x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იემენელმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის ელიტარული სპეცრაზმის ჯგუფი გაანადგურეს

image იემენელი ამბოხებულები სადაც მიასწრებენ იქ ანადგურებენ იემენში შესულ საუდის არაბეთის არმიის დანაყოფებს. კბილებამდე შეიარაღებული საუდის არაბეთის მებრძოლებს, საბრძოლო გამოცდილება აკლიათ სავარაუდოდ, რადგან მათი ტექნიკა უნდა ითქვას თანამედროვეა, ხოლო იემენელი მეამბოხეები, რომლებსაც უფრო "ჰუსიტებად" ვიცნობთ ფლოსტებით დადიან და მაინც დიდ ზიანს აყენებენ საუდის არაბეთის რეგულარული არმიის დანაყოფებს.
საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ნელი ტემპით მიიწევენ წინ ამის მიზეზი კი შემდეგშია: მათი მებრძოლების საბრძოლო გამოუცდელობა პარტიზანული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლაში, გამოუცდელობა მთაგორიან რელიეფზე ბრძოლაში და დასახლებულ პუნქტებში.
"ჰუსიტები" კი კარგად იყენებენ ნებისმიერ საშუალებას რასაც კი შეუძლია მოწინააღმდეგეს მიაყენოს ზიანი, იქნება ეს სამხედრო ტექნიკა თუ ცოცხალი ძალა.
განსაკუთრებით კარგად იყენებენ საუდის არაბეთის სამხედრო დანაყოფების სავალ გზებზე ნაღმური ველებს.
იემენში ბოლოს "ჰუსიტებმა" საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ელიტური, მოიერიშე სპეცრაზმის ჯგუფის 21 მებრძოლი მოკლეს მყისიერად, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, 21 მებრძოლი, თან ელიტური დანაყოფიდან ყველა ერთბაშად როგორ მოკლესო?!
იემენის ქალაქ ხოდეიდასთან მიმდინარე ბრძოლებისას ელიტური სპეცრაზმის ჯგუფი შეეცადა გაერღვია თავდაცვითი ზღუდე და გზა გაეხსნა რეგულარული ჯარის ნაწილებისათვის, რა დროსაც მთელი ჯგუფი მოხვდა დანაღმულ ადგილას, ელიტური დანაყოფის 21 კაციანი ჯგუფი ფუგასური ნაღმის ამოქმედებამ მყისიერად გაანადგურა ადგილზევე.
აღნიშნულ კადრებს იემენელი ამბოხებულების თვითნაკეთი უპილოტო თვითმფრინავი იღებდა.
image

1
410
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
2018, 29 ნოემბერი, 0:41
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1