x
image
ღიმილიანი
" ქორწინების ყოველი წლის თავზე ჩემი ქმარი ხელახლა მთხოვს ხელს " - 5 სასიყვარულო ისტორია, რომელიც თქვენს გულს გაალღობს
image

წარმოგიდგენთ ადამიანების მიერ მონათხრობ სხვადასხვა ისტორიას სიყვარულის შესახებ.


1. შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ, გვაქვს ერთი ლეპ-ტოპი. ყოველდღე ვჩხუბობდით, რადგან ის მის ეკრანს ცვლიდა და ტანკს აყენებდა. ერთ დღესაც ჩემი მეგობარი მოვიდა, გახსნა და სიცილი წასკდა. მან მთხოვა, რომ უფრო ახლოს მენახა ტანკის სურათი, მეც დავაკვირდი და აღმოვაჩინე ტანკში ბეჭედი მოჩანდა, მე კი ერთი თვის განმავლობაში ვერ შევამჩნიე. ჩემი შეყვარებული სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში ყვირილით, "ბოლოს და ბოლოს, გამომყვები ცოლად?"


image



2. ქორწინების ყოველი წლისთავზე, ჩემი ქმარი მიგზავნის შეტყობინებას, გავყვები თუ არა ცოლად, მე ყოველ წელს ვპასუხობ "კის"


3. როცა მამაჩემი 35 წლის გახდა, მოუწია გულზე ოპერაციის გაკეთება, დედაჩემი საავადმყოფოში მის გვერდით იყო და არ ტოვებდა, ოპერაციიდან მეხუთე დღეს დედაჩემის დაბადების დღე იყო, იმ ღამით როდესაც დედამ გაიღვიძა, მამაჩემი საწოლში არ დახვდა, იგი პანიკაში ჩავარდა და ძებნა დაუწყო, საავადმყოფოდან გამოსულმა დაინახა დიდი ყვავილების თაიგულით, ტორტითა და შამპანიურით ხელში, დაუძლურებული, ნელა მოაბიჯებდა, მაგრამ გაბადრული სახითა და სიყვარულით სავსე თვალებით.



image

4. მე ცხრამეტი წლის ვიყავი, ის ოცდა ოთხის, ორი წელი ვხვდებოდით, ერთ დღესაც მან გამომიცხადა, აღარ მინდა შენთან მეტჯერ შეხვედრა, მე პანიკამ მომიცვა, მაგრამ ცოტახანში მან ამოიღო ჯიბიდან ბეჭედი და მითხრა: " აღარ მინდა შენთან მეტჯერ შეხვედრა, რადგან შენთან ერთად მინდა მთელი ცხოვრება გავატარო, გამომყვები ცოლად?"

5 წლის შემდეგ მე ვუთხარი ჩემს ქმარს, შეყვარებული ვარ სხვაზე, მან შემომხედა და მკითხა, ვინ იყო. მე ვუპასუხე: " ჯერ არ ვიცი, შეიძლება გოგოა, შეიძლება ბიჭი.", იგი მიხვდა, რომ ორსულად ვიყავი, თანაცხოვრება ტკბილია.


5. მე და ჩემი შეყვარებული 3 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ის არ არის რომანტიკული პიროვნება, ერთ დღესაც ვამზადებდი ვაღშამს და ფანჯრიდან ვიხედებოდი, ბაღში დავინახე ვარდის ფურცლებით გაკეთებული წარწერა: "მერი, მე შენ მიყვარხარ! ", კი გავიფიქრე, რომ მეც მერი მქვია, მაგრამ მაინც ვერ ვიფიქრებდი რომ ჩემი შეყვარებული იყო. ცოტა ხანში მომდის შეტყობინება "გთხოვ, შეჭვი ხორცი, ძალიან მშიერი ვარ, რადგან დიდი დრო მოვანდომე ვარდის ფურცლებით წერას".




გაგვიზიარეთ თქვენი სასიყვარულო ისტორია.




1
339
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
339
  
2018, 28 ნოემბერი, 1:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1