x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?

image


ყოველ ახალ წელს იმედით სავსენი ველოდებით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლოა მეტი შანსი და გასაქანი მოგვეცეს და ჩვენს ოცნებებს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. ღორის წელი წარმოუდგენელ წარმატებას და სიმდიდრეს მოუტანს 3 ნიშანს:


ვეფხვი


იმის მიუხედავად, რომ ვეფხვი მტაცებელია, ღორი კი მის საკვებად აღიქმება, ჩინურ ჰოროსკოპში ისინი განუყრელი მეგობრები არიან. ღორს ვეფხვი ძალიან მოსწონს, რადგან მონუსხულია მისი შინაგანი ძალითა და სულიერი მხნეობით. თავის მხრივ, ვეფხვიც აღფრთოვანებულია ღორის კეთილსინდისიერებითა და დიდსულოვნებით. ღორის ზედმეტი გულუბრყვილობა კი ვეფხვს მისი დაცვის სურვილს უჩენს. ვეფხვებს ახასიათებთ ძლიერი შინაგანი ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მიზანსწრაფულობა, ამიტომ ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს. ღორი სწორედ მისგან სწავლობს, როგორ გადარჩეს დაუნდობელ სამყაროში. 2019 წელი ვეფხვებს ჰპირდება წარმატებას, გამდიდრებას, საინტერესო ადგილების მონახულებას, ახალი კავშირების დამყარებას და გავლენიანი მეგობრების შეძენას. თუ თქვენ ის ვეფხვი ხართ, რომელიც ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებში ყელამდე ჩაეფლო, როგორც იქნა, ამოისუნთქავთ.
image
კურდღელი (კატა)

ღორი ხვდება, რომ კურდღელი ძალიან ნიჭიერია. მეტიც, მისი ტალანტი გარშემო მყოფებისთვის, მათ შორის ღორისთვის, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგადად, კურდღელი იღბლიანობითაც გამოირჩევა: მაშინ, როცა სხვა ნიშნებს ძალიან უჭირთ, კურდღელს ფორტუნაც უღიმის და ვარსკვლავებიც. ღორს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ კურდღელი ცოტათი მატერიალისტია - მარტივად და ლამაზად ცხოვრება უყვარს - რადგან აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში პრაქტიკულობაა საჭირო. კატას უყვარს საზოგადოება და ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა, შესაბამისად ღორს მასთან ურთიერთობა საინტერესო მოვლენების თანამონაწილედ აქცევს. თუკი კურდღელი სხვაზე ჭორაობას იწყებს, იჩენს ტაქტსა და დახვეწილობას. ღორს მოსწონს, რომ კურდღლი, ერთი მხრივ, ზომიერებას იჩენს და სხვებს ჩირქს არ სცხებს, მეორე მხრივ, სწორად მიაჩნია საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვა, რაც კურდღელს ნამდვილად არ ესწავლება სხვისგან. 2019 წელი კურდღლებისთვის აღმოჩნდება ხვავისა და ბარაქის მომტანი. ისინი მოახერხებენ ვალების გასტუმრებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, განაახლებენ ავეჯს, შესაძლოა დაგეგმონ რემონტი, შეიძინონ ახალი ავეჯი, ზოგიერთი უკეთეს ბინაში გადავა საცხოვრებლად ან ქალაქგარეთ იყიდის სახლს.
image

>>> სრულად ნახვა

1
1693
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1693
  
2018, 29 ნოემბერი, 0:30
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1