x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ტესტი: ვინ არის ყველაზე სულელი ამ ხეზე? აირჩიეთ და ჩვენ თქვენი პიროვნების ფსიქოლოგიურ ანალიზს გავაკეთებთ
image

ბევრ სიტუაციაში ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამას პიროვნების შესახებ რაღაც საინტერესოს თქმა შეუძლია. აი, მაგალითად, დღეს თქვენთვის მოვამზადეთ ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენი ხასიათის შესახებ რაღაც განსაკუთრებულს გიამბობთ.

თქვენ მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ხეზე ყველაზე სულელი ადამიანი უნდა აირჩიოთ.

უკვე აირჩიეთ ადამიანი, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე სულელია?


image

ადამიანი №1

როგორც თქვენ ხედავთ, ნომერ პირველი ადამიანი ზის და ელოდება, სანამ ხის ტოტი ჩამოვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად პრობლემას გაურბიხართ და მის არსში გარკვევა არ გსურთ. ხშირად სიტუაციას ერგებით და მასში რაიმე ცვლილების შეტანას არ ცდილობთ. დიახ, ეს ადვილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი არ არის. კამათი - ეს თქვენთვის არ არის, ჩვეულებრივ, ჩუმად ხართ და საკუთარ აზრს არ გამოხატავთ. თქვენ კეთილი გული გაქვთ, ასევე საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ გულწრფელი ხართ.


ადამიანი №2

თქვენ ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ღებულობთ, რაც თქვენს სასარგებლოდ ყოველთვის არ მოქმედებს, რადგან შეცდომის თავიდან აცილებას მოახერხებდით, ყველაფერი ცხელ გულზე და ემოციებით რომ არ გაგეკეთებინათ. ასევე ძალიან ჯიუტი ხართ და საკუთარი აზრის დაცვას ბოლომდე (ასევე ემოციურად) შეეცდებით, თუნდაც თქვენი აზრი საბოლოოდ არასწორი იყოს. თქვენ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. გულში შეიძლება ყველანაირი სულელური ცილისმწამებლური ფიქრი გაივლოთ, შემდეგ ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში სინანული იგრძნოთ.


ადამიანი №3

ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ გიყვართ. ყველაფერზე 300-ჯერ ფიქრობთ, ყველა დადებით და უარყოფით მხარეს აწონ-დაწონით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, გლობალური თუ მცირე მასშტაბის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ხშირად დეტალებზე ჩაციკლული ხართ და მთლიანი სურათის დანახვა გიჭირთ. ამის გამო ცხადი საგნების დანახვა გიჭირთ. ამაზე დაფიქრება ღირს. საკუთარ აზრს ბოლომდე იცავთ, ამიტომ ბიზნესში წარმატებას მარტივად მიაღწევთ.


ადამიანი №4

თქვენ ხართ ადამიანი მეამბოხე, რომელიც საკუთარ აზრს ყოველთვის ბოლომდე იცავს, რომ ყველას თავისი სიმართლე დაუმტკიცოს. ყოველთვის სამართლიანობას ეძებთ იქაც კი, სადაც თქვენზე დამოკიდებული არაფერია. ბოლომდე ბრძოლა - ეს ზუსტად თქვენზეა. თქვენ შეგიძლიათ ბედი შექმნათ, თუმცა ამისთვის უფრო ფართოდ და რაციონალურად აზროვნება უნდა ისწავლოთ.

2
1116
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1116
  
2018, 29 ნოემბერი, 0:39
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 27 ნოემბერი, 19:43
სიმართლესთან ახლოა.
0 1 2