x
image
ინტერ-გოგონა
ჯადოსნურ ღამემდე დარჩენილია სულ რაღაც 34 დღე,როგორ დავხვდეთ ახალ 2019 წელს....
ბედნიერება უნდა იყოს ნამდვილი...

სახლი - თბილი

სიყვარული -ორმხრივი

დრო? რა მნიშვნელობა აქვს, რა დროაა ! ! !


თუმცა მაინც მეგულება ერთი ჯადოსნური ღამე ...

მწამს, რომ იმ ღამეს ახალი ცხოვრება იწყება ...

მჯერა, რომ ჯადოსნური და იდუმალია....

მჯერა, რომ იმ ღამეს სასწაულები ხდება ...

და სანამ ასე ბავშვურად მწამს და მჯერა ...

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ყოველთვის ამიხდება...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

2019 წელი ყვითელი ღორის წელია...

ასტროლოგები გვამცნობენ, რომ ეს წელი ოჯახის, სითბოს და კეთილდღეობის წელი იქნება...

როგორი სუფრით დავხვდეთ ღორის წელს?

პატივცემულ ღორს ძალიან უყვარს სოკო, ამიტომ აუცილებლად სუფრას უნდა ამშვენებდეს სოკო..

ასევე არ დაიშუროთ სხვადასხვა სახეობის ხილი..

სუფრის გასალამაზებლად კი გამოიყენეთ მწვანილი ...

(ქართველების ცნობილი გამოთქმა ღორივით გავილეშეო, არ გინდათ მაინც, ღორის საპატივცემულოდაც არ გირჩევთ)

რა ჩავიცვათ?

არა მარტო სუფრით, ჩაცმის სტილითაც უნდა გამოვირჩეოდეთ წელს..

წელს, რა თქმა უნდა, მთავარი ფერი იქნება ოქროსფერი...

ასევე დიზაინერების თქმით, აქტუალური იქნება მწვანე, შინდისფერი, თეთრი და ნაცრისფერი...

(ყვითელი ღორის საპატივცემულოდაც არ არის საჭირო, სუფრასთან ყველა ყვითელ სამოსში ჩაცმული იჯდეს)

ცრურწმენებიც არ დაგვავიწყდეს ...

რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ რაღაცის რწმენა, რასაც აუცილებლად აკეთებთ ახალ წელს..

-ახალ წელს აუცილებლად იყიდეთ ახალი ცოცხი...

– თუ ბედი გინდათ გაგეხსნათ, მაგიდის ქვეშ შეხვდით ახალ წელს...

- დაწერეთ სურვილი ფურცელზე, დაწვით და ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და ისე თქვით სადღეგრძელო..(ნუ, რა ვიცი, ამას მაინც ნუ გაიმეორებთ და რაღაც არასანდოდ მიმაჩნია)

- აუცილებლად ჩაიცვით ახალ წელს რაიმე ახალი ...

-აუცილებლად შემატეთ თქვენს ნაძივს ხეს ახალი სათამაშო...

-მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს გარედან მოსული...(სხვათა შორის, სანამ ჩემი ძმა გაიზარდა, მახსოვს, როგორ მაგდებდნენ ყოველ ახალ წელს გარეთ ერთი წლით...)

-არ დაგავიწყდეთ, ჩამოკიდოთ ბუხართან წინდები...(მართალია საქართველოში იშვიათან მოდის თოვლის ბაბუა, მაგრამ მაინც, რა იცი რა ხდება - ახალი წელია! )

imageimageimageimageimageimageimageimageimage




image
წელსაც დარჩით მარტო სახლში...

ახალი წელი ხომ ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია...


image

imageimage


პ.ს ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულით სავსე წელს გისურვებთ...



10
132
5-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
132
  
2018, 29 ნოემბერი, 0:37
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 28 ნოემბერი, 12:08
ნუ ბოდიალობ ერთი : )
2018, 28 ნოემბერი, 11:11
ადრე მიყვარდააა
2018, 28 ნოემბერი, 11:11
მე არ მიყვარს ახალიწელი... :(
2018, 28 ნოემბერი, 0:16
ზუსტად ეგრეეე :) ყველა რათაც ახალის მოლოდინში იმდიანია
2018, 28 ნოემბერი, 0:08
ვგიჟდები , ამ დღეზე განსაკკუთრებით, თითქოს მართლა ჯადოსნობა ხდება, ყველა ბედნიერია, ყველა ზეიმობს, ქუჩაში მხოლოდ მომღიმარ სახეებს ხედავ და ცოტახნით მაინც ავიწყდება ხალხს ის სიდუხჭირე და პრობლემები, რომლებშიც ყელამდე არიან ჩაფლულები. ქეიფი და ორმეტრიანი სუფრები არ მიზიდავს, სილამაზე, მაშხალები და ღიმილიანი და ბედნიერი სახეები მახარებს :)
2018, 27 ნოემბერი, 23:57
მე ორი კვირი წინ ვიყიდე ახალი სათამაშოოო უკვეე :) ცოცხსაც ახალს ვყიდულობ :) ყოველ წელს ჩემით ვაკეთებ გოზინაყს :) არაფერი ისე არ მიყვარს როგორც ეგ დღეეეეე
2018, 27 ნოემბერი, 23:53
დროზე ადრე ვრთავ ნაძვის ხეს და ყველა წელს აუცილებლად ახალი სათამაშო ან ნაძვის ხესთან დასადგმელი რაღაც კრეატიული უნდა ვიყიდო ხოლმე, მიხარია და ტრადიციად დავნერგე :) შენ?
2018, 27 ნოემბერი, 23:48
კიიი შენ რა ტრადიცია გაქვს მაკ რასაც ყოველ წელს აკეთებ ? :)
2018, 27 ნოემბერი, 23:36
ასევე, შორე სურვილების ასრულების წელი გქონოდეს :* მიყვარს შობა-ახალი წელი თავისი ყველა ტრადიციული რაღაცებით :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10