x
image
პროფესორი
სოკრატეს ბრძნული მიდგომა

image

ერთხელ ერთმა ადამიანმა ჰკითხა სოკრატეს:
-იცი, რა მითხრა შენს შესახებ შენმა მეგობარმა?
-მოიცადე-გააჩერა სოკრატემ, -კარგად აწონ-დაწონე ის, რისი თქმაც გინდა, სათქმელმა 3 გამოცდა უნდა ჩააბაროს.
სანამ რამეს იტყვი, სათქმელმა ყოველთვის უნდა გაიაროს 3 გამოცდა.პირველი სიმართლის გამოცდაა.დარწმუნებული ხარ, რომ ის რისი თქმაც გინდა სიმართლეა?
-არა, მე უბრალოდ გავიგე ეს.
-ესეიგი, შენ არ იცი, სიმართლეა თუ არა ეს.მეორე სიკეთის გამოცდაა.ჩემს მეგობარზე რამე კარგი უნდა მითხრა?
-არა, პირიქით.
-ესეიგი, შენ რაღაც ცუდის თქმას აპირებ მასზე, მაგრამ დარწმუნებულიც კი არ ხარ, რომ ეს სიმართლეა.გადავიდეთ მესამე გამოცდაზე-სარგებლის გამოცდა.ძალიან დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ის, რისი თქმაც გინდა ჩემთვის?
-არა, ამაში არ არის გადაუდებელი აუცილებლობა.
-ესეიგი, იმაში რისი თქმაც გინდა, არ არის სიმართლე, არ არის სიკეთე და არ არის სარგებელი.
საერთოდ რა საჭიროა ამ შემთხვევაში ლაპარაკი?

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0