x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დატბორილი სოფელი გამოჩნდა

image
ბრიტანეთის ერთერთ სოფელში მოულოდნელად გამოჩნდა ნანგრევები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიტბორა.

სოფელ დერუენტსა და მის მიმდებარე დასახლებაში 1940 წელს კაშხალი აშენდა. 1945 წელს, ამ ადგილას მდინარეებზე ეშოპზე და დერუენტზე წყალსაცავი საზეიმოდ გაიხსნა, ხოლო, სოფელი დერუენტი სამუდამოდ გაქრა წყალქვეშ.

რეგიონში მშრალი გაზაფხულის და განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის გამო ნელა-ნელა შემცირდა წყლის დონე წყალსაცავში და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დერუენტის ნანგრევები თანდათანობით გამოჩნდა წყლის ზემოთ. სოფლის ნანგრევები ადგილობრივებისა და ტურისტების ყურადღებას იზიდავს, რომელთა შემოდინება ყოველდღიურად იზრდება.

ასეთი მოვლენა მოხდა ორჯერ - 1976 წელს და 1995 წელს.


ტურისტებს, რომლებიც დერუენტის ნანგრევების სანახავად მიდიან, აფრთხილებენ, რომ სოფელთან ახლოს მისვლა სახიფათოა. ნოემბრის დასაწყისში, სამაშველო ჯგუფის გამოძახება მოუხდათ, რომ დახმარებოდნენ ადამიანს, რომელიც ტალახში ჩაეფლო.

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0