x
image
_K_
ჯანსაღი დილის საიდუმლო - რჩევები ცნობილებისგან
image

წარმატებული ადამიანების უმრავლესობას ბევრი რამ აქვს საერთო. მაგალითად, ისინი თანხმდებიან, რომ პირველი რამ, რაც დილით უნდა გააკეთოთ, ბაყაყის ჭამაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სჯობს, დილითვე გაუმკლავდეთ იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც ყველაზე მეტად გეზარებათ. როგორც წესი, მათ კარგად ორგანიზებული დღის განრიგი აქვთ, რაც კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც ეხმარებათ.


სტატიაში ცნობილი ადამიანების 13 დილის ჩვევას გაგაცნობთ, რომელთაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.








13. ბარაკ ობამა: დილა ყავის გარეშე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს საკმაოდ უცნაურ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს იმის გამო, რომ ყავას არ სვამს. ის მწვანე ჩაის, ფორთოხლის წვენს და წყალს ამჯობინებს.



ობამას დილისთვის 2 მთავარი წესი აქვს: ყოველთვის ივარჯიშე და არ დაგავიწყდეს საუზმე. როგორც ჩანს, ყავის გარეშე ცხოვრება მის ენერგიას არ ამცირებს, პირიქით, ყოფილ პრეზიდენტს 5 საათი სძინავს და გაღვიძებისთანავე ვარჯიშის ენერგია აქვს.

image








12. ჯენიფერ ენისტონი: ადრე ადგომა

შეიძლება გაგიგიათ, რომ წარმატებული ადამიანების უმეტესობას ადრე ადგომა სჩვევია, გამონაკლისი არც ჯენიფერ ენისტონია. ყოველ სამუშაო დღეს ის დილის 5-ის ნახევარზე დგება და დაუყოვნებლივ იწყებს დილის საქმეებს.


პირველ რიგში, ჯენიფერი სახეს იბანს საპნით, შემდეგ სვამს თბილ წყალს ლიმონით, ამის მერე კი 20 წუთის განმავლობაში მედიტირებს. ადრე ადგომის წყალობით, მას დრო აქვს საკუთარი თავისთვის და ყოველთვის კარგად გამოიყურება.

image








11. ოპრა უინფრი: მედიტაცია

მედიტაციის სასარგებლო თვისებები ბევრისთვისაა ცნობილი: ის ამცირებს სტრესს, ზრდის პროდუქტიულობას, აყალიბებს კრეატიულობის გრძნობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. ამიტომაც, ოპრა უინფრი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მედიტირებს.


ის ყოველ დილას 20წუთიანი მედიტაციით იწყებს, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზეც კი. ოპრა ამბობს, რომ სიმშვიდეში ჯდომა მას იმედით, თავდაჯერებულობის გრძნობითა და სიხარულით ავსებს. თუ ძალიან ეჩქარება, ოპრა მედიტაციას მხოლოდ 10-12 წუთს უთმობს, მაგრამ პროცედურას დღეში ორჯერ მაინც ასრულებს.

image








10. ტიმ ფერისი: ადვილი მიზნების დასახვა

ტიმ ფერისმა წარმატების შესახებ ბევრი რამ იცის, რადგან წარმატებულ ადამიანებთან ინტერვიუ მისი საქმეა. "დილაზე თუ გაიმარჯვებ, დღეზეც გაიმარჯვებ", - ასეთია მისი დევიზი, რომელიც თავის წიგნშიც გადმოსცა.


ტიმი დილას როგორც ოთახის, ასევე გონების დასუფთავებით იწყებს; პირველ რიგში, ის საწოლს ასწორებს. მარტივი დავალების შესრულება მას სიამაყის და თავდაჯერებულობის განცდას ჰმატებს. საწოლის გასწორებით ის გრძნობს, რომ მინიმუმ ერთ რაღაცას მაინც აკონტროლებს და სხვა რაღაცებზე აღარ ნერვიულობს.

image







9. ლეა მიშელი: შხაპი

ყოველ დილით, ფინჯანი ყავის შემდეგ, ლეა სწრაფ შხაპს იღებს. ეს მას ნეგატიური ენერგიისგაან დაცლაში ეხმარება.


შხაპის მიღებისას ლეა ტანს ორჯერ იხეხავს, ჯერ - მშრალი სახეხით, შემდეგ კი - სახლში დამზადებული ქოქოსის რძის სკრაბით, ყავისფერი შაქრითა და მარილით, ასევე ზეითუნის ზეთით.

image








8. რიჩარდ ბრენსონი: დროის გატარება ოჯახთან ერთად

როგორც ჩანს, ოჯახში მარტო რიჩარდი არ იღვიძებს ადრე. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს ის გვიან ღამით, დილით მაინც 5 საათზე ეღვიძება, ვარჯიშობს და საუზმობს. თუმცა, მისი დილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახთან დროის გატარებაა.


ბრენსონი ამბობს, რომ ეს პროცესი საქმის დაწყებამდე მას დადებითი ენერგიით ავსებს. კვლევების მიხედვით, ოჯახთან ჯანსაღი ურთიერთობა სტრესს ამცირებს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

image








7. ჯესიკა ალბა: ვარჯიში მეგობრებთან ერთად

ყველა წარმატებულმა ადამიანმა იცის ვარჯიშის მნიშვნელობა. თუ ამას დილით არ გააკეთებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საღამოს, საქმეების მერე, დაღლილმა ივარჯიშოთ. ყოველთვის რთულია, სავარჯიშოდ ადრე ადგომა, როცა იცით, რომ შეგეძლოთ, ეს დრო კომფორტულ საწოლში ძილში გაგეტარებინათ.


ჯესიკა ალბამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა - ის ადრე ასადგომად მეგობრებს "იყენებს", რომლებთან ერთადაც ვარჯიშობს. მსახიობი აღიარებს, რომ ვარჯიში დიდად არ უყვარს, მაგრამ ეს მას ეხმარება სტრესის შემცირებაში, მეგობრები კი ყოველთვის აძლევენ მოტივაციას, ივარჯიშოს და იოგით დაკავდეს.

image








6. ბრიტანი სნოუ: დილისთვის სიმღერების სიის (ფლეილისთის) შექმნა

მაშინაც კი, თუ ცუდად გეძინათ, ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად შეცვლას მარტივად შეძლებთ სწორად არჩეული მუსიკით.


როგორც წესი, ბრიტანი საუზმის შემდეგ ხმამაღლა რთავს მხიარულ მუსიკას, რაც კარგ ხასიათზე აყენებს და სწრაფად გამოფხიზლებაში ეხმარება.

image








5. ჯულიან ჰოფი: მადლიერების გამოხატვა

ჯულიან ჰოფი დილის დაწყებას "მადლიერებას რიტუალით" ამჯობინებს. 7-ის ნახევარზე გაღვიძებისთანავე ის საწოლზე წამომჯდება და ფიქრობს 5 რაღაცაზე, რისიც მადლიერია.


ასევე, ჯულიანი მთელი დღისთვის აწყობს გეგმებს; მაგალითად, ის გეგმად 10 ადამიანის გაღიმებას ისახავს. ამის შემდეგ დგება საწოლიდან, იხეხავს კბილებს და აკეთებს დილის სხვა ჩვეულებრივ საქმეებს.

image








4. დევიდ კარპი: დილა მეილების გარეშე

Tumblr -ის მთავარი აღმასრულებელი ხემძღვანელი დევიდ კარპი ფიქრობს, რომ დილაობით მეილების შემოწმება პროდუქტიული არაა და არც განწყობისთვისაა კარგი. ამის მაგივრად, ის მეილებს სამსახურში მისვლისას, 10-ის ნახევარზე ან 10 საათზე ეცნობა. თუ რამე აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა, ყველას შეუძლია, დევიდს დაურეკოს ან მობილურზე მისწეროს.


კარპს ასევე ფილტრი აქვს დაყენებული მეილებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ inbox-ში მხოლოდ თანამშრომლებისა და შეყვარებულის წერილები მისდის, სხვა დანარჩენი "unsorted" ფაილში თავსდება. სამსახურში მისვლის შემდეგ, დევიდი კითხულობს და პასუხობს inbox-ში მოსულ ყველა წერილს, შემდეგ კი "unsorted" ფაილს გადახედავს და ხვდება, არის თუ არა იქ რამე მნიშვნელოვანი.

image









3. ქეით ჰადსონი: ყინულის აბაზანა სახის კანისთვის

ჩვეულებრივ, ქეით ჰადსონი ყინულის დახმარებით იღვიძებს ხოლმე. მან ეს ჩვევა ვიზაჟისტისთან გადმოიღო, რომელთან ერთადაც მუშაობდა, და უკვე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.


ყინულის აბაზანის გასაკეთებლად ის ჯამს ბევრი ყინულითა და ცოტაოდენი წყლით ავსებს. შემდეგ სახეს ჰყოფს მასში იმდენი ხნით, რამდენითაც შეძლებს. ყინულის აბაზანის წყალობით, ქეითი მართლაც ძალიან სწრაფად იღვიძებს დ ეს პროცედურა სახის კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც ეხმარება.

image








2. მარკ ცუკერბერგი: არჩევანის გაფილტვრა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ბევრი არჩევანის ქონა საინტერესოა და ფუფუნებადაც კი ჟღერს. მაგრამ როცა ძალიან გეჩქარებათ, ძვირფასი დროის დაკარგვამ იმაზე, თუ რა ჩაიცვათ, შეიძლება მთელი დღე ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ. ამიტომაც ბევრი ცნობილი ადამიანი ალალბედზე ირჩევს ტანსაცმელს.


მარკ ცუკერბერგი აღიარებს, რომ დამღლილი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის ასარიდებლად კარადაში 20 ერთნაირი ნაცრისფერი მაისური მაინც აქვს, რასაც ყოველდღიურად იცვამს. ასე ის მეტად ორიენტირდება საქმეზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევს უმნიშვნელო დეტალებს.

image








1. სტივ ჯობსი: ოცნებების შეხსენება საკუთარი თავისთვის

ერთ-ერთ გამოსვლაში სტივ ჯობსმა თქვა, რომ ყოველ დილით სარკეში იხედებოდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა: "დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთებას, რასაც დღეს ვაკეთებ?" თუ მისი პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში "არა" იყო, ესე იგი თავის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეეცვალა.


ასეთი მიდგომა მას დაეხმარა, მიჰყოლოდა ოცნებებს და არასდროს დავიწყებოდა, რა უნდოდა სინამდვილეში.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიმახსოვროთ სიზმრები - 7 მარტივი ხერხი

image


2. რატომ უნდა გააგრძელოთ მუშაობა მაშინაც კი, თუ მილიონს მოიგებთ

image


3. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image


1
761
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
761
  
2018, 1 დეკემბერი, 22:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1