყავთ, შეკრიბეთ მშობლების სიმაღლე, გამოაკელით 13 და გაყავით2-ზე.

2)ჩაიწერეთ გოგონას სიმაღლე 18 თვის ასაკში, ბიჭისა კი 2 წლის ასაკში და და გამრავლეთ 2-ზე. მიღებული შედეგი იქნება ბავშვის სავარაუდო სიმაღლე ზრდასრულ ასაკში.


თვალის ფერი

imageთვალების ყავისფერი შეფერილობა დომინანტური ფერია. ამიტომ, თუ მშობლებიდან ერთს ყავისფერი თვალები აქვს, მეორეს კი ღია შეფერილობის, დიდი ალბათობით ბავშვსაც ყავისფერი თვალები ექნება. შანსი, რომ ბავშვს ღია ფერის თვალები ექნება, იმ შემთხვევაშია, როცა ყავისფერი თვალების მქონე მშობელს რეცესიული გენი აქვს. იმავდროულად, არაა გამორიცხული, რომ როცა ორივე მშობელს ცისფერი თვალები აქვს, მათი შვილს ყავისფერი თვალები ჰქონდეს.

ცისფერი და მწვანე თვალები-რეცესიული გენია, თუმცა ამ ორიდან ცისფერი უფრო დომინანტურია, ვიდრე მწვანე.


ფოსოები ლოყებზე

imageფოსოები ლოყებზე - დომინანტური გენის მაჩვენებელია. თუ რომელიმე მშობელს ასეთი ფოსოები აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ბავშვსაც გამოყვეს.


ხვეული თმა

imageბევრი დედა ოცნებობს, რომ მათი პატარა კულულებით დაიბადოს. თუმცა, თუ ერთ-ერთ მშობელს ხვეული თმა აქვს, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვიც ხვეული თმით დაიბადოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სქემა ასეთია:

თუ ორივე მშობელი ხუჭუჭაა, ბავშვიც ხუჭუჭა იქნება.

თუ მშობლებს სწორი თმა აქვთ, ბავშვსაც სწორი თმა ექნება.

თუ ერთი მშობელი ხუჭუჭაა, მეორე კი სწორთმიანი, მაშინ მათ შვილს ტალღოვანი თმა ექნება.

თუ მშობლებს სწორი თმა აქვთ, მაგრამ რომელიმე ოჯახის წევრს ხუჭუჭა თმა აქვს, შესაძლოა ბავშვიც ხუჭუჭა თმით დაიბადოს.




1
6150
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
6150
  
1 დეკემბერი, 21:57
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1