x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
„დიდი პრეტენზიები მაქვს ეკა გიგაურთან, სრულიად უტიფარი რაღაც ჩაიდინა ჩემთან მიმართებაში“
image


რამდნიმე დღის წინ ეკა გიგაურის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მან ანტისემიტური განცხადება გააკეთა და სალომე ზურაბიშვილის პიარ სპეციალისტებს ებრაელი აფერისტი უწოდა“, თავად მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება . სააკაშვილი ამბობს, რომ დიდი პრეტენზია აქვს ეკა გიგაურთან და დიდი ცოდვაა, ის ანტისემიტიზმში დაადანაშაულო. ეს განცხადებები სააკაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში ჩართვისას, ეკა კვესიტაძისა და ნიკა გვარამიას გადაცემაში გააკეთა.


„მე მაქვს დიდი პრეტენზიები ეკა გიგაურთან, ჩემი აზრით, სრულიად უტიფარი რაღაც ჩაიდინა ჩემთან მიმართებაში. როცა მან მე ანტისემიტიზმში დამადანაშაულა. ეს ყველაზე დიდი ცოდვაა, რაც შეიძლება მე დამაბრალო. იმიტო რო, ნუ ეხლა, რა, რა და... შეხედეთ ჩემს ოჯახს, ჩემს გარემოცვას და ნუ, ეხლა... მაგრამ, აი ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს, ესეთი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები. ევროპულ საქართველოში არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. თვითონ დათო ბაქრაძე არის ერთერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ. ძალიან მაგარი ლიდერია. მისი არგამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დანაშაული. მერე რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამჯერად იმდენი ვერ აიღო, “ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბოდიშის მოხდისკენ, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სააკაშვილის განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებს.



ეს შეფასება გიგაურმა სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ დაქირავებული პიარტექნოლოგი „ებრაელ აფერისტად“ მოიხსენია.


„სააკაშვილის გამოირჩევა თავისი ქსენოფობიური და რასისტული განცხადებებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი ამაზე საუბრობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ცხადია, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს მაღალ პოლიტიკურ კულტურას არ გამოხატავს. ეს აღიქმება მცდელობად, რომ სააკაშვილს სურს გარკვეულ ეროვნებებთან მიმართებაში ჩვენ ქვეყანაში უარყოფითი დამოკიდებულა იყოს. ეს რა თქმა უნდა, ცუდია.


მოვუწოდებთ პირადად სააკაშვილს, რომ ბოდიში მოიხადოს საჯაროდ და ასევე, მოვუწოდებთ პარტიის წევრებს, დაგმონ თავიანთი ლიდერის განცხადებები. სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ისინი იზიარებენ ამ განცხადებებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, “ - განაცხადა ეკა გიგაურმა.


ამავე თემაზე: „თამარ კორძაიასთანა ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა საინტერესო ლიდერია“ - სააკაშვილი

1
785
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
785
  
2018, 29 ნოემბერი, 0:23
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1