x
image
Yoona
Mediator image
აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე
image

2018 წელი უკვე ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის შეჯამება უკვე უნდა დავიწყოთ და არაფერი გავაკეთოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ცვლილებებისთვის საკმარისი დრო არის. გსურთ გაიგოთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე? ჩვენი ტესტი გამცნობთ ამის შესახებ.

წინასწარმეტყველების გასაგებად მოცემული ტაროს კარტებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ. თითოეული სურათზე მსგავსი გარეგნული მხარით არის წარმოდგენილი, მაგრამ ინტუიციას ენდეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

imageესეც პასუხები:


1. კარტა „ცხრა თასი“

image

ის სიამოვნების, გულუხვობის, ჯანმრთელობის და სურვილების დაკმაყოფილების სიმბოლოა.

შესაძლოა, წელს უკვე უჩვეულოდ ნათელი ემოციური წინსვლა მიიღეთ, ან ჯერ კიდევ ასეთი გრძნობის განცდა მოგიწევთ. თქვენ პოზიტივის ტალღაზე იმყოფებით და იცოდეთ, რომ საუკეთესო რამ წინ გელოდებათ. ამ მომენტში თქვენ ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ იქნება: თქვენ მიიღებთ იმას, რისთვისაც დიდი ხანია ისწრაფვით და თქვენს ძალისხმევას სათანადოდ დააფასებენ. შეგიძლიათ მოდუნდეთ და თქვენი შრომის ნაყოფით ისიამოვნოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება არაკეთილმოსურნე ადამიანებში შურს გამოიწვევს. მათ პროვოკაციებს არ წამოეგოთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


2. კარტა „სამი ველი“

image

ის მოგზაურობის, ძიების, თავგადასავლების, მომავლის და ლიდერობის სიმბოლოა.

თქვენ გრძნობთ, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გექნებათ. თქვენ პოზიტიური აქტივობის ტალღაზე იმყოფებით, ამიტომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. შესაძლოა, ამ დრომდე თქვენი ცხოვრება მშვიდი და ზომიერი იყო, მაგრამ სწორედ წლის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა (კარგი გაგებით) დადგება. პროექტები, რომლებზეც ამდენი ხანია მუშაობდით, წარმატებული იქნება, ხოლო თქვენს შრომას სათანადოდ დააფასებენ. თქვენ რთული არჩევანის წინაშე დადგებით, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.


3. კარტა „ეტლი“

image

ეს არის ცვლილების, იღბლის, მომავლის, დისციპლინის, თავდაჯერებულობის და ავტორიტეტის სიმბოლო.

ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა და განცდების გადატანამ მოგიწიათ, მაგრამ წლის ბოლოს ყველაფერი ნორმაში ჩადგება და ბევრი განცდის გადატანა არ მოგიწევთ. პირიქით, ბედი, როგორც იქნა, თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ. ეს ყველაზე კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. თქვენ ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა გაქვთ.


4. კარტა „ექვსი მახვილი“

image

ის პრობლემის გადაჭრის, წარუმატებლობის შემდეგ აღდგენის, სულიერი წონასწორობის სიმბოლოა.

თქვენ ნელა, მაგრამ დარწმუნებით არეულობას და პრობლემებს შორდებით და მშვიდ და ზომიერ ცხოვრებას უბრუნდებით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თქვენ გვირაბის ბოლოს დიდი ხნის ნანატრ სინათლეს დაინახავთ და საკუთარი თავის მიმართ ნდობას აღიდგენთ. წლის ბოლო საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მოქმედება დაიწყოთ და ყველაზე თამამი იდეები განახორციელოთ.


5. კარტა „შვიდი პენტაგრამა

image

ის სიმშვიდის, მშვიდობის და ალტერნატივის სიმბოლოა.

თქვენთვის დგება დრო, როცა უნდა გაჩერდეთ, შეისვენოთ, სიტუაცია გაანალიზოთ და გაიგოთ, რომ თქვენი მცდელობა წარმატებული არ არის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ და უფრო ხელსაყრელ პერიოდს უნდა დაელოდოთ. შესაძლოა, მცირე იმედგაცრუება განიცადოთ, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს მოერიდეთ და ყველაფერი არ მიატოვოთ. უბრალოდ, გეგმებში ცვლილებები შეიტანეთ. თქვენ ნახავთ, რომ მალე ყველაფერი გამოგივათ.


6. კარტა „ცხრა პენტაგრამა

image

ეს მატერიალური კეთილდღეობის, თავდაჯერებულობის და დისციპლინის სიმბოლოა.

თქვენ ყველაფრის გაკონტროლებას ხართ მიჩვეული და უნდა ითქვას, რომ ამას თავისი ნაყოფი მოაქვს. თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიგიყვანიათ. ზუსტად 2018 წლის ბოლოს თქვენ ჯეკპოტს მოიგებთ და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ფული თუ მომგებიანი თანამშრომლობის შეთავაზება, მაგრამ ამისთვის თქვენ დისციპლინის დაცვა და ემოციების გაკონტროლება მოგიწევთ.

0
3557
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0