x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა ეპისკოპოსმა რუსეთის მართლმადიდებლური საპატრიარქოს იერარქებს ანტიქრისტეს მსახურები უწოდა

image სამწუხაროდ უფლის მსახურების გარკვეული ნაწილი თავად, რომ არ იცავენ უფლის მცნებებს არაა სიახლე. მძიმე სანახავია როცა უფლის სახლში მოსული სასულიერო პირი ძვირადღირებული ჯიპიდან გადმოდის და ასევე ძვირადღირებული ტელეფონით ხელში შედის მრევლთან უფლის სახელით საქადაგოდ.
მე არავის განკითხვას არ ვაპირებ, თითოეული მათგანი უფლისთვის მიმიბარებია ცოდვა-მადლის გასარჩევად.
მადლობა ღმერთს ბევრია მოძღვრები, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს შეთავაზებულ ჯიპებზე და კომფორტულ ცხოვრებაზე, მათ უფლის მცნებების დაცვა არჩიეს და მრევლთან ყოფნა.
საშინელი მოსასმენია, როცა მთავარეპისკოპოსი ერთერთი პარტიისათვის ხმის არ მიცემის გამო ამომრჩევლებს წყევლის.
როგორც ჩანს არც რუსეთშია უკეთესი მდგომარეობა, რადგან ტიუმენის ოლქის ერთერთმა ეპისკოპოსმა ევტიხი კუროჩკინმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რუსეთის მართლმადიდებლური საპატრიარქოს იერარქებს ფუფუნებით ცხოვრების გამო ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.
" არა მაქვს უკვე უფლება ამაზე გავჩუმდე! დავიწყე ყვირილი და არ გავჩუმდები!", -ასეთი განცხადება გააკეთა ქალაქ იშიმის მონასტერში ქადაგებისას.
ეპისკოპოსმა რწმენის "მკვლელები" უწოდა ძვირადღირებული მანქანების ქონას, კომფორტულ აპარტამენტებში ცხოვრებას და მრევლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.
"უფლის მსახური უფლის მცნებებით უნდა ცხოვრობდეს და მონასტრების წინამძღვრები ბერების თვალწინ ძვირადღირებული ჯიპებით არ უნდა მოძრაობდნენ, უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვა, რადგან ასეთი იერარქების ხილვა რწმენას უკარგავს მრევლს.
ასეთი ცხოვრების წესით ეს იერარქები ანტიქრისტეს უფრო ემსახურებიან ვიდრე ქრისტეს და ცხოვრების ის წესი, რომლითაც ცხოვრობენ ისინი, უფლის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს"-ამ სიტყვებით დაასრულა თავისი პოსტი ეპისკოპოსმა.

0
476
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0