x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
პრეზიდენტობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს
image

სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.

"-ჩემი ხმა ყველაზე ევროპულ კანდიდატს მივეცი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ერთიანი საქართველო, დაწყნარებული საქართველო, ღიმილიანი საქართველო. " - განაცხადა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

ქუთაისში დააფიქსირა საკუთარი ხმა გრიგოლ ვაშაძემ . გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოცხადდა.


"-დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, ისინი, ვინც 90-იანი წლებიდან კბილებით ინარჩუნებს დემოკრატიას, სახემწიფოებრივობას, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს. " -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ .

რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 20:00 საათზე დასრულდება.


1
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
33
  
2018, 30 ნოემბერი, 23:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1