x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საარჩევნო დარღვევები და მოქალაქეთა აქტივობა დედოფლისწყაროში
image


12:00 საათისთვის დედოფლისწყაროში ამომრჩეველთა აქტივობამ 19, 5% შეადგინა, არადა პირველ ტურზე ამავე საათისთვის აქტივობა 17% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტივობა გაზრდილია. საერთო ჯამში 12:00 საათის მონაცემებით ხმა 4 266-მა ამომრჩეველმა მისცა. 10:00 საათისთვის აქტივობა 7% იყო და მაშინ 1 525 ამომრჩეველი დაფიქსირდა.


დარღვევები დედოფლისწყაროში 14:00 საათისთვის


სოფელ არბოშიკში დილის 8:00 საათისთვის დენი ჩაქრა. უბანზე არ იყო ალტერნატიული დენის წყარო, თუმცა პირველი ამომრჩევლები მაინც მიიღეს და პროცესი გაგრძელდა. საჩივარს წერს ენმ-ს წარმომადგენელი ემზარ ჯანაშვილი.


ქალაქ დედოფლისწყაროში, #3 უბანზე, ე.წ. „კამიშოვკაში“ დამკვირვებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა დაწერა საჩივარი იმ ფაქტზე, რომ ერთერთმა ამომრჩეველმა ნუგზარ ქენქაძემ კაბინაში ბიულეტენთან ერთად შეიყოლა კონვერტიც.



ქალაქ დედოფლისწყაროში #19-ე უბანზე ნაცმოძრაობის დამკვორვებელი ნიკა მაძღარაშვილი საჩივარს წერს, რომ ვეტლაბორატორიის შენობაში მდებარე საარჩევნო უბანი ვიწროა, რეგისტრატორთა განლაგება არაპრაქტიკულია და დაკვირვება ვერ ხერხდება. არადა, ამ ოთახში ბოლო 10 წელია არჩევნები ასე ტარდება.


სოფელი არხილოსკალოს 14-ე საარჩევნო უბანი - ვიწრო ოთახის გამო შეუძლებელია რეგისტრატორების უკან დამკვირვებლები განთავსდნენ და კენჭისყრისა და ამომრჩეველთა პროცესს დააკვირდნენ.


10:46 საათზე არხილოსკალოს უბანში ამომრჩეველმა ღია ბიულეტენი გამოიტანა და ყველას შეეძლო დანახვა.


ამავე უბანზე ნაცმოძრაობის დამკვირვებელს დავით კაკალაშვილს უბნის რეგისტრატორმა უხეშად მიმართა და მის უკან დგომა და დაკვირვება აუკრძალა. დაიწერა საჩივარი თავმჯდომარის სახელზე.


არხილოსკალოში საარჩევნო უბნის წინ, გზაზე დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დააფიქსირეს, ფოტომასალას ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს.


სოფელი ხორნაბუჯი -11:05 საათზე 22-ე უბნის კომისიის წევრი იზა ჯანაშვილი ამომრჩეველთა რაოდენობას ითვლიდა. საჩივარი დაწერა ნაცმოძრაობის დამკვირვებელმა ნატალია ქადაგიძემ.


ხორნაბუჯის 7-ე უბანზე დამკვირვებელი სიაში იწერს, რამდენი ამომრჩეველი მოდის უბანზე. ნაცმოძრაობას დართული აქვს 2 წუთიანი ვიდეომასალა, თუმცა ვიდეოში დარღვევა არაფერი ჩანს, საუარში კი ისმის, როგორ საუბრობენ სკამზე ჩამომსხდარი დამკვირვებლები საყოფაცცხოვრებო პრობლემებზე, იმაზე რამდენად სწორად აღრიცხავს წყლის მრიცხველები გადასახადებს და მოოხმარებული წყლის დანახარჯს. გაუგებარია ამ ვიდეოს არსი, რა მტკიცებულებებს შეიცავს ხსენებული ვიდეომასალა.


ზემო მაჩხაანში #8 უბანში ფართის სიმცირის გამო გართულებულია საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვება. საჩივარს წერს დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი. მისი მტკიცებით, ირღვევა საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. ბაღაშვილი ითხოვს, შეიცვალოს კენჭისყრის ოთახი და ის ოთახი დაბრუნდეს, სადაც პირველი ტური გაიმართა.


სოფელ ფიროსმანში - 9:25 საათზე სოფლის რწმუნებული ვალიკო აბაშიძე საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ამომრჩეველს ესაუბრება


საბათლოს #18-ე უბანზე სოფლის რწმუნებულის მამა ზის კაბინის გვერდით. ამავე სოფელში საჩივარ დაიწერა, უცხო პირები უბნის ტერიტორიაზე, ეზოში ამომრჩეველზე ახდენენ გავლენას.


სოფელ სამთაწყაროში #16-ე უბანზე გარდაცვლილია სიაში. თუმცა ნაცმოძრაობა არ აკონკრეტებს ვინაა, ან რა მონაცემებს ეყრდნობიან.


0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0