x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Buyოლოგია - ის რაც ყველა მარკეტერმა და გაყიდვების სპეციალისტმა უნდა იცოდეს
image



ადამიანი ყოველდღიურად რაღაცას ყიდულობს. ამ პროცესში კი მთავარი ტვინია, რომელიც მუდმივად აგროვებს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ და მათი გაანალიზების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა კონკრეტულად რა განაპირობებს ამ გადაწყვეტილებას, ეს დღესდღეობით მარკეტერების ინტერესის საგანია. სამომხმარებლო კვლევებზე უამრავი დროითი და ფინანსური რესურსი იხარჯება და მას ნეირომარკეტინგი შეისწავლის. ის სამედიცინო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით სწავლობს ტვინის რეაქციებს მარკეტინგულ სტიმულებზე.


„მოდი, თვალი გავუსწოროთ უბრალო ჭეშმარიტებას: ყველანი მომხმარებლები ვართ. შოპინგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელობა არ აქვს, რას ვყიდულობთ - მობილურ ტელეფონს, ნაოჭების საწინააღმდეგო შვეიცარიულ კრემსა თუ Coca-Cola-ს. ჩვენ ყოველდღიურად ათობით (ან სულაც ასობით) შემოთავაზება თუ სარეკლამო გზავნილი გვაცვივა თავზე. სატელევიზიო რეკლამა, ქუჩის ბილბორდები, ინტერნეტბანერები, ვიტრინებში გამოკრული განცხადებები... ყოველდღიურად გვესმის ბრენდების სახელწოდებები და ბრენდების შესახებ ცნობები, მაგრამ განა შესაძლებელია, ინფორმაციის ამ ნიაღვარში თუნდაც რამდენიმე დასახელების დამახსოვრება?



image



რა ფაქტორები განსაზღვრავს, რომელი ინფორმაცია დაილექება მეხსიერებაში და რომელი აღმოჩნდება ჩვენი გონების საწარმოო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, სადაც იმტვერება Huggies- რეკლამები და მომხმარებლისთვის განკუთვნილი სხვა უფერული გზავნილები?


ეს ამონარიდი კი არის მარტინ ლინდსტრომის წიგნიდან „Buy-ოლოგია“ - მითი და რეალობა იმის თაობაზე, რატომ ვყიდულობთ. მარტინ ლინდსტრომის ეს წიგნი ქართულ ენაზე ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა.


წიგნის კონსულტანტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე გურულია, რომელიც წიგნს ასე ახასიათებს: „მარტინ ლინდსტრომის წიგნი „BUY-ოლოგია“ იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ბევრ ჩვენგანს ალბათ შეუმჩნევია, რომ თუ ცუდ ხასიათზე ვართ, უფრო მეტს ვყიდულობთ. არსებობს მოსაზრება, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას ადამიანებს თვითშეფასების უნარი უქვეითდებათ, ხოლო ყიდვით ადამიანის თვითშეფასება მაღლა იწევს. ყიდვის დროს დოპამინი გამოიყოფა, რომელიც ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ასე რომ, ყიდვის პროცესი ბევრ ადამიანში ბედნიერებას აღვივებს. წიგნი საინტერესოა ყველასთვის, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის განვითარების, დიზაინის, პიარის მიმართულებით მუშაობს, და არა მარტო მათთვის. წიგნის კითხვისას განავითარებთ იდეებს და გაეცნობით ხრიკებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაყიდოთ უფრო მეტი და როგორ განავითაროთ ბიზნესი. და თუ თქვენ არაფერს ყიდით, იმის იდეა მაინც გაგიჩნდებათ, როგორ შექმნათ საკუთარი თავისგან ბრენდი, რომელსაც რაც უფრო ძვირად გაყიდით, უფრო მეტ ფულს იშოვით, “ - განმარტავს თორნიკე გურული.


ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებაზე? თვალში საცემი რეკლამები, მყვირალა სლოგანები თუ გადამდები ტექსტები და მელოდიები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ?


image


ამ კითხვებზე პასუხს სწორედ მარტინ ლინდსტრომის წიგნში გაეცნობით. დასკვნები და საოცარი აღმოჩენები ავტორმა სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა. ამ კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას.


6 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში, ბიზნესღონისძიება და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სახელწოდებით: "Buy•ოლოგია - ანუ, რატომ ვყიდულობთ?“


ღონისძიებაზე წიგნს მისი კონსულტანტი და PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე გურული წარადგენს, რომელიც ასევე ისაუბრებს თემებზე:


  • ნეირომარკეტინგი და მისი როლი გაყიდვებში;
  • ნეირომარკეტინგული კვლებები და საინტერესო მაგალითები.
ივენთის მეორე სპიკერია თათია ტურაშვილი PhD - ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი. აქვს უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესტრენერად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ისაუბრებს თემაზე, თუ როგორ მოვემზადოთ კლიენტებთან მოლაპარაკების დაწყებამდე.


განხილული საკითხები: რატომ ვერ ყიდიან და რატომ არ ყიდულობენ, NLP-ზე დაფუძნებული მიდგომა;

  • როგორ მოვემზადო მოლაპარაკებამდე და განვსაზღვრო ჩემი “Batna”;
  • რა სტრატეგიების გამოყენება ეფექტური სხვადასხვა მოლაპარაკებისას;
  • რა ტიპის კლიენტები არსებობს და როგორია მათთან ურთიერთობის სტილი.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1938469023126231/



0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0