x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შეხვედრიხართ ფსიქოპათს?-9 ნიშანი,რაც ადამიანის არაჯანსაღ ფსიქიკაზე მიუთითებს
ბევრისთვის საშინელი სიტყვა “ფსიქოპათი" სულაც არ ნიშნავს მანიაკს, რომელიც ბენზინის ხერხით დარბის და მზადაა, გარშემო ყველა აკუწოს. ფსიქოპათი - ესაა ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი არ აქვს, არ განიცდის სინანულს, ეგოცენტრულია და ზედაპირული ემოციურობით გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქოპათი შეიძლება იყოს თქვენი მეზობელი, კოლეგა, ნათესავი და თავად თქვენც კი! ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას თქვენ დისკომფორტს განიცდით, მაგრამ რატომ - მიზეზს ვერ ხვდებით.

თუ ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები ახასიათებს, სრულიად შესაძლებელია, რომ ფსიქოპათთან გქონდეთ საქმე, თუმცა საბოლოო დასკვნა მაინც კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. ჩამოთვლილთაგან ერთი ან ორი სიმპტომის დამთხვევა არ ნიშნავს, რომ ადამიანს 100% ეს სინდრომი აქვს.

შეუძლია გარშემომყოფთა მოხიბვლა

imageრა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნამდვილი ფსიქოპათები ძალიან მიმზიდველები არიან და გარშემომყოფთა მოხიბვლა ადვილად შეუძლიათ, როგორც ქარიზმატულ ადამიანებს და ურთიერთობების ოსტატებს. მათ იციან როგორ მიიქციონ ყურადღება და როგორ აღაფრთოვანონ პუბლიკა საკუთარი თავით. მათი ყველა ქმედება მოფიქრებული და წინასწარ გათვლილია.

ყურადღება სხვა ადამიანებსაც უყვართ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ფსიქოპათებისთვის ის ჰაერივით საჭიროა. ამასთან, ყურადღების მიქცევა მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ შემდეგ თავისი მიზნებისთვის გამოიყენონ.


მრისხანების მოულოდნელი შემოტევები აქვს


imageრთული დღეები ყველას აქვს, როცა ვიღლებით, ვღიზიანდებით, თუმცა ასეთ სიტუაციებში მაინც ვახერხებთ საკუთარი თავის კონტროლს. ხოლო, თუ კონტროლი დავკარგეთ და “ორთქლი გამოვუშვით", შემდეგ პატიებას ვითხოვთ და ჩვენი მდგომარეობაც ნორმალიზდება.

ფსიქოპათები კი ძალიან ხშირად და სწრაფად კარგავენ კონტროლს და დაუძლეველ აგრესიას განიცდიან. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ და ემოციურ ზეწოლას ახდენენ გარშემომყოფებზე. ამასთან, ძალიან ბოღმიანები არიან.


ხშირადაა მოწყენილი

imageფსიქოპათები ხშირად არიან მოწყენილები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:არ ჰყოფნით ადრენალინი და მძაფრი შეგრძნებები, ჩვეულებრივი ემოციური დიაპაზონი მათთვის მიუწვდომელია, ის კი, რაც მათში იმპულსებს იწვევს, ხშირად არ ხდება. ფსიქოპათები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს და არ არიან მიჩვეულები პასუხისმგებლობის აღებას. სწორედ ამიტომ, მაღალი ინტელექტის მიუხედავად, მათ არ აწინაურებენ, შესაბამისად, ხშირად არიან მოწყენილები და ხშირად იცვლიან სამსახურს.


არ აქვს ისეთი ემოციები, როგორიც სხვებს

imageფსიქოპათებს მორალის საკუთარი კანონები აქვთ, რომლებიც ზოგადად მიღებულს და დადგენილს არ ემთხვევა. ამასთან, ისინი არ განიცდიან ემოციებს ისე, როგორც ნორმალური ადამიანები და შესაბამისად, ამ ემოციების გაგებაც არ ძალუძთ. ამის გამო, საშიში ან სამწუხარო სიტუაცია მათში არაჯანსაღ ინტერესს იწვევს, საერთო მხიარულება კი მასში მხოლოდ მოწყენას აღძრავს.

კარგად შეუძლია თვალთმაქცობა

imageფსიქოპათებს ხშირად უწევთ გარშემომყოფთა ემოციებთან მორგება ისე, რომ თავად არ განიცდიან ამ ემოციას. ასე თუ არ მოიქცევიან, უბრალოდ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ გამოუვათ. ამასთან, ფსიქოპათებს არ შეუძლიათ ღრმა გრძნობების განცდა, როგორიცაა: სიყვარული, თანაგრძნობა, გაგება. არადა, ეს ის გრძნობებია, რომლებიც სხვა ადამიანებთან გვაახლოვებს და რომლითაც მათი მანიპულირება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ფსიქოპათები შესანიშნავი მსახიობები და პროფესიონალი მატყუარები არიან.


არ განიცდის სინდისის ქენჯნას

imageნორმალური ადამიანები, ასე თუ ისე, განიცდიან სინდისის ქენჯნას. ფსიქოპათები კი არ აღიარებენ თავის დანაშაულს - მათ უბრალოდ არ შეუძლიათ სინდისის ქენჯნა განიცადონ.


აღფრთოვანებულია საკუთარი თავით

imageფსიქოპათებს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ისინი თვლიან, რომ ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან, ქედმაღლურად უყურებენ სხვებს და სურთ, რომ ყოველთვის მათ უჯერებდნენ. ფსიქოპათებს ყველაფერში ავტორიტეტად მიაჩნიათ თავი, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი შესაძლოა სრულიად არ ჰქონდეთ.

სამსახურში ეს შესაძლოა არა მხოლოდ დამრიგებლურ ტონში, არამედ გამუდმებულ შენიშვნებში გამოიხატოს, რომლითაც თქვენს არაკომპეტენტურობაზე მიანიშნებენ.


ადვილად მანიპულირებს გარშემომყოფებით

imageფსიქოპათს საკუთარი თავი ღმერთად მიაჩნია და ამიტომ სხვა ადამიანების მართვა მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ, მას ეს ხშირად გამოსდის კიდეც. ამაში მას საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობაც ეხმარება, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ხშირად აკლიათ.

იმისთვის, რომ მანიპულირება შეძლონ, ისინი ხშირად ახდენენ ადამიანებზე ემოციურ ზეწოლას, იყენებენ სხვების სისუსტეს, აკონტროლებენ სხვების ქცევას და შემდეგ შესაბამის ნიღაბს ირგებენ. თუ სამსახურში გამუდმებით გაქვთ დანაშაულის გრძნობა ვინმეს წინაშე, პანიკურად გეშინიათ შეცდომის ან ხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ, დაფიქრდით: შესაძლოა თქვენ ფსიქოპათის ანკესს წამოეგეთ?


მის პრობლემებში ყველა დამნაშავეა, მის გარდა

imageრა თქმა უნდა, წარუმატებლობა ფსიქოპათების ცხოვრებაშიცაა, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, ეს ადამიანები სინდისის ქენჯნას არ განიცდიან და გულწრფელად სჯერათ, რომ შეცდომებს არ უშვებენ. ამიტომ, ყველგან და ყველაფერში სხვები არიან დამნაშავეები:კოლეგები, მეზობლები, ნაცნობები და არავითარ შემთხვევაში თავად ისინი.


როგორ დავიცვათ თავი ფსიქოპათებისგან

image

1. ენდეთ საკუთარ გრძნობებსა და ინტუიციას. თუ გეჩვენებათ, რომ ადამიანი თქვენზე მორალურ ზეწოლას ახდენს, ხოლო მის კამპანიაში საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, შესაძლოა პრობლემა თქვენში კი არა, მასშია.

2.არ დათანხმდეთ ადამიანის დახმარებას მხოლოდ სიბრალულის გამო. ეს ერთ-ერთი მეთოდია მანიპულაციისთვის.

3.გამოიყენეთ “სამი ჯერის" წესი. თუ თქვენ სამჯერ მოგატყუეს ან დაგაღალატეს, ეს უკვე შემთხვევითობა აღარაა. ეს ფსიქოპათების ქცევის სტილია.

4.სასიამოვნო სიტყვები თქვენი მისამართით და მცირედი დახმარება არაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ თავი მოვალედ იგრძნოთ. ჭეშმარიტი კომპლიმენტი და უანგარო დახმარების სურვილი გულიდან მოდის და ადამიანი საპასუხო ნაბიჯს არ მოელის.

5. ნუ ენდობით სიტყვებს, ყოველთვის დაფიქრდით.

6. ნუ აჰყვებით ფსიქოპათს კამათში. სულერთია, ისინი არ აღიარებენ, რომ მართლები არ არიან. თქვენ კი ძალას, დროს და ნერვებს ფუჭად დახარჯავთ.




0
934
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0