x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134480
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვინ არის ლარა იანი- გოგონა, რომელიც საქართველოს "მის სამყაროზე" წარადგენს

image

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რამდენიმე სილამაზის კონკურსი ერთმანეთის მიყოლებით ტარდება. თუ "მის მსოფლიოს" ტიტულისთვის ნია წივწივაძე იბრძვის, "მის სამყაროზე" "ვიცე-მის საქართველო 2018", ლარა იანი მიემგზავრება.

ლარას შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის. 25 წლის მოდელის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს გაგაცნობთ.
გოგონა ნახევრად ქართული და ნახევრად სომხური წარმოშობისაა.
ლარა 10-მდე სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელია და 16 წლიდან სამოდელო ბიზნესშია ჩართული. ის თელავში გაიზარდა, შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და ბოლო 4 წელია საქართველოში ცხოვრობს.

2014 წელს, საქართველოში "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსზე მიიღო მონაწილეობა.

image

მისი მეორე პროფესია სიმღერაა. გოგონა ბარებში მღერის და პარალელურად ვიზაჟისტად მუშაობს.

29 ნოემბერს ლარა ტაილანდში, "მის სამყარო 2018"- ის კონკურსზე მიფრინავს. ამჟამად კი მოსამზადებელ პერიოდს გადის. იკერავს კოსტიუმებს და აქტიურად ვარჯიშობს.

"მის სამყარო" 17 დეკემბერს ჩატარდება, სადაც 88 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ლარა იანის პარამეტრებია 180 სმ სიმაღლე, 90-60-90 .

იმედი გვაქვს, ეგზოტიკური გარეგნობის გოგონა, რომელსაც "ინსტაგრამის" მომხმარებლები კეტრინ ზეტა ჯონსს ამსგავსებენ, საერთაშორისო
ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩება.

image
imageimageimageimageimageimageimageimage









6
976
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
976
  
2018, 10 დეკემბერი, 17:51
არა, შენ რატომ უნდა დაგეწყო ქექვა, რაში გაინტერესებს, მე უბრალოდ ამ გოგოზე ვთქვი, რად უნდა ეს ფსევდონიმი, მშვენიერი გვარები აქვთ სომხებს და დაეტოვებინა ისთქო :))
2018, 10 დეკემბერი, 17:31
თორნიკე, ასეა ცნობილი ეს გოგონა. ნამდვილი გვარის ქექვას ხომ არ დავიწყებდი? რაში მჭირდება ეს. თავად თქვა რომ სომეხია და ეს გვარი ფსევდონიმია. ნამდვილ გვარი არ ვიცით.
2018, 10 დეკემბერი, 3:45
მართლაც უცხო იერი და ლამაზი ნაკვთები აქვს. მიუხედავად იმისა,რომ დაბუშტული ტუჩები მაღიზიანებს მაინც ვიტყვი რომ ძალიან ლამაზია და სხეულის ასეთ პარამეტრებს ცემო კარგებო დიდი მოთმინება და ჯაფა სჭირდება. წარმატებები!
2018, 27 ნოემბერი, 20:50
და რა გვარია? "იანი" არა კვახი :))
2018, 26 ნოემბერი, 22:37
კი, ნამდვილად ძალიან ლამაზია და მის მსოფლიოზე რომ წასულიყო მოიგებდა ქვეყანა. ბევრად ჯობია ბევრს
2018, 26 ნოემბერი, 20:47
ეს გოგო იმდენჯერ ეცადაწარმატებას ამ საქარტველოში არ სიმღერაში გაუმართლა, არც მის საქართველოზე და იქნება ახლა გაუმართლოს, ულამაზესია და დახვეწილი. ძალიან უცხო გარეგნობის, წარმატებებს ვუსურვებ
0 1 6