x
image
გემი დალანდი
რა გველის წინ?-დეკემბრის თვის სრული პროგნოზი ასტროლოგ ანჟელა პერლისგან
ზამთარი უვე კარს მოგვადგა.ზამთრის პირველი და წელიწადის ბოლო თვე სულ მალე შემოაბიჯებს. და როგორი იქნება ის?-მეტწილად ეს ჩვენზეა დამოკიდებული და ასევე ვარსკვლავებზე.იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გველის წინ, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, გავეცნოთ ცნობილი ასტროლოგის ანჟელა პერლის დეკემბრის ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

image

1. ვერძი

image


ამ თვეში ვერძებზე განსაკუთრებულ ზეგავლენას მოახდენს პლანეტა ვენერა. 3 დეკემბრის შემდეგ პლანეტა მერვე, ვერძის ფინანსურ სახლში შედის, რაც ფულის მატებას მოასწავებს. თქვენ პრემიას მიიღებთ ან ვალს დაგიბრუნებენ.საერთო ჯამში, ვენერა სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ.

მერვე სახლი ინტიმისა და სიახლოვის სახლიცაა, ამასთან, თავად ვენერაც სიყვარულის პლანეტაა, რაც ვერძებს ახალ სიყვარულს უქადის. მთელი თვე დადებითი ემოციებითა და სიურპრიზებით იქნება სავსე.

ნოემბერში შესაძლოა თქვენი საქმეები შეფერხებულიყვნენ, მაგრამ 6 დეკემბრიდან სიტუაცია გამოსწორდება და საქმეც დაიძვრება, ამიტომ ნუ იდარდებთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. თუ მოგზაურობის სურვილი გაგიჩნდათ, ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს.შესაძლოა მოვლენებიც ისე განვითარდეს, რომ თქვენს მოგზაურობას ხელი შეუწყონ.

არის ალბათობა, რომ ახალი შეხვედრა გელით, რომელიც ბევრ ემოციას და შთაბეჭდილებას მოიტანს. დეკემბერი ასევე კარგი თვეა ახალი ცოდნის მისაღებად. 8 დეკემბრის შემდეგ კი საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები განახორციელოთ.


2.კურო

image

პლანეტა ვენერა კუროებს დადბით ცვლილებებს პირდება.განსაკუთრებით ძლიერ ზეგავლენას მოახდენს ეს პლანეტა ურთიერთობების სეგმენტზე. სწორედ დეკემბერში გეძლევათ შანსი, რომ სიყვარულს შეხვდეთ ან პარტნიორთან ურთიერთობები გააუმჯობესოთ. კარგი დროა შესარიგებლად და ურთიერთობების მოსაწესროგებლად. თუმცა, ნუ იჩქარებთ და ცხელ გულზე ნუ იმოქმედებთ.

ასევე, დეკემბერში, მოსალოდნელია საქმეების გამოსწორება. ხელსაყრელი პერიოდია წარმატებული გარიგებების დასადებად და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ვენერა ფულის მომტანია, მაგრამ არა კუროებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვის. შესაძლოა, სწორედ თქვენმა მეორე ნახევარმა მიიღოს კარგი შემოთავაზება ან კარგი სამსახური.

პლანეტები კუროს ახალ ნაცნობობას, მოულოდნელ შეხვედრებსა და ბობოქარ რომანებს პირდებიან.მიეცით საშუალება ახალ ემოციებს, ადამიანებს და მოვლენებს, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ და არ ინანებთ. თუმცა, 6 დეკემბრამდე ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და გარიგებების დადებას.6 დეკემბრის შემდეგ კი წარმატება გელით.


3.ტყუპები

image

რეტროგრადული ვენერა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა თქვენს საქმეებს, შეიცვლება და 3 დეკემბრიდან ყველაფერი კარგად წარიმართება. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრებაც ნელნელა მოწესრიგდება.პრობლემები და გაუგებრობები მოგვარდება და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

ყურადღება დაუთმეთ სამსახურს. თუ გაირჯებით და გულმოდგინებას გამოიჩენთ, ანაზღაურებას გაგიზრდიან ან დაგაწინაურებენ.თუ უმუშევარი ხართ, დეკემბერში სამსახურს იპოვით.დეკემბერი ასევე კარგი თვეა კონფლიქტების დასარეგულირებლად.ყველაფერი მოგვარდება.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გაიწმინდეთ ორგანიზმი.


4.კიბო

image

დეკემბერი შესაძლოა კიბოებისთვის შემოქმედებითად დატვირთული აღმოჩნდეს.თუ დიდი ხანია რაიმე ჩანაფიქრი გაქვთ, სწორედ დროა მისი განხორციელებისთვის. არის შვებულების და თავბრუდამხვევი რომანის ალბათობა. სასიამოვნო სიახლე გელით, რაც ოჯახში მატებას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს შვილის გაჩენა ან ოჯახის წევრის დაქორწინება.

რას შეეხება სამსახურს, კარგი ამბები და წარმატებები გელით.არის გლობალური ცვლილებების ალბათობა. შესაძლოა, სამსახურიდან წასვლა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება მოიფიქროთ. ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება.

დაფიქრდით თქვენს ჩვევებზე და შეიცვალეთ ისინი. თუ მოწევისთვის თავის დანებება გინდოდათ, დეკემბერი სწორედ შესაფერისი დროა ამისთვის. ასევე, კარგი თვეა იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ და ორგანიზმი გაიწმინდოთ. ამ თვეში ყველაფერი გამოგივათ, ამიტომ თამამად იმოქმედეთ.


5.ლომი

image

ძვირფასო ლომებო, დეკემბერში რაღაც სასიხარულო და შესანიშნავი გელით. სახლშიც რაღ 7 ჰგჯ იუაც კარგი მოხდება, შესაძლოა წვეულება ან რაიმე შენაძენი. ეს თვე ოჯახს და სახლს უნდა მიუძღვნათ. კარგი დროა შერიგებისა და გაერთიანებისთვის. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

არის ალბათობა, რომ კრედიტის აღებამ მოგიწიოთ. შესაძლოა დიდი დანახარჯები გქონდეთ, მაგრამ ეს რაღაც სასარგებლოს მოიტანს სახლისთვის. თუ გადასვლას აპირებდით, სწორედ შესაფერისი დროა. დარწმუნებული იყავით, რომ ახალ ადგილას გადახვალთ და იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებთ.

ოჯახის გარდა, დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოთ. ამისთვის შესაფერისი პერიოდია დეკემბრის ბოლო. არის ალბათობა, რომ შორეულ მოგზაურობაში წახვიდეთ. კარგი დროა საკუთარ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და გასარკვევად. დაისვენეთ, რომ დღესასწაულების წინ ძალა მოიკრიბოთ.


6.ქალწული

image

ქალწულებს ვენერა ბევრ ურთიერთობასა და ნაცნობობას პირდება. არის შანსი, რომ ახალ მეგობრებს შეხვდეთ, სასარგებლო კავშირები გააბათ და სიყვარულიც იპოვოთ. კარგი ამბებია ოჯახთან დაკავშირებით-შესაძლოა ოჯახის წევრების მატება.

ეს თვე კარგია რაიმეს შესასწავლად. შესაძლოა კი არ ისწავლოთ, თავად ასწავლოთ რაიმე. კარგი თვეა წიგნის ან დღიურის დასაწერად.თქვენ ეს წარმატებას მოგიტანთ.

ზოგადად, დეკემბერი კარგი იქნება.თვის ბოლოსთვის შვებულებაა მოსალოდნელი. ეს დრო პროდუქტიულად გამოიყენეთ და თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი განახორციელეთ.


7.სასწორი

image

დეკემბერი სასწორებს რაღაც კარგსა და ძვირფას საჩუქარს მოუტანს. ეს თვე ძალიან წარმატებული იქნება. კარგი პერიოდია რაიმე საქმის წამოსაწყებად. ეს აუცილებლად მოგიტანთ ფულს. სასწორები დიდ შემოსავალს მიიღებენ, თუ ახალ საქმეს წამოიწყებენ და წარმატებულ გარიგებას დადებენ. ფინანსური თვალსაზრისით დეკემბერი წარმატებული თვეა. ვენერა ძალას და საკუთარი თავის რწმენას მოგცემთ. იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ!

დეკემბერი ასევე სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ. დიდი ალბათობაა, რომ ახალ სიყვარულს შეხვდებით და ბედნიერებას მოიპოვებთ. დისგან ან ძმისგან სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.ოჯახში რაღაც ცვლილება მოხდება. შესაძლოა, თქვენ ეს ცვლილებები არ მოგეწონოთ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება.

თვის ბოლოს სასიამოვნო ცნობას მიიღებთ სამსახურთან დაკავშირებით. დაგაწინაურებენ ან კარგ პრემიას მიიღებთ. თუ ყველა პროექტსა და საქმეს ვადებში დაასრულებთ, ეს დადებითად აისახება სამსახურებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ თვეში სასწორები სოციალურ სტატუსს შეიცვლიან. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალ მოვალეობას, ქორწინებას ან ფეხმძიმობას. მზად იყავით, დეკემბერი ნამდვილად გაგახარებთ!


8.მორიელი

image

მორიელებზეც ვენერა იქონიებს ზეგავლენას:ფულთან და სიყვარულთან დაკავშირებით, ამ თვეში ყველაფერი რიგზე იქნება. საუკეთესოა პერიოდია საკუთარ სილამაზეზე ზრუნვისა და სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურებისთვის. თუმცა, ვიზიტი 7 დეკემბრის შემდეგ უნდა დანიშნოთ.

თუ რეტროგრადული ვენერას პერიოდში პარტნიორს დაშორდით ან იჩხუბეთ, ამ პერიოდში ყველაფერი დალაგდება. მიხვდებით, რას გრძნობთ სინამდვილეში და თუ ეს გრძნობა შვება იქნება, ე.ი. სწორად მოქცეულხართ და ამ ურთიერთობას აღარ უნდა დაუბრუნდეთ.

დაოჯახებული მორიელებისთვის ეს ჰარმონიის პერიოდია. ჰარმონია გელით საქმიან პარტნიორებთანაც. გარიგებები და ხელშეკრულებები წარმატებით დასრულდება. მთავარია, მნიშვნელოვანი საქმეები თვის შუა რიცხვებისთვის გადაიტანოთ.


9.მშვილდოსანი

image

დეკემბერში სული უნდა მოითქვათ. ვენერა მოგზაურობას გპირდებათ, რაც შვებას გაგრძნობინებთ. შეარჩიეთ მოგზაურობისთვის ლამაზი ადგილები.ეს ახალი ძალებით დაგმუხტავთ.

ვარსკვლავები მოგზაურობას და ნანატრ შეხვედრას გპირდებიან. ვენერა დაგეხმარებათ სიყვარულისა და ახალი მეგობრის პოვნაში. ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს. ეს თვე წარმატებული იქნება ახალი წამოწყებებისთვის, ფინანსური სფეროსთვის. არის ალბათობა, რომ დიდი შემოსავალი მიიღოთ არა სამსახურიდან, არამედ სხვა გზით.

დეკემბერი კარგი თვეა ასევე დიეტებისთვის, ვარჯიშისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ოპერაციებისთვის, მაგრამ მხოლოდ 7 დეკემბრის შემდეგ.


10.თხის რქა

image

ამ თვეში თხის რქები კარგ შემოსავალს მიიღებენ საკუთარი ბიზნესიდან ან მსგავსი საქმიანობიდან. თუ საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ და მისი წამოწყება გინდათ, 7 დეკემბრის შემდეგ სწორედ შესაფერისი პერიოდია. თქვენი ოცნებები და გეგმები დეკემბერში რეალიზდებიან.

თვის დასაწყისში თქვენი გეგმები შესაძლოა რეტროგრადულმა მერკურმა ჩაშალოს, ამიტომ ყველაფერი 7 დეკემბრის შემდეგ დაგეგმეთ. ეს თვე კარგია ავადმყოფობისგან გასათავისუფლებლად. შესაძლოა ამ თვეში გამოკვლევების ჩატარებამ და სისხლის ჩაბარებამ მოგიწიოთ.

თვის მეორე ნახევარში, 13 დეკემბრის შემდეგ, მოსალოდნელია მოგზაურობა. ეს თვე სიყვარულის და პარტნიორული ურთიერთობების პერიოდია. სწორედ რომ დროა ურთიერთობების დასალაგებლად და მეორე ნახევრის საპოვნელად.


11.მერწყული

image

მერწყულებს ვენერა წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას ჰპირდება. შანსი გაქვთ ახალი სამსახური მიიღოთ ან სოციალური სტატუსი შეიცვალოთ, კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. საერთო ჯამში-წარმატებას მიაღწევთ და დაჯილდოვდებით კიდეც. ამ თვეში შეგიძლიათ საკუთარი საქმე წამოიწყოთ.მთავარია, არ შეგეშინდეთ და გაბედულად იმოქმედოთ. ბევრი მერწყული ახალ სამსახურს იპოვის და ჯანმრთელობასაც მიხედავს.

არის იმის ალბათობაც, რომ ურთიერთობის ახალი წრე გაგიჩნდეთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობობის, ეს შესაძლოა სასარგებლო იყოს.

თვე ძალიან პროდუქტიული იქნება, ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თვის ბოლოს კი დიდი შენაძენი გელით. იმოქმედეთ, ყველაფერი გამოგივათ.


12.თევზები

image

დეკემბერში თევზებს შორეული მოგზაურობა ელით, რომელიც სიხარულის მომტანი იქნება. საზღვარგარეთ შესაძლოა თქვენს სიყვარულსაც კი შეხვდეთ. ვენერა ყველაფერში დაგეხმარებათ, რაც მოგზაურობას უკავშირდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ 1-დან 6 დეკემბრამდე, რადგან ამ პერიოდში ისევ ნარჩუნდება რეტროგრადული მერკურის გავლენა.

კარიერაში გაგიმართლებთ. დიდი ალბათობაა დაგაწინაურონ ან ახალი სამსახური იპოვოთ. ამ თვეში შესაძლოა ისეთი ცვლილებებიც მოხდეს, რომელიც თევზებს არც თუ ისე ძალიან მოეწონებათ, მაგრამ არ ღირს დროზე ადრე დამწუხრება. ყველაფერი მხოლოდ სასიკეთოდ შემოტრიალდება.

ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ამის გჯეროდეთ!


1
2474
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2474
  
2018, 30 ნოემბერი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1